ეთერ ოკუჯავა
 

დროის  დისტანციით  დანახული  სიმართლე  

 

 
   

"დიდი მწვანე ველი" ასე ერქვა ფილმს, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა, 60-იანელთა სრულიად თავისებურმა წარმომადგენელმა გადაიღო 1967 წელს.
იმხანად, ვიდრე ფილმი გამოვიდოდა ეკრანზე, მით უფრო თუ მას გარკვეულწილად სირთულეები ჰქონდა გასავლელი, მწერლებს, შემოქმედებით ინტელიგენციას, სტუდენტობას უჩვენებდნენ ხოლმე. `დიდი მწვანე ველის~ დემონსტრირება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზში შედგა და კარგად მახსოვს გარინდება, დარბაზი რომ მოიცვა საფინალო კადრებმა; სოსანას ხმა იპოვე გიორგი? და გიორგის პასუხი ვერა, ვერა, ვაჟა ფშაველას `ბუების~ ზღაპრის მრავალმნიშვნელოვანი ფინალის `ციტირებას~ რომ წარმოადგენდა დაგვაფიქრა სტუდენტები არა დაქსაქსულ ნახირზე, არამედ, ხელით მოუხელთებელ იმ საგანზე, რაც დაკარგული გვქონდა ქართველ საზოგადოებას ან დაკარგვის პირზე ვიდექით. სრულიად ნათელი იყო, რომ `დიდი მწვანე ველი~ თავისი ფაბულით, კოლიზიით, თემის გადაწყვეტით და არა იმდენად თემის ახალ სიბრტყეში წარმოსახვით, გვიჩვენებდა ხელოვანის დროსთან და თუ გნებავთ სინამდვილისადმი დამოკიდებულებას.
ფილმი იწყება უკვე კოდირებული გამოსახულებით _ სივრცე, რომელიც გადამწვარ ველს გვაგონებდა. ეს იყო იალაღები, სადაც ტრადიციულად საქონელს აზამთრებდნენ, მაგრამ ამჟამად, იალაღებზე გეოლოგები ნავთს ეძებენ, აქაა სოსოანას ფერმის ნარჩენებიც.
შემდეგი ეპიზოდი _ სოფლის შარაგზაზე ასფალტს აგებს ბრტყელძირა ტრაქტორზე წამომჯდარი ახალგაზრდა, ბრგე მამაკაცი. იგი თამამად გადაუგდებს პირიმზეს ხალათს გასარეცხად, რომელიც მას უჩუმარი სიამოვნებით მიაყოლებს თავისი ოჯახის სარეცხს სათქმელი ითქვა: ამ ქალსა და მამაკაცს შორის ის იდუმელი განცდაა, რასაც სიყვარული ჰქვია.
ცოტა ხანიც და პირიმზე გაიგებს სოსანას ჩამოსვლის შესახებ, ამიტომ მიეჭრება იასონს, ახალგაზრდა ტრაქტორისტს, ჩამოდი დამიცავიო, მაგრამ კაცი ყურად არ იღებს მის მუდარას და იქაურობას გაეცლება. ესეც ასე, ორმაგი ღალატი შედგა. იამზემ უღალატა სოსანას, ხოლო იამზეს უღალატა მისმა რჩეულმა ტრაქტორისტმა. ახლა პირიმზემ თავი უნდა იმართლოს ქმრის წინაშე, რომელსაც უკვე შეატყობინეს, როგორც ჩანს, ცოლის ღალატის შესახებ.
სასოწარკვეთილი პირიმზე სხვას ვერაფერს მოიფიქრებს, გარდა თავის ჩამოხრჩობისა, იქვე, საკუთარ ღობეზე. ამის შემხედვარე სოსონა მივარდება ქალს და გადმოიყვანს `სახრჩობელიდან~ და რაც ძალი და ღონე აქვს სახეში ურტყამს, რომ გამოაფხიზლოს, წყალს ასხამს სახეზე, წყაროზე მიიყვანს, თანაც ეხვევა მას სრულებით გადაავიწყდა, რომ მისი ცოლი მოღალატეა და ბედნიერია, როცა მის გახელილ თვალს შეამჩნევს.
ამ ეპიზოდს უხმოდ შესცქერის ღობესმომდგარი სოფელი, რომელიც ბედის ირონიით, უფრო კი ეპიზოდის სახვითი გამომსახველობის წყალობით, თითქოს ღობეზე ისევეა დამხობილი, როგორც სულ ცოტა ხნის წინ _ პირიმზე. პირდაპირი ანალოგიით ეს ხალხიც ჩამოსახრჩობად გამზადებული ბრბოა; ფილმის ავტორები უხმოდ გვაწვდიან სათქმელს, რომ სოფელი ჰკიცხავს პირიმზეს და პასუხს სოსანასგან ელის. მეორეს მხრივ, ასახული კომპოზიციით, იგივე ხალხი, ავტორს `ჩამოხრჩობის~ ღირსად მიუჩნევია, რაკიღა თავად ხალხის მორალი შირსაა ცალკეული ადამიანის სულის განცდისგან. ღობე, საზღვარი, ქვეყნის კიდე გილიოტინის ფუნქციით არაერთხელ განმეორდება ფილმში და შემთხვევითი არ არის, რომ მას ფართო და ვრცელი, უკიდეგანო ველი უპირისპირდება, როგორც აკრძალვა-თავისუფლების სახვითი თეზა, ძველისა და ახლის ჭიდილის Fთვალსაზრისით. ოღონდ გაუცრუვდება სოფელს იმედი: ქმარი არ დასაჯის ცოლს, პირიქით. მას უფრო განუმტკიცდა სიყვარული, იქნებ თავისი თავიც დაადანაშაულა ცოლის ღალატში და გადაწყვიტა წაეყვანა ცოლ-შვილი იქ, სადაც თვითონ სახლობდა _ ნახირში.
ასეთი იყო სოსანას არჩევანი, რომელიც მას გადარჩენად ესახებოდა, პირიმზეს კი გამოუსავლიანობის კიდევ ერთ, უფრო მეტად დაგმანულ ჩიხად.
ასე განლაგდა დრამატურგიული კომპოზიცია კოკოჩაშვილის ფილმში და აქედან, როგორც ზურაბ კაკაბაძე იტყოდა ამ `პეიზაჟიდან~ აისახა სინამდვილე და ფილმის პრობლემა.
დრომ შესაძლოა მრავალი ხელშესახები თემა დაბადოს, მაგრამ კიდევ უფრო ღირებულია ის, როცა დრო მარადიული თემისადმი ახალ დამოკიდებულებას დაგვანახებს ხოლმე. ღალატი ყველა დროისა და სივრცის თემაა, მაგრამ პასუხი ღალატზე _ უკვე გარკვეული ცივილიზაციის მაუწყებელია _ ქვეყნის, კუთხის, დროის, ინტელექტის, და მენტალობის თავისებურებათა გათვალისწინებით გადმოცემული. ღალატი ყაზბეგის, ნინოშვილის, ერისთავის, სტეფან ცვაიგის, ო ნილის (მე შეგნებულად ვასახელებ იმ მწერალთა გვარებს, რომლებიც ღალატის, როგორც თემის მაგალითების ამსახველია სწორედ ქართულ კონოში) ნაწარმოებებში და მათ საფუძველზე შექმნილ ქართულ ფილმებში არსად არაა კოკოჩაშვილის ფილმის მსგავსი შენდობის, პატიების ფრაგმენტიც კი. არაა გამორიცხული ამ დამოკიდებულებას ვუწოდით 60-იანელთა თვალთახედვის დამოკიდებულება სადა, არატრადიციული, ორიგინალური და ა.შ.
ფილმის ერთიანი კონცეპტუალური გადაწყვეტა ცალკეული ეპიზოდის აგების კულტურაც კი, ლაკონური და მეტყველი, ახალი ესთეტიკას გვამცნობს. მაგალითად, თუნდაც, სოფლიდან გამგზავრების ეპიზოდში; პირიმზე წყაროსთან მივა უძალო და დამარცხებული, წყალს მოსვამს, და ამ დროს, კადრში, რეჟისორი ისეთ მეტყველ პაუზას იჭერს, რომ გასაგებია _ პირიმზე ემშვიდობება შეყვარებულთან შეხვედრების ადგილს და ზოგადად სიყვარულს, იმედს. F
ფილმის ყველა პერსონაჟი თავისი ბედის უკმაყოფილოა. ამ აზრის გამძაფრაბად იკითხება შარაზე მიმავალი ქალი, კადრში მას შირიდან ვხედავთ, მაგრამ გვესმის, რომ მოთქვამს, სიტყვებიც არ ისმის მკვეთრად; ალბათ ისიც თავის გაჭირებას ტირის და სიცოცხლეს სწყევლის.
სოსანა, პირიმზე, ბოშა ქალი, იოთამი ღობეს მოდგომიან და გაოცებით შეჰყურებენ ამ ბედკრულ ქალს, თითქოს ყოველ მათგანს იგივე ცეცხლი არ უტრიალებდეს გულში; პირიმზეს _ იმიტომ რომ ნახირშია გამომწყვდეული, გული კი ხალხისკენ მიუწევს; სოსანა იმიტომ, რომ მის ცოლს არ ესმის მისი, იოთამს იმიტომ, რომ დედაც უყვარს და მამაც და გრძნობს კი, რომ მიწა ეცლება ფეხიდან, ბოშა ქალი კი _ მარტოსულობას და მიუსაფრობას ტირის... სოციალისტური რეალიზმის მყარ ესთეტიკურ მოთხოვნილებებში, ადამიანის განცდისადმი მსგავსი დამოკიდებულება, ასე საჯაროდ გამოტანილი პერველად ჟღერდა. ეპიზოდი სრულიად მოულოდნელია, სიცრუისა და სიყალბის მორევში იგი უცნაურად სუფთა და კრიალა ნორჩი ყლორტივით ამოიზიდა, მიუხედავად მოთქმის ტრაგიკული ჟღერისა, რაღაცის იმედს იძლეოდა. ალბათ სიმართლეზე თვალის გასწორების იმედს.
60-იან წლებში, ამგვარი ფილმის გადაღება, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ კრიტიკული რეალიზმი აღარ არის მარგინალური ერთეული მოვლენა. ამგვარი სისრულით, პირდაპირობით და მდიდარი ქვეტექსტით ამოწერილი ეპიზიდი საზოგადოებაში არსებული კრიტიკული პათოსის გამარჯვების მაუწყებელი გახლდათ.
ამგვარად, `დიდი მწვანე ველის~ გმირთა ბედნიერება და უბედურება გვერდიგვერდშია, მას დაპირისპირებაც არ ჰქვია, იმდენად თვალსაჩინოა მათი მთლიანობა და ამ მთლიანობას ცხოვრება ჰქვია.
ფილმი მიზანდასახულად შავ-თეთრია, ხოლო, ზემოთ აღწერილი გოდების ეპიზოდი შეიძლება ითქვას, რომ კალატოზიშვილის `ჯიმ შვანთეს~ გამოცდილების განახლებული ესთეტიკური ხედვის ნიმუშია; სინათლე კადრის სიღრმეშია, შუა პლანი ჩამუქებულია. კონტრასტი სევდიან დრამატურგიას ქმნის. შედეგი _ სახვითი სტრუქტურით გამოხატული, ნათელი და მეტყველი, აზრი ცხოვრების გამოუსავლიანობის შესახებ.
...ურბანისტიკას დაპირისპირებული სოსანა და იოთამი მღვიმეში არიან და კედელზე გამოსახულ სურათებს ათვალიერებენ. მამა-შვილის ეს საოცრად თბილი ეპიზოდი თითქოსდა კულტურულოგიურ პლაანშია გადაწყვეტილი. ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი ფერადი ნახატი მწყემსმა აღმოაჩინა ალტამირას გამოქვაბულში, როცა მან მხრებზე შემოსმული შვილის ხელით განათებული მღვიმის კედლებს შეხედა. პატრიარქალური და ტრადიციული ფესვების თაყვანისმცემელმა კოკოჩაშვილმა ეს სურათი გააცოცხლა სრულიად ბუნებრივად და ორგანულად. მაშინ, მთელი დედამიწა საძოვარი ყოფილაო უხსნის სოსანა იოთამს წარსული ისტორიული ეპოქის ცხოვრების წესს და არც თუ შორსაა სიმართლისაგან, თუმცა, რას იზამ ცხოვრება პროგრესს მიჰყვება, მიჰყვება დინჯად, მაგრამ ფეხდაფეხ მიყოლა მაინც მოსასწრები აქვს ცხოვრების ინერციას დამორჩილებულ ადამიანს; ჩამორჩენა კი ისევე მომაკვდინებელია, როგორც წინ გასწრება, იცის ეს სოსანამ, მაგრამ როგორღაც დროის შეჩერებას ლამობს, იქნებ შეანელოს მისი სვლა სადღაც იმ შორეთში, სადაც გათითოკაცება და მოყვასის სიყვარულის დაკარგვა ელის.
ზემოთქმულიდან ჩანს, თუ რა დიდია სოსანას სულში დაბუდებული დრამატიზმის ძალა. კოკოჩაშვილი, როგორც ავტორი, შეზღუდული რაოდენობის პერსონაჟებით, ერთ გარკვეულ სივრცეში დრამის გათმაშებას გვთავაზობს. და მსგავსი დამოკიდებულიბით თითქოს კლასიკური დრამატურგიისადმი ერთგულებას იჩენს, თანაც საოცრად თანანედროვეა ლექსიკით, მოქმედების უსიტყვო, მაგრამ ზუსტი ინტონირებული ჰიპერტექსტებით.
... ბოშა ქალი ხეზე კვანძავს ნაჭრების ნაკუწებს თავის სურვილებს, ამ სცენის მაყურებელია პირიმზე და როგორც კი გაეცლება ბოშა ქალი ხეს, ახლა ის მივარდება აგზნებული და ტრაგიკული ფოთოლშემოძარვცვულ ხეს და ციებცხელებამოცულივით ფსკვნის კვანძებს და ევედრება ნაკუწებს, კვანძებს, გამხმარ ტოტებს თავის გულისწადილს. ოღონდ პირიმზისა და ბოშა ქალის სურვილები სხვადასხვააა. ერთს სოსანასგან წასვლა სურს, მეორეს სისანასთან დარჩენა... თუმცა, ერთი რამ ნათელია დარჩენის მსურველიც და წამსვლელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მაგრამ მათ არ ძალუძთ საკუთარი ძალისხმევით მოქმედება და ნატვრის ხის ილუზიას მისდევენ მორჩილათა და გზნებით იმავდროულად.
ფილმში კიდევ ერთი საიდუმლო რიტუალია. სოსანა და მისი შვილი ქვიშაში ამოგანგლულები სხედან კლდის პირას. ბოშა შორიდან უყურებს მათ... ისინი კი ლოცულობენ, თუ ადამიანის პირვანდელ განცდას იბრუნებენ არავინ იცის, იქნებ ბუნებასთან ერთობას ეძებენ... სოსანას ფაქიზ სულიერ პორტრეტთან სრულიად პროზაული პრაგმატიზმითაა შეჭრილი გარემო.
საქმეს შეწირული თაობები _ ასე ჟღერს ადამიანთა სიცოცხლის შეფასება, რომელიც, სხვათა შორის, მეურნეობის უფროსს ეკუთვნის. თუმცა, არა კრიტიკულ კონტექსტში, ბუნებრივია, იგი მადლიერების გრძნობით იხსენებს სოსანას მამას, შვილივით გამრჯე და საქმის ერთგულ ადამიანს. ეს ის დროა, როცა სულ ცოტა ხნის წინ ელდარ შენგელაიამ გადაიღო `თეთრი ქარევანი~, სადაც მარტია, უხუცესი მწყემსი და ოჯახის მამა, ეწირება თავის საქმეს და ავტორები იქაც ქვეტექსტით გვეუბნებიან, რომ უნდა არსებობდეს საქმის ტრადიციული მარადიულობა... გელას, ახალგაზრდა მწყემსს და მარტიას შვილს, ხომ პროტესტი გაუჩნდა მოვალეობის მიმართ... რატომ უნდა ვიარო მთელი ცხოვრება ამ გზებით, განა სხვა აღარაფერია სანახავი ამ ქვეყანაშიო? თავისი ფილმით კოკოჩაშვილი კიდევ უფრო ამკვეთრებს ელდარ შენგელაიას აზრს, იმის შესახებ, რომ ტრადიციის ხელყოფის საკითხი მხოლოდ ზნეობის რანგში უნდა გადაწყდეს და არა ადგილმდებარეობით, ოღონდ ისიც ნათელია, რომ ამ მტკიცებულებას ღია ფინალი აქვს, ანუ კითხვის ნიშანი...
`დიდი მწვანე ველი~ საუკეთესო ნიმუშია სათქმელის დრამატურგიული სიმწყობრით გამოთქმის თვალსაზრისით; ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ძროხა მშობიარობს. ხბო მკვდრადშობილი დაიბადება, თითქოს გვეუბნება ავტორი, რომ სოსანას გზა ჩიხშია შესული. სოსანა ბუნების ერთგულია და აქედან გამომდინარე სიყვარულის და ოჯახის ერთგულიც, ოღონდ არავის ესმის მისი, რადგან ყველა საკუთარი სურველში ჩაკეტილა. რაღაც იღონოს სოსანამ რომ გადარჩეს, მაგრამ გვიანღაა... გათენებისას ცოლიც წასული დახვდება და ნახირიც გაფანტული. იმედად მხოლოდ ისღა ჩანს, რომ სისხამ დილით გიორგი გამოეცხადება, სულ ცოტა ხნის წინ ცოლის შესართავად რომ წავიდა მშობლიურ სოფელში; ვერ გავძელი უშენოდაო- ეტყვის იგი სოსანას
და ერთად იწყებენ ნახირისQძებნას. ამგვარად, უცხადებენ ერთგულებას სოსანა და გიორგი თავის საქმეს და ბედს. მაგრამ ჯერჯერობით გვესმის მხოლო სოსანას ხმა: იპოვე გიორგი? არა, ჯერ ვერა პასუხობს გიორგი...
ამგვარად, მაღალი ზნეობის ერთგულების ტრადიცია კინემატოგრაფშიც გრძელდება. კოკოჩაშვილი, რომელმაც თავისი პირველი პატარა ფილმით, რომელიც დებიუტიც კი არ იყო, არამედ სადიპლომო ფილმი გახლდათ, სახელწოდებით `ხმელი წიფელი~, ვაჟა-ფშაველას ბუნების ამეტყველებას მოუსმინა (ეს ფილმი კინემატოგრაფში უნიკალური მოვლენაა თავისი შინაარსით, ჩვენდა გასაოცრად მას ვერ აღმოვვაჩენთ `კინოენციკლოპედიის~ დიდ ლექსიკონშიც კი) და იმთავითვე ნათელჰყო აზრი, რომ ქართულ ცნობიერებაში საგულდაგულოდ გათელილი და ჩამკვდარი, სულიერების ტრადიცია 60-იანელთა ხელში გაცოცხლდებოდა.
 

 

Eter Okudjava

 

 

TO SEE THE TRUTH WITH TIME DISTANCE FOR PROBLEM ARTIST AND TIME

 

Big green field so called the film, which made Merab Kokochashvili, all special representation of the Sixties, in 1967 year.

Film begins with picture, which fabricate us burnt field. This is that field, where traditionally wintered wares, (goods, merchandise, commodities). But to day, geologists look for the fields, here is Sosoanias farm.

Another episode young, broad shouldered men sites on the flat bottom tractor which build way on the countrys road. There is appear, that there is that secret feeling, which named love between this woman and this man.

After a few time Pirimze heard about to arrived Sosania. For that she cutes to the young tractor driver, and asks him to came down for her defense, but the man does not pay attention her begging and gets away. That became all double treachery. Iamze treacheries to Sosana, but to Iamze treacheries her selected tractor driver. Now Pirimze must justify cat ion herself in front of her husband, on which had informed already, such as seems, about wifes treacheries.

Time must births many broken theme, but more value that, when time show us new dependence at the eternally theme.

Treachery is a theme every time and space, but answer on the treachery is a messenger of the destine civilization - legend by originally foresee of the country, side, time, intellect and mentality.

So, heroes of the Big green field happiness and unhappiness of there are near by near, it does not call oppose, so such clear there wholeness and this wholeness name is life.

Kokochashvili, such as author is limit by number of the personages, give us in one distinct space to play drama and with like dependence as if faithfulness at the classical dramaturgies, but at this time is very wonderfully modern by vocabulary, action without word, but exactly intonation hypertext.

Kokochashvilis film was clear, that in Georgian conscience spiritual tradition was trampled and died, which reestablished in 60th hand.


   #  1.2009.





 

 

   
Используются технологии uCoz