• ეთერ ოკუჯავა "იმედა კახიანი" 1990, თბილისი, საქინფორმკინოს გამომცემლობა.

  • წიგნი ფართო მკითხველისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს ქართველი კინომსახიობის, იმედა კახიანის შემოქმედებითი გზის გაცნობას. ავტორისეულ თხრობას თან  ერთვის , სპეციალურა ამ გამოცემისთვის - ინტერვიუ  იმედა კახიანთან.წიგნი ილუსტრირებულია კადრებით ფილმებიდან და იმედა კახიანის ფოტოებით.

  • 45 გვ,

 

 

  • ეთერ ოკუჯავა "აქტიორი" 1998, თბილისი,გამ.,    სეზანი.

  • წიგნი გოგი ხარაბაძის მრავალმხრივი შემოქმედებისა და მდიდარი პიროვნული სამყარის შესახებ;  გამოყენებულია ფრაგმენტები გ.ხარაბაძის შემოქმედების ამსახველი პუბლიკაციებიდან, რომლებიც იბეჭდებოდა საქართველოსა და რუსეთის პერიოდულ პრესაში. ფოტოსურათები იური როსტის ალბომი და გოგი ხარაბაძის პირადი არქივიდან.

  • წიგნის მხატვრული კონცეფცია ეკუთვნის ვ.რურუას.

  • 167 გვ

 

 

 

 

 

  • ეთერ ოკუჯავა  "კულტურა გზა გადარჩენისა", 1998, პირველი გამოცემა, თბილისი, გამ "სეზანი". წიგნი დაისტამბა "დემოკრატია და აღორძინება" ფონდის ხელშეწყობით.2000 მეორე გამოცემა, თბილისი, გამ "სეზანი". წიგნი დაისტამბა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელშეწყობით.

  • წიგნი  ხელისუფლებისა და ქვეყნის ლიდერის როლზე სახელოვნებო სფეროში.  საფუძვლად აღებულია  ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფოს სათავეში ყოფნის  პერიოდი საქართველოში 7080 იან და შემდგომ 90იან წლებში. წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა  საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია  IIის, ქართული კულტურისა და საზოგადო მოღვაწეთა, აგრეთვე  მსოფლიო პოლიტიკური სამყაროს ცნობილ წამომადგენელთა გამონათქვამებსა და მოგონებებს, რომლებიც ცხადყოფენ მათ ურთიერთობებს ედუარდ შევარდნაძესთან და მის როლს  7080იანი წლების ქართულ კულტურულ სივრცეში.

  • მეორე გამოცემას დაემატა რამდენიმე ინტერვიუ ე.შევარდნაძესთან, რომელსაც უძღვებიან კობა იმედაშვილი და გელა ჩარკვიანიწიგნი ილუსტრირებულია.

  • წიგნი მხატვრულად გააფორმა კ.ფაჩულიამ

 

 URL: index.htm

WWW.ETHMO.NAROD.RU

           

  • ადამიანი ყოველთვის წარმოადგენდა მკვლევარისათვის საინტერესო დაკვირვების საგანს. ხელოვანებმა, სპორტსმენებმა, წარმატებულმა ადამიანებმა საჭიროა მოუთხრონ მკითხველს თავისი ცხოვრებისა და საქმიანობის, მიღწევებისა და ადამიანური განცდების შესახებ. ამით ისინი საკუთარ გამოცდილებასაც გააცნობენ მკითხველს და იმავდროულად, აღუძრავენ მათ კეთილშობილური საქმიანობის სურვილს.

  • ეთერ ოკუჯავა                                                           

Используются технологии uCoz