ლელა ოჩიაური

 

კინოსტუდია „დამოუკიდებელი პროექტი“

 

არჩილ გელივანი: „მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულმა კინომ რეალურად მოახდინოს საკუთარი თავის რეინკარნაცია“

 

კინოსტუდია „დამოუკიდებელი პროექტი“ ახალი დაარსებულია, მაგრამ, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, პირველი ნაყოფი უკვე მოიწია, შემოქმედებითი გეგმების ერთი  და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია და როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, სტუდიის (და შესაბამისად, ქართული კინოს) უახლოესი მომავალი მეტად უხვმოსავლიანი იქნება.

 

–როგორც დაფუძნდა კინოსტუდია „დამოუკიდებელი პროექტი“ და რას წარმოედგენს ის?

 

– რაღაც დროის წინ, თეატრალური პროდუსირებიდან კინოში გადავედი. ვერ ვიტყვი, რომ თეატრი მთლიანად მივატოვე, ვინაიდან ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ვცდილობ, რომ მას შინაგანად მაინც არ დავშორდე. კინოპროდუსერობას კი, სრულიად შემთხვევით შევუდექი. მუშაობა დავიწყე ფილმით „რუსული სამკუთხედი“, რომელიც, როგორც საპროდუსერო პროექტი, წარმატებით დავასრულეთ. მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენი პატარა სტუდია საპროდუსერო ცენტრად გადაგვექცია, რომელიც სხვადასხვა საპროდუსერო პროექტის განხორციელებით იქნებოდა დაკავებული.

 

ალბათ, სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი სტუდიის დასახელებაც – „დამოუკიდებელი კინოპროექტი“, რომელიც საკუთარი კინოწარმოების მომენტებსაც შეიცავს: როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმების; ამასთან ახდენს როგორც ფილმების, ასევე კინოპროექტების, საგამომცემლო თუ კინოსთან დაკავშირებული სხვა პროექტების, ახვადასხვა ღონისძიების პროდუსირებას.

 

შიდა სისტემების სწორად ასაგებად, გავიარეთ სხვადასხვა სახის კონსულტაციები, შევისწავლეთ საზღვარგარეთ არსებული მაგალითები და ვეცადეთ იქიდან, რაც ვნახეთ, ყველა დადებითი მომენტის აქაურ სინამდვილესთან ადაპტირება მოგვეხდინა.

 

შედეგად მივიღეთ ის, რომ შევძელით შეგვექნა პატარა შემოქმედებითი ჯგუფი, მართალია, ცუდი სიტყვაა შემოქმედებითი საბჭო, მაგრამ ასე ვუჭოდოთ, რომელშიაც დღესდღეობით შედიან _ რეჟისორები: მერაბ კოკოცაშვილი და საშა რეხვიაშვილი, შევა  ერთი  დრამატურგი (რომელი ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით) და კინომხატვარი ვახტანგ რურუა. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სტუდიაში შემოვა, მათ მიერ იქნება განხილული, შემდეგ მათზე ყველა ერთად ვიმსჯელებთ და საბოლოოდ გადავწყვეტთ  –  გვჭირდება თუ არა ეს პროექტი, ვიღებთ თუ არა მას.

 

– უკვე ნახეთ პროექტები, რომელებიც „გჭირდებათ“?

 

– ჩვენი ერთ–ერთი მიმართულებაა ისეთი პროექტი, როგორიცაა სხვადასხვა სტუდენტური წამოწყების მხარდაჭერა. მაგალითად, ეხლა ვაცხადებთ კონკურსს სტუდენტურ 5 სადიპლომო ნამუშევარზე. პირველ ივლისამდე, მათ უნდა წარმოადგინონ სცენარები, რომლებსაც განვიხილავთ; იქიდან, რასაც მეტ–ნაკლებად ნორმალურად ჩავთვლით, ხუთს ავირჩევთ და 10–20  წუთიანი 5 ფილმის გადაღებას მთლიანად, ანიდან ჰოემდე, დავაფინანსებთ, რაც ვფიქრობ, ძალიან სწორია, რადგან ჩვენ ყველანაირად დაინტერესებული ვართ ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორების, ოპერატორების, ხმის რეჟისორების და ა.შ. პოვნასა და შემდეგ მათთან თანამშრომლობით.

 

მსურველები (ოღონდ, ისინი აუცილებლად კინოსპეციალობების სტუდენტები უნდა იყვნენ) წარმოგვიდგენენ სცენარებს. რომლებსაც, მიღების შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ, როგორც კინოპროექტებს. ანუ ეს ხუთი ახალგაზრდა გარკვეული ხნით მიდია და  უკვე გამზადებული პროექტებით ბრუნდება – სარეჟისორო განაცხადით, ბიუჯეტით, გადაწყვეტილებით – ვინაა ოპერატორი, ვინაა მხატვარი, ვინ მონაწილეობს და ა.შ.  ტექნიკითაც  მთლინად ჩვენ  უზრუნველვყოფთ და ამავე დროს, ვაძლევთ ფულს სატრანსპორტო ხარჯებისა და რეკვიზიტებისათვის. შემდეგ ვაპირებთ დავუთმოთ მათ კინოდარბაზე, სადაც გადაღებული ფილმების პრემიერები გაიმართება.

                                                                                             

ამის შემდეგ, ხუთიდან კიდევ ერთი პროექტი გაიმარჯვებს და გამარჯვებული პროექტის ავტირს – იგივე რეჟისორს იგივე შემოპქმედებით ჯგუფთან ერთად საშუალება ექნება (ისევ და ისევ, ჩვენი რესურსებისა და კინოცენტრის ხელშეწყობით, რომელთან ერთად ვახორციელებთ ამ პროექტს) გადაიღოს 20–წუთიანი ფილმი, ოღონდ უკვე კინოფირზე. ეს ფილმიც იგივე ეტაპებს გაივლის და სტუდია მასაც ტექნიკით, პროდუსირების მხრივ, კონსულტაციებით დაეხმარება; ხოლო ჩვენი სამხატვრო საბჭო – რჩევებით დრამატურგიის, სცენარის განვითარებისა თუ მონტაჟის მხრივ და ა.შ. მიმართულებას მისცემს. ეს ჩვენი პირველი ცდაა და იმედია, ეწარმატებული გამოვა. გვინდა ის რეგულარულ საფიძველზე გადავიტანოთ და ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ნაყოფიერი იქნება.

 

– რა ხდება თქვენთან, ასე  ვთქვად, „დიდი“  კინოს მიმართულებით, ახალგაზრდული პროექტების გარდა?

 

– ამ ეტაპზე, ჩვენს სტუდიაში, სამი პროექტია, წარმოების სხვადასხვა სტადიაზე. ერთ–ერთია მერაბ კოკოჩაშვილის „სახლი სიხარულისა“, რომელიც გადაღების  დასრულების ფაზაშია.

 

ამის შემდეგ, ჩვენივე სტუდიაში მოხდება ფილმის მონტაჟი (რაც თვენახევარზე მეტს გაგრძელდება), შემდეგ, ჩეხეთში განხორციელდება  პოსტპროდაქშნი, ახმოვანება და წარმოება დასრულდება. ფილმი მზად სექტემბრის დასაწყისში იქნება, მაგრამ როდის გამოვა ეკრანზე სამწუხაროდ, ვერ  გეტყვით, ვინაიდან კულტურის სამინისტროდან და კინოცენტრთან ერთად გვინდა ეს ფაქტი (როგორც საერთო ღონისძიება) ქართული კინოს ასი წლის იუბილეს დავუკავშიროთ, რომლიც აღნიშვნა შესაძლოა დეკემბერში გადაიტანონ და „სახლი სიხარულისასაც“ ალბათ მაშინ ვაჩვენებთ.

 

„სახლი სიხარულისას“ პროექტი პროექტში შეიძლება დავარქვათ, ვინაიდან ჩვენს სტუდიაში პროექტს მაინც „ქეთო და კოტეს“ ვუწოდებთ. იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ეს ასე მოხდა. ჩვენ რომელიმე ისეთი ქართული ფილმის რესტავრირება გადავწყვიტეთ, რომელიც არასოდეს ყოფილა აღდგენილი. არჩევანი „ქეთო და კოტეზე“  შევაჩერეთ და  მასზე  უფლებები  შევიძინეთ. რესტავრაციაში იგულისხმება ნეგატივის გაზმენდა, ულტრახმაში გატარება, სკანირება და შემდეგ ყოველი კადრის ციფრული გასუფთავება  ნახეთქებისაგან, სხვადასხვა დეფექტიკაგან, რაც ნეგატივმა სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში განიცადა. აღდგენაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და აი, სწორედ გუშინ მივიღე  DVD  დისკი უკვე რესტავრირებული ფილმით.

 

ამავე დროს გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ფილმი ფილმზე, რომელსაც „ქეთო და კოტეს“ 60 წლის იუბილეს მივუძღვნიდით. პატარა ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ „ქეთო და კოტეს“ .

 

მას შემდეგ, რაც არქივებში მერაბ კოკოჩაშვილთან და ფილმის სცენარის ავტორთან – აკა მორჩილაძესთან ერთად ვიმუშავეთ, გადავწყვიტეთ ეს ისტორია გაგვევითარებინა და შედეგად, ფილმი გამოვიდა არა პატარა, არა მხოლოდ დოკუმენტური, არც დოკუმენტურ–მხატვრული, არამედ უფრო მხატვრულ–დოკუმენტური, რომელშიც ჩვენ ვყვებით  XIX საუკუნის მიწურულის საქართველოს – ეპოქის შესახებ, როდესაც ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ შეიქმნა და როდესაც მოქმედება ვითარდება, ნაწარმოების, რომელსაც 120 წლის განმავლობაში უნიკალური ცხოვრება ჰქონდა. თავისთავად ცხადია, მასში შევიდა თვითონ ლიტერატურული ქმნილების ისტორია; შემდეგ, ვიქტორ დოლიძის ოპერა დაიწერა და შემდეგ დაიდგა; შემდეგ გადაიღეს უხმო ფილმი  „ხანუმა"; შემდეგ 1948 წელს –  „ქეთო და კოტე", რომელსაც უკვე თავისი მდიდარი ისტორია ჰქონდა; ბუნებრივია ფილმში შევიდა რობერტ სტურუას "ხანუმას: ისრორია (რუსთაველის თეატრში); გიორგი ტოვსტონოგოვის დადგმა "ბედეტეში", სადაც მთავარ როლს მაკაროვა თამაშობდა...

 

 ერთი სიტყვით, ესაა ფილმი ადამიანების ბედის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ ნაწარმოებთან ოპერაშიც, თეატრშიც და  კინოშიც; ბრწყისვალე თაობებზე, შემოქმედ ადამიანებზე, თბილისის კოლორიტზე და ა.შ.

 

ვცდილობთ. ფილმი იყოს სიხარულით აღსავსე, კეთილი, მხიარული, ცოტა ნოსტალგიური იმ დროების მიმართ, როდესაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, რათა ადამიანს, ვინც  „სახლი სიხარულისას" ნახავს, ისეთივე განწყობა შეექმნას, როგორიც პირადად მე, (და ბევრ სახვასაც) მქონდა, როდესაც „ქეთო და კოტე" პირველად ვნახე.

 

ჩვენი სტუდია კიდევ ერთი პროექტითაა დაკავებული – დოკუმენტური ფილმით, რომელსაც ლევან კოღუაშვილი იღებს. ამჯწრად  რაღაც  მასალის ნაწილობრივი მონტაჟი დასრულებულია. ნაწილი გადასაღებია. ხოლო ლევანი ნიუ–იორკში გაემგზავრა და ეცდება, ორი–სამი კვირა იმ მასალაზე იმუშაოს, რაც ფილმის ფასრულებისთვის აუცილებელია. მონტაჟი და პოსტპროდაქშნი ოვლისში, ალბათ ნიუ–იორკში მოხდება და იმედი მაქვს, ფილმი ეკრანებზე სექტემბერში გამოვ.

 

მესამე პროექტში ჩვენ ცოტა მოგვიანებით ჩავერთეთ. ესაა ზაზა ურუშაძის ფილმი, „სამი სახლი". პროექტში შევედით იმიტომ, რომ ზაზას ფადაღებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები ჰქონდა. დახმარების სურვილი რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა,ეს იყო დამოკიდებულებით რეჟისორის მიმართ და თან იმის გაცნობიერება, რომ როგორ ჯოჯოხეთურად რთულია დღეს საქართველოში ფილმის გადაღება. ფულის შოვნა იმისათვის, რომ შენ რეალურად რაღაც გამოგივიდეს, რადგან სამწუხაროდ კინოწარმოებაში მილიონი წინააღმდეგობა ჩნდება და ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ შრომა, რომელიც მან გასწია, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამჟამად მონტაჟი უკვე პრაქტიკულად დამთავრებულია, უკვე პრაქტიკულად დაყენებულია ხმა. ეს ფილმი ასეე მოგვაქვს პრაღაში, სადაც „სახლი სიხარულისას"  პარალელურად, მის პოსტპროდაქშნსაც ვაწარმოებთ. ოქტომბრის ბოლოს მისი დახურული ჩვენება გაიმართება, რადგან ჩვენ ვგეგმავთ, ყოველ შემთხვევაში, ზაზას უნდა, რომ ფილმს საფესტივალი ცხოვრება ჰქონდეს და სანამ ფილმი რომელიმე ფესტივალზე არ მოხვდება, მისი გაქირავებაში გაშვება არ შეიძლება.

 

პარალელურად მიმდინარეობს საშა რეხვიაშვილის ორ პროექტზე მუშაობა. უველა საიდუმლოს არ გაგანდობთ, მაგრამ გეტყვით, რომ ერთ–ერთია ფილმი, რომელიც 30 წლის წინაა გადაღებული, მაგრამ ეკრანზე გარკვეული მიზეზის გამო არ უჩვენებიათ. ჩვენ ახლა მის რეანიმირებას, რესტავრირებას, გონზე მოყვანას ვცდილობთ. ბატონი საშა ფილმს თავიდან დაამონტაჟებს, რის შემდეგაც ის მრავალი წლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ის ეკრანზე გამოვა. საშა რეხვიაშვილის მეორე პროექტიც ასეთივეა, ფილმი (მისი თემა სრულიად უნიკალურის) 60 წლის, წინ მოსკოვშია გადაღებული, უმძიმეს პირობებში და დასრულებული და (ფინანსიური პრობლემების გამო) ასევე არაა. ჩვენი სტუდია იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში, ალბათ უკვე სამ კვირაში, მისი ასევე, ოღონდ, დახურული მხოლოდ ერთი ჩვენება (ამას თავისი მიზეზი აქვს) გაიმართება და გარკვეულ დრო,დე ამით შემოვიფარგლებით.

 

კიდევ ორი პროექტი გვაქვს, რისი განხორციელებასაც შემოდგომიდან ვგეგმავთ. ერთია პატარა დოკულემნური ფილმი; მეორე მხატვრული, რომლის მოსამზადებელი პერიოდი ოქტომბერში დაიწყება და გადაღებებს გაზაფხულზე შევუდგებით.

 

–პროექტი ძალიან ბევრია. ალბათ არსებობს რაღაც შეზღუდვები, ფილმების რაოდენობისა და ბიუჯეტის მხრივ.

– ცხადია, რამდენი ფულიც არ უნდა იყოს, შეზღუდვები ყოველთვის არსებობს. ამ ეტაპზე წელიწადში 2–3 დიდი, უკეთესია ორი მსხვილი და ორი პატარა პროექტისათვის  თანხები ჯერ კიდევ გვყოფნის. ჩვენ ყველენაირად ვთანამშრომლობთ როგორც უცხოურ მცირე ფონდებთან, ასევე ვცდილობთ მოვიზიდოთ რუსული ფულიც – როგორც რუსეთის კულტურისა და კინემატოგრაფის სააგენტოდან, ასევე რუსი პროდუსერებისაან, რომლებიც უფრო თამამად დებენ თანხებს კინოში (ახლა მეტ–ნაკლებად, ასე თუ ისე, აეწყო ნორმალური ურთიერთობები რიგ პროდუსერებთან, სხვადასხვა არხთან – როგორც ქართულთან, ისე რუსულთან – არსებობს ურთიერთ გაგება) და ასევე ძალიან ვცდილობთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ კინოცენტრთან, რომელიც ჩვენ ძალიან, ყველანაირად გვეხმარება, მაგრამ არა ფინანსების მხრივ.

 

პროექტები ყოველთვის რამდენიმე მიმართულლებისაა. არის საიმიჯო პროექტები, რომლებიც აუცილებელია და ამას ყველაირად უნდა ესწრაფოდე. ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი პროექტი, მაგალითად ახალგაზრდული, რაზედაც ფსონს ჩამოვდივართ, იმის იმედით, მოგებას ვნახავთ, დივიდენდებს მომავალში აუცილებლად მოიტანს. ამავე დროს, ფილმი შეიძლება არ იყოს მომგებიანი გაქირავებაში, მაგრამ კომერციული იყოს. რას ვგულისხმობ: არსებობს ტელევიზიები, ფესტივალები,  „დივიდი" უფლებები; არსებობს რიგი პოზიციები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფილმი შემოქმედებითადაც საინტერესო იყოს და იყოს შემოსავლიანიც.

 

მომავალ წელს ორი აბსოლუტურად კომერციული, პროექტი გვაქვს დაგეგმილი. იმისთვის, რომ შემოქმედებითი ფილმების წარმოება შეძლო, ზოგჯერ მაინც უნდა გადაიღო კომერციული სურათები. ესაა ბაზრის კანონი, რასაც დრო  გვკარნახობს და დროსთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ. ამას ვერ გაექცევი. იმიტომ რომ არსებულ მატრიცაში გვიხდება ყოფნა. მატრიცაში კი გარკვეული  წესების დაცვაა საჭირო. ჩვენ ვთვლით, რომ თუ 2–3 კარგი კომერციული პროექტი გავაკეთეთ, შევძლებთ 2–3 საინტერესო შემოქმედებითი პროექტის განხორციელებას.

 

ამავე დროს, როგორც გითხარით, პროექტი შეიძლება იყოს მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმზე, დოკუმენტურზე, ან საგამომცემლო მიმართულებით. გადავწყვიტეთ, არ შევიზღუდოთ, ოღონდ იმ სფეროს ფარგლები დავრჩეთ, რაც კინოწარმოებასთან, საერთოდ კინოსთანაა დაკავშირებული. აე ვივიწყევბთ ისეთ პროექტებსაც რომლებიც უკვე შეგვიძლია შევასრულოთ. ერთ–ერთია ქართული კინოს რესტავრაცია. ეს პროცესი ხანგრძლივი და რთულია. ამდენად „ქეთო და კოტეს" შემდეგ, ამ წელს გეგმაში გვაქვს – მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი" და გიორგი შენგელაიას „ ფიროსმანი".

 

– მაინც რა არის თქვენი სტუდიის მიზანი?

–სტუდია ყველა საინტერესო პროექტისათვის ღიაა. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ საინტერესო პროექტები, იდეები, პირველ რიგში, ვეძებთ ახალგაზრდა, საინტერესო რეჟისორებს და გვინდა, ყველანაირად დავეხმაროთ მათ.

 

  

##### 3 

 URL: index.htm  

 

 

 

 

 

Π˜ΡΠΏΠΎΠ»ΡŒΠ·ΡƒΡŽΡ‚ΡΡ Ρ‚Π΅Ρ…Π½ΠΎΠ»ΠΎΠ³ΠΈΠΈ uCoz