ბესო ოდიშარია

 

  1 9 3 7

                      სინოპსისი

   

ფრანგი კომუნისტი  ანდრე  ახალგაზრდა  მეუღლესთა, ელენთან ერთად  1937 წელს  ჩამოდის  საბჭოთა კავშირში, სადაც მისი წარმოდგენით, სიციალიზმის დიადი იდეებია რეალიზებული.  ანდრე მუსიკოსია, კონცერტებს მართავს, ელენი კი ფოტოგრაფირებით არის გატაცებული. მალე მის ობიექტივში ხვდება კადრები, რომლებიც არ შეეფერება სოციალისტურ სამოთხეს  ეს ენკავედეს  ახალგაზრდა ოფიცრის,  ლევანის  განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს.  მას ქალისადმი ერიტიული ინტერესიც აქვს.

 

ქუჩაში სეირნობისას ელენი მისთვის უცნობი, ნიკო ფიროსმანის ნახატს წააწყდება. მხატვრის სხვა ნამუშევრების მიგნებაში, ელენს კოსტა ეხმარება. ელენის  ყოველ ნაბიჯს ლევანის აგენტები  აკონტროლებენ და აპატიმრებენ ყველას, ვისაც ის ხვდება.

 

ასე იქმნება ჯაშუშების საქმე, რომელშიც მთავარი ფიგურანტი ნიკო ფიროსმანაშვილი აღმოჩნდება...  და ენკავედე ეძებს კაცს, რომელიც იმ დროისათვის უკვე ოცი წლის მკვდარი იყო.

 

აპატიმრებენ ყველა ზრდასრულ ფიროსმანაშვილს.

 

მიუხედავად შანტაჟისა, ელენი უარს აცხადებს ლევანის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მასაც აპატიმრებენ.

ანდრე უშედეგოდ ეძებს ცოლს.

 

კოსტა განაცხადებს, რომ მხატვარი ნიკო ფიროსმანი არ არის...

 

ანდრე შესძლებს საქმეში უშუალოდ სტალინის ჩარევას...  და საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება საქმის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ გვიანია: ელენი ციმბირისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა.

სკანდალის ჩასაცხრობად, ანდრეს აიძულებენ, სხვა ქალი  აღიაროს ცოლად...

 

ფიროსმანაშვილებს  აავისუფლებენ. ისინი შინ დაბრუნებულნი, მხატვრის ნაჩუქარ სურათებს საჯაროდ წვავენ.

 

ფიროსმანობის დასამტკიცებლად, კოსტასგან მოითხოვენ საკნის კედელი მოხატოს და როცა ამას ვერ შესძლებს, საკნიდან გამოაგდებენ.

 

კოსტა იგებს რომ ელენი ცოცხალია.

 

ანდრე საბედისწერო გადაწყვეტილებას ღებულობს ახალ ცოლს მიატოვებს და უკან ბრუნდება...

 

კოსტას დახმარებით ელენის მოძებნას ცდილობს, მაგრამ  ენკავედეს  აგენტის ხელით იღუპება.

 

კოსტა განაგრძობს ელენის ძებნას.

 

   

 

 

2;

Используются технологии uCoz