ეთერ ოკუჯავა

ჟურნალის შესახებ

ქართული კინოს მსგავსად საუკუნოვანი ისტორია მრავალ  ქვეყანას არ გააჩნია. ქართველებისათვის ეს ხშირად საამაყო საკითხია, რადგან  არ იყო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, იმავდროულად პოლიტიკურად  რთული და მერყევი სინამდვილე გქონდეს და თანაც,   იყო ძალზე პატარა ტერიტორიულად და მით უფრო,  კინობაზრის თვალსაზრისით თითქმის წარმოუდგენელია დატოვო  კინემატოგრაფში შესამჩნევი კვალი.

ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რამაც  ჩვენს წინაპრებში კინემატოგრაფისადმი ინტერესი დაბადა. ეს იყო სიახლისაკენ სწრაფვა და საკუთარი თავის მსოფლიო ცივილიზაციის სივრცეში მოაზრება.

ამ განცდამ შეაქმნევინა პირველ კინემატოგრაფისტებს ვასილ ამაშუკელსა და ალექსანდრე დიღმელოვს თავისი პირველი კინოჩანახატები. ასევე,  საუკუნის 2030იანი წლების ცნობილი კინემატოგრაფისტები: ალექსანდრე წუწუნავა (პირველი ქართული ფილმის "ქრისტინეს" (1916) შემქმნელი), ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, მიხეილ კალატოზიშვილი, კოტე მიქაბერიძე... მსოფლიო რანგის კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე... მათი კინოშემოქმედებები მსოფლიოს  კინოსაგანძურის ჭეშმარიტ მონაპოვარს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემდეგ მოვიდნენ  კინომსახიობთა, კინომხატვართა, კინოდრამატურგთა, კინოოპერატორთა თაობები, რომლებმაც გაუთქვეს სახელი ქართულ კინოს და მის არაერთ ფილმს, რომლებიც  აღიარეს როგორც მსოფლიო კრიტიკოსებმა, ისე მსოფლიო კინოფესტივალების  მრავალმა კომპეტენტურმა ჟიურიმ.

ჩვენი ჟურნალი მოწოდებულია ქართული კინოს მსოფლიო სიცრცეში გასატანად და  მსოფლიოში ცნობილ ქართველ კინოხელოვნთა პარალელურად,  სხვა სახელებიც გააცნოს მკითხველს, ვინც  ასევე ფასეული შემოქმედება შექმნა, მაგრამ ვისაც, შესაძლოა  მხოლოდ საკუთარი ქვეყნის შიგნით იცნობდენენ. 

ამასთანევე, ქართული კინოს უკეთ გასაცნობად მზად ვართ  ჩვენი ვებგვერდის სტუმართა ინტერესებს  გამოვეხმაუროთ. ყველას, და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ვთხოვ მოგვწერონ, რა ინფორმაცია აინტერესებთ ქართული კინოს შესახებ.

მოგვწერეთ:  E-mail: eterokujava@yandex.ru

URL: index.htm

#1

 

 

 


  

 

 

  

 

Используются технологии uCoz