ქეთევან ტრაპაიძე

 

  კინომცოდნე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს

უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი

 

     

 

ქე

 ქართველ რეჟისორთა უცხოეთში გადაღებული ფილმები

(მიმდინარე პერიოდი)

 

 

   

ქართულ სინამდვილეში არსებული არაერთგვაროვანი ემოციური ფონი, ახალ შეფასებებს თხოულობს. ტერიტორიულად  მცირე  ქვეყნის კულტურული პოტენცია, მუდმივ გადასინჯვას საჭიროებს. ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ძალზე ადვილად ხდება ნებისმიერი სიახლის დამკვიდრება. თუმცა, როდესაც ამით თავს ვიწონებთ, ვივიწყებთ სიახლის არსის გამორკვევის აუცილებლობას. ასე მაგალითად, ადამიანის თავისუფლების მარადიული თემა, კაცობრიობამ მჭიდროდ დაუკავშირა პიროვნული ღირესების, შინაგანი დამოუკიდებლობის თვითმყოფადობის იდეას (ასევე მარადიულს). თუ დეტალურად დავინტერესდებით ქართული სინამდვილის ამ ნიშით, მივხვდებით, რომ თავისუფლებაზე ფიქრისას და რაც მთავარია, განსჯისას, იშვიათად თუ გამოკრთება პიროვნების დამოუკიდებლობის მთავარი იდეა. სხვათა შორის, არჩევანის თავისუფლება არ გახლავთ ერთნიშნა ცნება. ის ადამიანის ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალების საზოგადოებისაგან, ტრადიციული ოჯახისაგან გამიჯვნით იწყება და კულტურული, მატერიალური ინტერესების სრული  სუვერენიტეტის უფლებით სარგებლობს. კარგად დავაკვირდეთ: ქართული საზოგადოება თავისი ჯგუფური არსებობის ინტერესებს იგივე აქტივობით იცავს, თუმცა, არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს იაზროვნოს პიროვნების მოთხოვნათა მასშტაბებში. არ ვგულისხმობ  საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ ტელეკომპანია მზის პროექტებს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ქართულ სინამდვილეში რეალურად არსებული პრობლემების საჯარო, ზედაპირული, ზერელე გაუფასურება. ძალადობა, აგრესია, სხვისი ინტიმური პრობლემების ერთი და იგივე სპექტრით, ერთნაირი, ნაკლებად ბუნებრივი დამოკიდებულებით განხილვა, სამწუხაროდ ჩვეული მოვლენაა და არც დასავლურ საჯაროობას ჰგავს უშუალო ინტონაციებში.

 

ქართული კინემატოგრაფი ათწლეულების განმავლობაში ახერხებდა დაეშორებინა ეს თემატური დინებები ეკრანზე არსებული ილუზიისაგან, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის დეკლარირებულ ხელოვნებაში. ამ ვრცელ სპექტრში არ მოვიაზრებ ეტაპებს, როდესაც კინოში ესა თუ ის თაობა საკუთარი სათქმელის მეტაფორულ, ადეკვატურ შესატყვისს პოულობდა. ჩვენ სინამდვილისადმი დამოკიდებულების ერთი, კონკრეტული ასპექტი გვაინტერესებს: როდის მოხდება თანამედროვე ქართველი ადამიანის ცნობიერებაში, შედეგად კი ხელოვნებაში, პიროვნების თავისუფლების ძირეული გააზრება. ალბათ, საკითხის ამგვარი ფორმულირება კატეგორიულად ჟღერს, მაგრამ თანამედროვე ქართული საჯაროობა იმსახურებს მისთვის დამახასიათებელი სნობიზმის პრიმიტივიზმის საფუძვლიან კრიტიკას.

 

მრავალი ინფორმაციული თუ ინტუიტიური გამოცდილების მიუხედავად, ჩვენი თანამემამულე, თავისუფლების არსის გასაცნობიერებლად არა საკუთარ თავს, არამედ საზოგადოებრივ სივრცეს მიმართავს. თან იმგვარად, რომ არც კი აღვიძებს ბუნებრივი პროტესტის იმპულსს.

 

იგივე ტენდენცია აირეკლება ტელე და კინოხელოვნებაშიც. ამ ჭრილში, აღნიშნული პრობლემა არ გახლავთ ერთადერთი, თუმცა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელოვნების საყოველთაოდ ყბადაღბული ფინანსური არასტაბილურობა. დღევანდელ საქართველოში შემოქმედი ცდილობს ყველაფერი, რაც მისთვის საინტერესო გმირს ეხება, მრავალპლასტიანობის მიზნით, ნიჰილიზმის ზოგად ინერციას დაუმორჩილოს, ისე, რომ ხშირად თავადაც არ უფიქრდება გმირის პიროვნული ნიშანთვისებების წაშლის მიზეზებს. რა არის ეს, უ არა საკუთარ თავში მიძინებული დამოუკიდებლობის რესურსის ანარეკლი?

 

თითქოს უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ინდივიდის მიერ საკუთარი თავის ძიება განსაკუთრებით არაერთგვაროვნად და ამავე დროს, საზოგადოებასთან კონფლიქტის სრული გააზრებით, იგრძნობა იმ კინემატოგრაფისტთა ფილმებში, ვინც არ ცხოვრობს საქართველოში. უმცა აქ ცხოვრების პერიოდში კარგად გაეცნო ამ სინამდვილეს და არც ამჟამად გრძნობს მას ნაკლებად. გელა და თემურ ბაბლუანები, ალეკო ცაბაძეყოველი მათგანი სხვადასხვა კონცეპტუალურ სახვითფორმისეულ კინონაწარმოებს ქმნის, მაგრამ, თუ ჩვენთვის საინტერესო თემას დავუკაშირებთ, აშკარად დავინახავთ გმირისა და პიროვნული დამოუკიდებლობის ხედვის მკვეთრად გამოხატულ პოზიციას, სურვილს გმირის ინდივიდუალობიდან გამომდინარე, დაიწყოს მაყურებელმა საზოგადოებრივსოციალური პრობლემების გააზრება და არა პირიქით. სწორედ ადამიანი გახდეს მაძიებელი, საკუთარი სურვილების საპატიო დამცველი და არა პირიქით. თავად გმირმა გადაწყვიტოს, ემსახუროს საზოგადოებას, თუ არა. ხსენებულ რეჟისორთა ბოლოდროინდელ ნამუშევრებში: მემკვიდრეობა(რეჟისორი თემურ და გელა ბაბლუანები), 13ეჟისორი  ელა ბაბლუანი,  დებიუტი), დაპირება (ეჟისორი დიტო ცინცაე), რუსული სამკუთხედი(ეჟისორი ლეკო ცაბაძე), სრულიად დამოუკიდებელ გააზრებას ვაწყდებით არა მხოლოდ გმირის, არამედ იმ სამყაროსი, სადაც იგი ცხოვრობს, და სადაც ადამიანებმა, დამოუკიდებლად საკუთარი დრმატურგიული ფუნქციისაგან, საზოგადოებრივ აზრს ისევ და ისევ უნდა გამოუცხადონ პროტესტი.

 

რატომ იცვლება სწრაფად და ეფექტურად, პოზიტიური მიმართულებით, ადამიანის მიერ საკუთარი უფლებების არქმის კუთხე იმ შემთხვევებში, როდესაც კინემატოგრაფისტი განსხვავებულ სამოქმედო სივრცეს ეხება? უნდაც ეს შეხება პერიოდულ ხასიათს ატარებდეს.

 

თუ ზედაპირულ ანალიზს მოვახდენთ, ერთერთ მიზეზად შეიძლება ქართული თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასიათებელი თემატური ინფანტილიზმი დასახელდეს, დამოუკიდებლად იმისაგან, რამდენად აქტიურია ამ მხრივ სივრცე, რომელიც შემოქმედმა კონკრეტულ დროით მონაკვეთში აირჩია. (ან იძულებული გახდა აერჩია).

 

ეს ერთგვარ გულუბრყვილო, მოზარდისათვის დამახასიათებელ თავისებურებასაც წააგავს. იგი ბოლომდე თავისუფლდება მოთვალთვალის კომპლექსისაგან მხოლოდ იმ დროს, როდესაც დარწმუნებულია, რომ გარკვეული დროის მანძილზე, საკუთარ სურვილებსაა მინდობილი.

 

ახალგაზრდა, დამწყები კინემატოგრაფისტის, გელა ბაბლუანის სადებიუტო ფილმი 13, შორსაა დასავლური ფსევდოსინამდვილის იმ ნიშნებისაგან, რომელსაც სამწუხაროდ, ასე ხშირად ვხვდებით სასწავლო-სადებიუტო ფილმებში.

 

ახალგაზრდა გმირი ნახევრადმისტიურ სამყაროში საკმაოდ ასკეტური, ბანალური და არაკომფორტული ყოფიდან ხვდება. საკუთარი ბინიდან, საღამოობით სხვენზე გადაინაცვლებს და შესაბამისად პირობით-მისტიურ თამაშის წესებსაც ეცნობა, თუმცა მთავარ დრამატული ფაქტორი ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ ეცნობა, არამედ მის ფატალურ წრეშიც ერთიანდება. სიკვდილთან და ყოფის მომაკვდინებელ ერთფეროვნებასთან თამაში, დინამიური ფსიქო-ემოციური ჯაჭვის ლოგიკით გვითრევს.

 

ისევე, როგორც ბევრ მცირებიუჯეტიან ფილმში, აქაც, მავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი, გიორგი ბაბლუანი ასრულებს. გარდა ნაელი დრამატურგიული კონცეფციისა, ფორმასა და ჩანაფიქრს შორის, ახალგაზრდა ავტორის წმინდა ინტუიტიურ, ჰარმონიულ თანხვედრას ვგრძნობთ. ფატალისტის მარადიული შინაგანი, თუნდაც უტყვი ბორგვა, ანამედროვეობის ტყვე ახალგაზრდა კაცის განცდის ორგანული ნაწილია. როგორ ხდება მისი დისკომფორტის არსის გახსნა, ან რატომ არის მთავარი გმირი ასე შემაშფოთებლად მშვიდი? იქნებ ეს გელა ბაბლუანის მიერ დანახული ტყვეობის ახალი, ჩვენთვის ნაცნობი, მაგრამ გაუცნობიერებელი წესია? პერსონაჟები ჩუმი, დაძაბული მზერით აკვირდებიან ერთმანეთს და სიკვდილთან თამაშის წესებს სთავაზობენ.

 

ქცევის მოტივაციის მისტიფიცირება არ ტოვებს თვითმიზნის შთაბეჭდილებას. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ავტორი პიროვნების ცნობიერების თავისუფლების პრობლემის და მარტოობის თემის სრულიად დამოუკიდებელ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

 

საქართველოში დროებით ჩამოსული გელა ბაბლუანი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ამ უპრეტენზიო მცდელობაში, უფრო მეტად თემის თვითგანვითარების პროცესს გრძნობდა, ვიდრე გამიზნულ და აქტიურ, მოსალოდნელ ქმედებებს. ეს საკმაოდ ნაელი ფორმულირებაა იმისა, რასაც ჩვენ ავტორისეულ კონცეფციას ვუწოდებთ.

 

 თავად პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულების ფორმაც სწრაფად და იმპროვიზაციულად იცვლის სახეს: მძიმე ნიჰილიზმი, რაც დამახასიათებელია დასავლური ახალგაზრდული კინემატოგრაფისათვის, პროტესტის და ფატალიზმის ახალ ნიშნებს იძენს.

 

გელა ბაბლუანის გმირი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგებამისი ცხოვრება  ორ განზომილებაში მიდის და ორივე წინა ხედზე ამაოების და პროტესტის დაპირისპირებას გვთავაზობს. ეს პრობლემა ისტორიის კუთვნილებაა. ჩვენ მხოლოდ მის სახეცვლილებას ვადევნებთ თვალს და რაც უფრო ბერდება კაცობრიობა, მით უფრო საინტერესოდ და მტკივნეულად ჟღერს ადამიანის ცნობიერებაში მარტოობის დამკვიდრების თემა.

 

ქართული და ახალი დასავლური ცნობიერების სოციალურ ჭრილში ინტერპრეტაციას გვთავაზობს რეჟისორი დიტო ცინცაძე ფილმში დაპირება.

 

მოქმედება თანამედროვე თბილისში, დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში, თბილისის ზღვაზე და უცხოელი დიპლომატის ბინაში ვითარდება. მოზარდი გოგონას საშას და მისი უცხოელი მფარველის კონფლიქტით დაწყებული შეხვედრა, მეგობრობაში გადაიზრდება. უზნეო ცხოვრების წესს შეჭიდებული  საშას მეგობრები, უცხოელის კოლეგები, თუ მისი პარტნიორი ქალი კი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა მამაკაცი იძულებული გახდეს, სამუდამოდ დატოვოს საქართველო. გამოიყენება ნებისმიერი ხერხი: ალადობა, ანტაჟი, ნიმფომანიაზე მინიშნებები და ასე შემდეგ.

 

ფილმის ავტორები ცდილობენ ვირწმუნოთ, რომანგარა უცხოელის ზრუნვა, რომ საინტერესოა საშას დამოკიდებულება მფარველის მიმართ და მოკლებულია ავ ზრახვებს. მაგრამ, ამ დამოკიდებულების მხატვრული ინტერპრეტაცია ვერ სცდება სქემატურ, ნაალადევ ხერხებს. ჩვენთვის ნელია რეალურად გავიაზროთ ამ ურთიერთობების რეალურობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, როდესაც პერსონაჟების ირგლივ არსებული ქართული სინამდვილე მხოლოდ აგრესიული ფსიქოზის ნიშანთა მატარებელია. რაღა თქმა უნდა, ეს სინამდვილე მართლაც სუნთქავს ჩვენს გარშემო და მისი მხატვრული განზოგადება ამბიციური მსაჯულის პოზიციიდან ხდება.

 

 

უცხოელს აშანტაჟებენ, მიუსაფარი საშას ინტერესებს საბაბად იყენებენ და ყოველივე აქტიურად გამოხატული აგრესიით, გადათამაშებული ექსცენტრიკით ხორციელდება.

 

როდესაც საქართველოდან წასულ რეჟისორებზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ნეგატივიზმს. ჩვენ გვაინტერესებს ფსიქოლოგიური მეტამორფოზა, რაც ყვეობის კომპლექსისაგან განთავისუფლებას ახლავს თან.

 

მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება რეზონანსი, რომელიც ალეკო ცაბაის ლაქას მოჰყვა გასული საუკუნის 80იან წლებში.

 

ისევე, როგორც ადრე, ამჯერადაც, რეჟისორმა თანამედროვე სინამდვილის დაუნდობელი წერტილი აირჩია. ფილმი რუსული სამკუთხედი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ განვითარებული მოვლენების, კერძოდ ჩეჩნეთის ტრაგედიის მსხვერპლთა, დამნაშავეთა და ახალი თაობის მიმე ხვედრზე გვესაუბრება. მარტივი სამკუთხედი ასევე მარტივად და ცაბაძისათვის დამახასიათებელი არააგრესიული სისასტიკით ითრევს ადამიანებს ჩაკეტილ წრეში.

 

პირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის უტყუარი ალღო, რომლის წყალობითაც, ალეკო ცაბაძის სამსახიობო არჩევანს, ჩვენი დროისათვის ნანატრ რეალიზმამდე მივყევართ.

 

მისი დამოკიდებულება სათქმელის და გმირების მიმართ იმდენად ნათელია, იმდენად სწრაფად გამოიკვეთება ხოლმე ამა თუ იმ სოციალური გარემოს საფუძვლიანი ცოდნა, რომ პაეტიური მოტივებისთვის ადგილი აღარსად რჩება. რეჟისორი არ ეძებს დამნაშავეს ეს იშვიათი საავტორო პოზიციაა.

 

როგორც ვხედავთ, ამ რამოდენიმე მხატვრული კონცეფციის მიმოხილვის შედეგად კვლავ საავტორო პოზიციის, რეალიზმის და თემატური მთლიანობის საკითხები გამოიკვეთა, როგორც უმთავრესი, მაყურებლის ცნობიერებაში მიმდინარე პროცესების გასაგებადაც. უფრო სრული სურაის შესაქმნელად კი ფილმების ფორმისეული დინამიკა უნდა შევისწავლოთ, რაც ვრცელი განხილვის საგანი გახდება. 

 

 

 

    #1

 

                  URL:index.htm                                                   

 

 

   

 

    

 

                                                                                        

Используются технологии uCoz