ჩ  ვ  ე  ნ  ი     ა  ვ  ტ  ო  რ  ე  ბ  ი                                    

 

ეთერ ოკუჯავა

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

1980 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

2004 წლიდან კინოპრესის საერთასორისო ფედერაციის "ფიპრესი ჯორჯიას" (FIPRESCI) წევრი.

დაიბადა 1948 წელს, 30 მაისს, თბილისში. დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, კინომცოდნეობის განხრით. გაიარა სრაჟირება მოსკოვის სახელმწიფო კინოინსტიტუტში (ΒΓΘΚ), ე.სურკოვის სახელოსნო.  ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი სამეცნიერო წოდების მოსაპოვებლად  1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "სახვითი გადაწყვეტის ძიებანი თეატრსა და კინოში – დავით კაკაბაძის შემოქმედების მაგალითზე". 1973–2006 წწ.  მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის კინოსა და თეატრის ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში წამყვან მეცნიერ თანამრომლად.2006–2008 წწ უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორია. 2008 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ქართული კინოს შემოქმედებითი ტენდენციები, ფილმის სახვითი გადაწყვეტის პრობლემები, ზოგადად გამომსახველი სტრუქტურები, ქართული ფილმის ესთეტიკის საკითხები, ცალკეულ ხელოვანთა შემოქმედებების კვლევა დროის ფაქტორის გათვალისწინებით (ხელოვანი და დრო) და ა.შ.

ე.ოკჯავას გამოქვეყნებული აქვს 50–ზე მეტი სტატია, აქედან უმეტესი რეფერირებულ ჟურნალებში, ქართულ და უცხო ენებზე, ავტორია წიგნებისა "იმედა კახიანი", "აქტიორი", "კულტურა გზა გადარჩენისა", "დავით კაკაბაძე თეატრსა და კინოში". ელ–ფოსტა:eterokujava@yandex.ru,  ვებ–გვერდი: www.ETHMO.narod.ru

 

 

ქეთევან ტრაპაიძე

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დაიბადა 1969 წელს, 5 თებერვალს თბილისი.1991 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფდაკულტეტი. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "თემატური ტენდენციები" 70–იანი წლების ქართულ კინოში". 1991 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ეწევა სამეცნიერ და პედაგოგიურ მოღვაცეობას.2002–2004 წლის ჩათვლით მუშაობდა კომპანია "ქართული ტელეფილმის" პროგრამების წამყვანად.  2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ–თანამრომელი და რამდენიმე პროექტის ავტორი. მათ შორის "ალტ–არტ პროექტი – ქართული სასწავლო ფილმის პრობლემები", "ქართული მულტპლიკაციის ისტორია" და სხვ. გამოქვეყნებული ქავს 10–მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის: "გოდერძი ჩოხელი", "მიხეილ კალატოზიშვილი", "მილოშ ფორმანის ფილმები" და ა.შ. ელ–ფოსტა: ketiart@yahoo.com

 

ნათია კოპალეიშვილი

კინომცოდნე, მაგისტრი

დაიბადა 1973   წელს,  6 სექტემბერს, თბილისში. 1996 წელს დაამთავრა შოთა რისთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი. პერიოდულ პრესაში და რეფერირებულ გამოცემებში სისტემატურად იბეჭდება მისი სტატიები ქართული კინოსამსახიობო სკოლის შესახებ.

მუშაობს ტელესამაუწყებლო კომპანიაში "რუსთავი–2" .

 

 

ირინა კუჭუხიძე

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

2004 წლიდან კინოპრესის საერთასორისო ფედერაციის "ფიპრესი ჯორჯიას" (FIPRESCI) წევრი.

დაიბადა 1939 წელს, 8.მარტს, თბილისში.1976 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ΒΓΘΚ) კინომცოდნეობის ფაკულტეტი.1981 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "თანამედროვე ქართული კინოს მხატვრულ–სტილური ნაირგვარობა".1976 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 2006 წლიდან – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1976 წლიდან  2004 წლის ჩათვლით საქტელერადიო კორპორაციის ტელეფილმების სტუდიის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 2001–2006  წწ .ეროვნული კინოცენტრის  საექსპერტო  კომისიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 50–მდე სამეცნიერო სრომა. მათ შორის  რეცენზიები მნიშვნელოვან  ქართულ ფილმებზე: "ნატვრის ხე", "ვედრება", "გზა შინისაკენ", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ცისფერი მთები", "ყაჩაღები თავი VII", "მთვარის ფავორიტები", "ლაქა" და სხვ. პრობლემური ხასიათის კვლევები: ტრაგიკომედიის ჟანრის საკითხისათვის, ინტერპრეტაციის პრობლემის გააზრებისათვის, დეკონსტრუქციონიზმი და კინემატოგრაფი,  არქეტიპული ვარიანტები ქართულ კინოში, აუდიო–ვიზუალური კომუნიკაციის დღევანდელი რეალიები, ქართული კინოს ძირითადი ტენდენციები 70–80–იანი წლების  მიჯნაზე და სხვ. დღემდე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ  და სამეცნიერო მოღვაწეობას. ელ–ფოსტა: irina.kuchuxidze@mail.ru

ბესო ოდიშარია

კინოდრამატურგი, კინორეჟისორი.

დაიბადა 1952 წელს, თბილისში. დაამთავრა  ორწლიანი სასცენარო–სარეჟისორო უმაღლესი კურსები მოსკოვში (ბ. მეტალნიკოვის  სახელოსნო), საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი "დღესასწაული"  (1988), მას ეკუთვნის ფილმების სცენარები: "კარიერი" , "დახატული წრე", "ჩიორა", "მონეტა",  და სხვ. თ. ცავასთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი "სიზმრები თბილისზე", agreTve მუშაობს სარეკლამო კლიპების განხრით. 1994 წლიდან კითხულობს დრამატურგიის კურსს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ელ–ფოსტა: odisari@yahoo.com

 

 

 

 

 

 

ლელა ოჩიაური

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

2000 წლიდან კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის "ფიპრესი ჯორჯიას" (FIPRESCI)  წევრი.

დაიბადა 1957 წლის 21 მაისს, თბილისში. დაამთავრა სამხატვრო  აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი მკვლევარის განხრით. 1980–1981 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში. 2005 წელს ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის  სამეცნიერო წოდების მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე – "პოეტური ტენდენციები თანემდროვე  ხასიათის ძირების საძიებლად".

1982–2006 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო–კვლევითი სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლია. პარალელურად კითხულობს ლექციებს ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკის თეორიაში, ჟურნალისტიკაში. 2005–2006 წლებში დაინიშნა კინოს ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კათედრის გამგედ. 2006 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

მუშაობდა: 1981–1982 –  საქართველოს თეატრისა და მუსიკის სახელმჭიფო მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1991–1992 წლებში საქართველოს ტელე–რადიო კორპორაციის მეორე არხზე მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. 1991–1992 – "არიან – ქართლის" მთავარი რედაქტორად. 1991–1992 – სატ.პროგრამა "ტელე–სინე–ვიდეოს" თანაავტორად და წამყვანად; 1993–1994 ამავე პროგრამის კონსულტანტად და სხვ.

1996 წლიდან დღემდე გაზეთ "რეზონანსის" კულტურის მიმომხილველია. 1999 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის  უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.   პირადად დააფუძნა არაერთი არასამთავრობო  ორგანიზაცია, არის რამდენიმე   არასამთავრობო  ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ასევე არაერთხელ ყოფილა სხვადახვა კონკურსების და კინოფესტივალების ჟიურის წევრი. ელ–ფოსტა: teklataia@yahoo.com

URL: index.htm
Π˜ΡΠΏΠΎΠ»ΡŒΠ·ΡƒΡŽΡ‚ΡΡ Ρ‚Π΅Ρ…Π½ΠΎΠ»ΠΎΠ³ΠΈΠΈ uCoz