დავით კაკაბაძის სტერეოკინოს აპარატის შესახებ

 

(ფრაგმენტი წიგნიდან  "დავით კაკაბაძე თეატრსა და კინოში")

 

 

 

 

 

20იან  წლეებში დავით კაკაბაძის სულიერი მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია როგორც მხატვართა, ისე ქვეყნის ოფიციალურ წრეებთან ჭიდილში. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული გამოხატულება პოვა მხატვრის მიერ სტერეოკინოაპარატის, სტერეოკინოს დარგში გადაღების და საპროექციო ახალი სისტემის გამოგონებასთან დაკავშირებით, რაც ნათლად იკითხება მის განცხადებებსა და წერილებში, რომლითაც მას მიუმართავს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს .. საგამომგონებლო და აღმოჩენების კომიტეტისათვის და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისათვის. ზოგ მათგანში .კაკაბაძე იძლევა თავისი პატენტების ჩამონათვალს (მომყავს სრული სია):

საფრანგეთი _ პატენტი გაცემულია 10.03.1923 წელს, # 563486

დანია _ პატენტი გაცემულია 20.02. 1924 წელს, # 381

ბელგია _ პატენტი გაცემულია 15.03. 1924 წელს, #316309

იტალია _ პატენტი გაცემულია 28.03. 1924 წელს, # 228775

ესპანეთი _ პატენტი გაცემულია 28. 05. 1924 წელს, # 88449

ამერიკა (აშშ) _ პატენტი გაცემულია 02.02.1925 წელს, # 620367

გერმანია _ პატენტი გაცემულია 28.02.1925 წელს, # 410518

უნგრეთი _ პატენტი გაცემულია 22.07. 1925 წელს, #88383. 1

საქმე ისაა, რომ უცხოეთში სტერეოკინოაპარატის გამოგონებაზე პატენტების აღების შემდეგ დავით კაკაბაძე სსრ კავშირშიც ცდილობდა გამოგონების დამოწმებას. მას საქართველოში ჩამოსვლისთანავე მიუმართავს სსრ კავშირის საპატენტო სექტორისათვის (1931 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული .კაკაბაძის წერილი და აღნიშნულ წერილზე1931 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული პასუხი ორგანიზაციიდან, რომლის  სახელწოდებაა  Всесоюзная госкантора по патентованию и реализации изобретений - ПРИЗ), მაგრამ ამ წერილს,

 

ისევე როგორც მის მრავალრიცხოვან მიმართვ, დათარიღებულს კიდევ უფრო ადრინდელი თარიღით 1930 წლით, და 1935, 1937, 1938 წლებით, სხვადასხვა ინსტანციაში სხვადასხვაგვარ პასუხს აძლევენ. აზრი კი ერთია მისი გამოგონება აქ არ სჭირდებათ!

1945 წლის 3 ივლისს დ. კაკაბაძე წერილს სწერს სსრ კავშირის გენერალურ პროკურორს, ხოლო 1945 წლის 11 ივლისს .სტალინს, 1948 წელს სსრკ კინემატოგრაფიის მინისტრს. წერილებიდან ცხადი ხდება, რომ . კაკაბაძე მიმოწერის პირველ ეტაპზე ცდილობს თავის გამოგონებაზე დასტურის მიღებას, ხოლო უკვე 40-იან წლებში იგი ითხოვს ამ გამოგონებაზე, როგორც წართმეულ საკუთრებაზე, უფლების დაბრუნებას. ,,წართმევაში" იგი ოფიციალურ სტრუქტურებთან ერთად ადანაშაულებს სტერეოკინოს დარგში რუს გამომგონებლად მიჩნეულ სემიონ ივანოვს (მხედველობაში მაქვს 1946 წლის 5 მაისით დათარიღებული განცხადება სსრ კავშირის პროკურორის სახელზე), რომელიც კარგად იცნობდა .კაკაბაძის უსათვალო სტერეოსისტემის გამოგონებას.

დიდია ცდუნება მხატვრის იმდროინდელ ბიუროკრატიულ რუტინასთან ჭიდილის გახსენებისა, ყოველ მათგანში ჩანს, ერთი მხრივ, სიმართლის გარკვევის დაუოკებელი სურვილი, რომელიც მუდამ ყრუ კედელს აწყდება და, მეორე მხრივ, ამ ყრუ კედლის მომაკვდინებელი სიმყარე. ბუნებრივია, დავით კაკაბაძის კინოშემოქმედების შესწავლა ამ კონკრეტული დანიშნულების საჭირბოროტო საკითხს ვერ ასცდება. იმისათვის, რომ ოდნავ მაინც წარმოვიდგინოთ რა პირობებში უხდებოდა მხატვარს მუშაობა, გავიხსენებ ადმინისტრაციულ ორგანოებთან მისი ურთიერთობის ერთ დეტალს, რომელიც, ჩემი აზრით, თვალსაჩინოს გახდის დავით კაკაბაძის გამოგონებისადმი მიდგომის საერთო სურათს.

განცხადებებისა და სხვადასხვა სახის მიმოწერის პირველსავე ეტაპზე .კაკაბაძე იგებს, რომ მისი საჩივრების პარალელურად, მოსკოვის სამეცნიერო-კვლევით კინო-ფოტოინსტიტუტში ცდიანს. ივანოვის სტერეოკინოს რადიალურ-რასტრულ სისტემას, მართალია, განსხვავებული ხასიათის სისტემას, ვიდრე კაკაბაძისეულია, მაგრამ სისტემას, რომელიც საკმაო ხანია ცნობილია. ესაა უსათვალო სტერეოსკოპული კინოს დარგში ბელგიელი გამომგონებლის ედვარდ ნოაიონის 1928 წლის ანალოგიური გამოგონება 2.  

 

ცხადია, ამის თაობაზე დ. კაკაბაძის მოსაზრებები არ იქნებოდასასიამოვნო ინსტიტუტის საექსპერტო ჯგუფისათვის, რომლისთვისაც უმალვე გასაგები ხდება .კაკაბაძის კამათის საგანი და ამ დარგში კომპეტენტურობა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დ.კაკაბაძის უსათვალო სტერეოკინოს აპარატის, გადაღებისა და პროექციის სისტემის გაცნობის შემდეგ, .ივანოვი (რომელიც 1937 წლიდან იმავე ინსტიტუტის თამშრომელია, სადაც სისტემას ცდიან), როგორც ჩანს, უკვე მისი გამოგონებითაცდაინტერესდა”. დღესდღეობით თანამედროვე ცნობარებში .ივანოვი ყველგან მოხსენიებულია სსრ კავშირში უსათვალო სტერეოკინოაპარატის გამომგონებლად. მის ბიოგრაფიულ ცნობარში უსათვალო სტერეოკინოს ორიგინალური სისტემის გამოგონების თარიღად ოფიციალურად მითითებულია 1935 წელი (იხ. http://www.persons-info.com), ამასთანავე, მოკლე ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ .ივანოვი კინემატოგრაფშია 1937 წლიდან (იგი მუშაობს .. НИКФИ–ში, კინოსტუდიასოიუზდეტფილმში”; 1944-1947 წწ. კინოსტუდიასტერეოკინოში”; 1948 წლიდან სამეცნიერო-კვლევითი კინო-ფოტოინსტიტუტის .. НИКФИ–ს სტერეოკინოს ლაბორატორიაში). ამდენად, .კაკაბაძის გამოგონებაზე უარის თქმა, სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თავდაცვის იარაღია, ბიუროკრატია ამით საკუთარ თავსაც იცავს და . ივანოვსაც. სიცრუის ინდუსტრია წარმატებით მუშაობს და მის წინააღმდეგ . კაკაბაძე უძლურია. პასუხი ერთია სსრ კავშირის ფარგლებში იგი უნდა დაკმაყოფილდეს 30-იან წლებში გამოთქმული ვერდიქტით, კერძოდ, საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი კინო-ფოტოინსტიტუტის 1938 წლის 20 ივნისით (#168/H) დათარიღებული დასკვნით, რომელსაც ხელს აწერენ დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი კოზლოვი და კონსულტანტი ვალიუსი. ეს ის ვალიუსია, რომელიც, . ივანოვთან ერთად, მუდმივად ფიგურირებს სსრ კავშირში სტერეოკინოს დამკვიდრების ცდებში და, შესაბამისად, მისი თანამოაზრეა. დასკვნაში წერია, რომ კვლევით ინსტიტუტებში სტერეოკინოს საკითხები ბევრად სრულყოფილია და კონსტრუქციული გადაწყვეტით მარტივი, ხოლო ძირითადი დებულება, რომელსაც ეფუძნება დავით კაკაბაძის წინადადება, კერძოდ, მაყურებლის თვალებით გამოსახულების აღქმის ავტომატური სელექციის პრინციპი, შესაძლებელია სათანადო გადასინჯვის შემდეგ გამოიყენონ იმ ფსევდოსკოპული ზონებისაგან თავდაცვის მიზნით, რომლებიც

 არსებობენ  რადიალურ-რასტრული სტერეოეკრანების სისტემაში. როგორც ცხადად ჩანს, დასკვნა უარყოფს დავით კაკაბაძის გამოგონებას, მაგრამ საგულისხმოა, რომ ამ უარყოფაშიც ჩანს ის გარკვეული ინტერესი, რომელსაც იწვევს დავით კაკაბაძის მიერ განხორციელებული კადრის დაყოფის ოპტიკური სისტემა ორი მოკლეფოკუსიანი გადასაღები ობიექტის გამოყენებით. აღნიშნულ დასკვნაში, შემდგომ, ისიც ცხადად იკითხება, რომ ეს სისტემა უზრუნველყოფს ოპტიკის სიმძლავრეს, გამოსახულების სრულყოფასა და ფირის გამოყენებას. ამასთანავე, სისტემას აქვს განსაზღვრულ მანძილზე სტერეობაზისის შეცვლისა და ცენტრალური სხივების სათანადო სახით კონვერგირების უნარი; ოპონენტები ვერც იმას მალავენ, რომ ამ თვისებების გამო დავით კაკაბაძის მიერ შემოთავაზებული ოპტიკური სისტემა უპირატესობას ფლობს იმ სისტემებთან შედარებით, რომლებიც მათ ამჟამად აქვთ; რომ ასეთივე მნიშვნელობა აქვს საპროექციო სისტემის ოპტიკურ ნაწილს და ..3 ამ მოსაზრების გაცნობის შემდეგ, ეჭვგარეშეა, რომ დავით კაკაბაძის გამოგონებაში სიახლისმარცვალი სტერეოკინოსთავკაცებმა მაინცაღმოაჩინეს”, თუმცა მათ მაინც შექმნეს გაუთავებელი დაბრკოლებები მისი სტერეოკინოაპარატის წინააღმდეგ.

ამ დროს მიხეილ კალატოზიშვილი და მიხეილ ჭიაურელი სსრკ-ის ბელადის სტალინის კარზე დაახლოებული ჩინოსანი პიროვნებები არიან და მათი პატივი და ზენიტშია. მაგრამ, როგორც ჩანს, დავით კაკაბაძეს _ “ფორმალისტ და შეზღუდული უფლებების ადამიანს _ თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნების აკრძალვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ნდობის მანდატის სიმყარე ამ დროს არავის არა აქვს, არც ზემოხსენებულ საბჭოთა კინოს ფავორიტებს, სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ დავით კაკაბაძის ყოფილ თანამოაზრეებს _ ჭიაურელს და კალატოზიშვილს. მათ ყოველ ნაბიჯზე უხდებათ სანდოობის მტკიცება, სხვაგვარად ისინი ვერ გააგრძელებენ შემოქმედებას და, შესაძლოა, სიცოცხლესაც კი.

სსრ კავშირში სტერეოკინოს ირგვლივ აღძრულ კამპანიაში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ ის, რომ 1947 წლის 28 აპრილის გაზეთიპრავდა”, #103 (10494), ვინმე . ზვორიკინის წერილითკიდევ ერთხელ სტერეოკინოს შესახებ”, ულმობლად ამხელს სემიონ ივანოვს, როგორც ფსევდომეცნიერს და გამომგონებელს. პუბლიკაციის მიხედვით, .ივანოვი, ამ დროისათვის სსრ

კავშირის კინემატოგრაფიის მინისტრის ბრძანებით განთავისუფლებულია კიდეც სტუდიის სამეცნიერო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მაგრამ კაკაბაძისათვის ამ ფაქტს შვება არ მოაქვს. არც .ივანოვს შეეხება იგი განსაკუთრებული სიმწვავით, მას მსოფლიოს კინოლიტერატურაში სსრ კავშირში უსათვალო სტერეოკინოაპარატის გამომგონებლის სახელი მაინც რჩება. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ .ივანოვს ზურგს უმაგრებს 1941 წელს სტერეოკინოს დარგში მოღვაწეობისათვის მიღებული სტალინური პრემია. სტალინის სახელს კი ჩრდილი არ უნდა მიადგეს, სწორედ ამიტომ ხსენებული წერილი დუმს პრემიაზე, ეს ხომ .ივანოვის პირად დოსიეში წერია მხოლოდ. (იხ. www.Biografia.ru. 2006)

.კაკაბაძის სტერეოკინოაპარატის გამოგონების შესახებ უკვე 60-იან წლებში გვხვდება ინფორმაციები, მაგალითად, .ნოვიცკის წერილი გაზეთ ვეჩერნი ტბილისში” (04, 06, 1964), სადაც ავტორი წერს, რომ სამწუხაროა, რატომ არავის აინტერესებს დავით კაკაბაძის მოღვაწეობის სამეცნიერო-ტექნიკური ნაწილი და მისი წვლილი ტექნიკურ მეცნიერებათა ისტორიაში. საამისოდ იგი იშველიებს ფრანგული გაზეთების ამონარიდებსჯორჯიიდან ჩამოსული მხატვრის შესახებ, რომელმაც სტერეოკინემატოგრაფში სიახლეები შემოიტანა და სხვ. შემდეგ, სტერეოსკოპული კინოს ინტერესებს მკითხველი გაეცნო .მარგველაშვილის წიგნითაცდავით კაკაბაძის არქივიდან”, თუმცა ოფიციალურ აღიარებას დავით კაკაბაძის ცდებმა სტერეოკინოს დარგში მაინც ვერ მიაღწია.

როგორც ჩანს, ეს საკითხი პრობლემათა მთელ წრეს მოიცავს, მათ შორის, ხელოვანის, მეცნიერისა და, ზოგადად, ადამიანის ურთიერთობას ,,დიდ" პოლიტიკასთან, ხელისუფლებასთან. შესაძლოა, ოდესმე დადგეს კიდეც დღის წესრიგში სსრკ-ში სტერეოკინოს დარგში გამოგონებათა გადასინჯვის საკითხი, მაგრამ, ასეც რომ არ მოხდეს, დავით კაკაბაძის სტერეოკინოსთან დამოკიდებულება ჩემთვის საინტერესო დარჩება, როგორც მხატვრის ბიოგრაფიის ფაქტი და მისი შემოქმედებითი ნატურის ის დამახასიათებელი მომენტი, როდესაც აზრმა სიტყვით გამოთქმის, ქაღალდზე ჩანახატის, ტილოზე ასახვის შემდეგ მაქსიმალურ რეალიზაციას სტერეოსკოპულ გამოსახულებაში მიაღწია.

მხატვრის პრაქტიკულ საქმიანობას განამტკიცებს მისი, როგორც მკვლევრის, მოსაზრება იმის შესახებ,რომბუნებას ჩვენ არასდროს არ ვხედავთ ერთი განსაკუთრებული მხრიდან, არამედ მისი შეთვისება ხდება მთლიანი არსებით. სივრცის განცდის საშუალებაა მხოლოდ ბინოკულარული მხედველობა...”; რომგამოსახვის მატერიალური საშუალებანი წყვეტენ ხელოვნების ამა თუ იმ ფორმას. ყოველი ახალი მატერიალური საშუალებით შეიძლება შეიქმნას ხელოვნების ახალი დარგი (მაგ., კინემატოგრაფი)”4 და იქვე დასძენს: “ხელოვნების დაყოფა სხვადასხვა დარგად _ მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა და სხვა _ პირობითია 5.

 

 

კომენტარები

 


1. სტერეოკინოაპარატის შესახებ დოკუმენტები, იხ. პარმენ მარგველაშვილი, “დავით კაკაბაძის არქივიდან”,
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1988; იგივე დოკუმენტები მეც მოვიძიე 80-იან წლებში
მოსკოვის  სამეცნიერო-კვლევითი კინო-ფოტოინსტიტუტის არქივში (НИКФИ), მაგრამ, ცხადია,

პ.მარგველაშვილის წიგნის 1988 წელს გამოცემის გამო, ყველა შემთხვევაში ვეყრდნობი  მის წიგნს.
 

2. სამეცნიერო-კინო-არქივი (НИКФИ), მოსკოვი, დ.კაკაბაძის განცხადება დათარიღებულია 05. 06. 1947 წლით.
3. პ. მარგველაშვილი, “დავით კაკაბაძის არქივიდან”, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,
თბ., 1988, გვ. 177-178.
 

4. დავით კაკაბაძე, “ხელოვნება და სივრცე”, პარიზი, 1926 წ. გვ. 9
5. იქვე


 
#### 2

URL: index.htm

Используются технологии uCoz