3

4

 

 

 

 

 

 

 

1

2008 

კინო _ ჩვენი პროფესიაა

                

                           ლუი დაკენი

 

 

 

 

UOჩ (უაკ) 791.43 (100) + 791.43 (479.22)

-523

         

 

                                              1 (1) 2008

მკითხველს მიეწოდება სამ თვეში ერთხელ               ჟურნალი გამოდის 2008 წლის ნოემბრიდან

 

 

დამფუძნებლები:

იურიდიული პირები: კულტურული ინიციატივების ფონდი `ნატო~ და  სტუდია `კინემა~

ფიზიკური პირები: მიხეილ მრევლიშვილი და ეთერ ოკუჯავა

 

ჟურნალის კონცეფციის ავტორი და მთავარი რედაქტორი ეთერ ოკუჯავა

ლიტრედაქტორი: მაია მენაღარიშვილი

გამოცემის მენეჯერი: ლიანა ხოშტარია

დიზაინი და კაბადონი: ზაზა ჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

"კინემა" იწყებს სიცოცხლეს... რთულია წინასწარ თქვა, როგორი იქნება მისი ბედი; ერთი რამ კი ცხადია _ ჩვენი საგამომცემლო ჯგუფი ცდას არ მოაკლებსრათა ქართული კინოს მოყვარულმა მკითხველმა, ჟურნალის ყველა    ნომერში თავისთვის საინტერესო მასალა იპოვოს.

    "კინემა" მიზნად ისახავს მკითხველისათვის ეროვნული და მსოფლიო კინოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას  და კინემატოგრაფის  ესთეტიკურ-შემეცნებითი სივრცეების წარმოჩენას. დროთა  განმავლობაში ჩვენ მოგაწვდით მრავალფეროვან რუბრიკებს, მათ შორის იქნება: ტრადიციული ხელოვანის პორტრეტი და რეცენზია ფილმზე, მნიშვნელოვანი  ფაქტები მსოფლიო და ქართული კინოს ისტორიიდან, კინოხელოვანთა მოგონებები, კინოსცენარი, კინემატოგრაფისათვის შექმნილი ნოველები კინოსცენარები ვისაუბრებთ კინოტერმინოლოგიაზე, საეკრანო ხელოვნების თანამედროვე ვიზუალურ ფორმებზეკინოს თეორიაზეთანამედროვე კინოლიტერატურაზეიქნება რუბრიკა დებიუტიდისკუსია _ ხელოვნების სხვადასხვა საკითხებზეგაშუქდება თემა ბიზნესი და კინო. აქვე მოხდება კინოხელოვანთა გამოცდილების გაზიარებამათი სტატიებისმასტერ-კლასების ჩანაწერების საშუალებებით მოგაწვდით საარქივო მასალებს კინოს ისტორიიდან.

   ვფიქრობ ინტერესმოკლებული არ იქნება ასეთი ფრაგმენტიც: კინომუსიკის `სამეფო~ კარი, რომელიც მოგითხრობთ კინოში მოღვაწე ცნობილ მუსიკოსებზე. შესაძლოა პოპულარული მუსიკალური მელოდიების ნოტებიც შემოგთავაზოთ.

   ქართველებს უდავოდ დაგვაინტერესებს ეკრანზე ასახული საქართველოგარდასულ დროთა კადრებში ხომ ბევრი ისეთი კუთხე-კუნჭულია, დღეს რომ აღარ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ გარკვეული ვითარების გამო ახალგაზრდა თაობამ არც კი იცის მის შესახებ. ნაცნობი ფილმებიდან ამოკრეფილი კადრებით ჩვენ შეგახსენებთ ამ საქართველოს

   მოგიყვებით კინოსიახლეებზე, მოგაწვდით პოპულარულ კინომსახიობთა ფოტოსესიებს. სხვათა შორისახალბედებს ვურჩევთ მოგვმართონ, შესაძლოა ამით მათ `რეკლამაც~ გავუწიოთ.

   ვფიქრობ საინტერესო იქნება თემები _ ძლიერნი ამა ქვეყნისა და კინოგამორჩეული ბედის კინემატოგრაფისტები, მათი ადამიანური გატაცებები...

    ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება კინოაღლუმები კინოინდუსტრიის სიახლეები და პრობლემებიც.

   სალაღობოდ მოგაწვდით ხოლმე რუბრიკას _ `კინემატოგრაფისტები ხუმრობენ~,  სხვადასხვა ყოფით თემებზე.

    დღეს ბევრი საინტერესო გამოცემაა საქართველოში და თუ მათ შორის `კინემა~ მკითხველის ყურადღებას დაიმსახურებს ჩვენ ჩავთვლით, რომ მისია შესრულებულია.

                                                                                                 

                                                                                                    ეთერ ოკუჯავა

 

 

 

 

 

 

 

გარეკანის პირველ გვერდზე ნატო ვაჩნაძე გიულის როლში

                                                      ნიკოლოზ შენგელაიას ფილმიდან "გიული" (1927)

 

 

კულტურული ინიციატივების ფონდი ნატო

 

 

 

შინაარსი

 

 

 

კინემატოგრაფისტები გვილოცავენ       5

 

                                                                                                                           კინოაღლუმი                                                                                                                              

ქეთი ტრაპაიძე

კანი 2008       6

                

კინოს ისტორიიდან

მაია ლევანიძე

პირველი ნაბიჯები            10

 

მოგონება

როგორ იღებდნენ `ქეთო და კოტეს~     11

       

გახსენება

სოფიკო ჭიაურელი            17                    

 

რეცენზია

მანანა ლეკბორაშვილი 

`სამი სახლისა და სხვათა გამო 18

 

სოფო ჩიხელიძე

,,ავსა ავი თუ არ ვარქვი...

ანუ სამი სახლიდან არცერთი... 19

 

სოფო ჩიხელიძე

,,ქალები ამერიკიდან       21

 

შედევრები

მანანა ლეკბორაშვილი  `ქარწაღებულნი~        22

 

დისკუსია

ეთერ ოკუჯავა

რატომ `უყვარდათ~ რუსებს ქართული კინო             26

 

ვარსკვლავთა სასიყვარულო ისტორიები

ნინო ერემაძე

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ბედნიერი ოჯახი         30

 

პორტრეტი

ლელა ოჩიაური

როგორ და რატომ ირჩევენ ადამიანები შინისაკენ მიმავალ გზას 32

 

კინონოველა

გიორგი წითური `ბაბაჯანა~        35

 

 

 

     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                               კინემატოგრაფისტები გვილოცავენ  

 

       ხშირად მახსენდება ის დრო, როდესაც საქართველოში კინოცხოვრება ცოცხალი, საინტერესო და აზრთა ჭიდილით აღსავსე იყო. ბოლო ათწლეულებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი არსებობის ყველა სფერო შეარყია და ძნელად გადასალახავი  სირთულეები შეუქმნა. ცხადია, ასეთ ვითარებაში კულტურა ზოგადად და, შეიძლება  ითქვას, კინემატოგრაფი ყველაზე მეტად დაზარალდა. კარგა ხნის მანძილზე რაღაც შემაშფოთებელმა `დუმილმა~ მოიცვა ეს სფერო. თუმცა, ბოლო პერიოდის რამდენიმე ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ კრიზისის დაძლევის პერიოდი დგება. თუ მიკერძოებაში არ ჩამეთვლება, ვფიქრობ და მჯერა, რომ ასეთ დროს კინოაზრის გააქტიურება, მიმდინერე პროცესების ანალიზი და, არა მარტო ჩვენში, არამედ მსოფლიო კინოში, აუცილებელი და მეტად დროულია. ამისთვის კი საჭიროა ასპარეზი, ტრიბუნა...   ჟურნალი კინემა სწორედ ასეთად უნდა იქცეს. ვიმედოვნებ, რომ ის კინოს და კინოაზრის მასტიმულირებელი ფაქტორი გახდება. მივესალმები დამფუძნებელთა ძალისხმევას და მჯერა, რომ კინემატოგრაფისტები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, მასთან ინტენსიურად ითანამშრომლებენ.

                                                               ირინა კუჭუხიძე

                 კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სრული პროფესორი

      

          ქართული კინემატოგრაფი ყოველთვის იყო პროგრესული, თანამედროვე. რა ხარისხის ფილმიც არ უნდა ყოფილიყო, მასში ყოველთვის იდო ქართული ნაციონალური ცნობიერება. დღეს მე ვერ ვგრძნობ ისეთ ამაღლებას, რომელიც იყო ქართულ კინოში,   როცა ვუყურებ თანამედროვე ფილმებს ცუდად ვხდები,   მომბეზრდა ფილმები,     სადაც ადამიანები ცხოველებად არიან გამოყვანილნი.

            ერთხელ, ადრე, მოსკოვიდან მოვფრინავდი, მოლარეს ვთხოვე ბილეთი, თავი არ აუწევია ისე მიპასუხა: `მანდ ხომ წერია, რომ არ არის ბილეთიო~,  მე შევეხვეწეხვალ სპექტაკლი მაქვს, იქნება როგორმე გამამგზავრო თბილისში-მეთქი. მოლარემ შემომხედა და წამოიძახა: "ეს ხომ  "ჩუკი-მუკია" (`ბაში აჩუკი~- ..) და  ბილეთი მიშოვა. ხელოვნება არის უდიდესი რამ.                                               

                                                                                                                                                             დოდო     ჭიჭინაძე

                                                                                 მსახიობი

    

      ყველაფერი, რაც ნატო ვაჩნაძის სახელთან არის დაკავშირებული ნათელია, სილამაზით და სიკეთით არის მოსილი. ძნელბედობის ჟამს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ ადამიანები ზრუნავენ კინოზე ახალი ჟურნალის გამოცემით. მივესალმები ამ ღირსშესანიშნავ ამბავს და ვუსურვებ ამ საქმის მესვეურებს წარმატებებს კეთილშობილურ, მამულიშვილურ წამოწყებაში.

                                                                          ოთარ მეღვინეთუხუცესი

                                                                                            მსახიობი

 

        ქართველი  კინემატოგრაფისტები დიდად განებივრებული ჟურნალ-გაზეთებით არ ვყოფილვართ, მაგრამ საკუთარი პრესა მაინც გვქონდა _ "ქართული ფილმი",  "ხელოვნება", გაზეთი "ეკრანის ამბები" და .., რომელიც საინტერესო ანალიზს უკეთებდა ქართულ ფილმს. შემდეგ "ჭიამ დახრა" ქართული ფილმი _ იგი მუნჯი იყო დიდი ხნის მანძილზე. ახლა იწყება ახალი დრო, იმიტომ კი არარომ მე გადავიღე ფილმიარაჩემმა ახალგაზრდა კოლეგებმაც შექმნეს ფილმები. მაგალითად, ზაზა ურუშაძემლევან კოღუაშვილმა...

          ჩვენ გვჭირდება პრესამივესალმები კულტურული ინიციატივების ფონდის `ნატოს~ და სტუდია `კინემას~ ინიციატივას, რომელიც იწყებს ჟურნალის გამოცემას.

                                რეზო ჩხეიძე

                                                                                        კინორეჟისორი 

 

            ძალიან სასიხარულოა, რომ გამოდის ჟურნალი კინემატოგრაფზებედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყნის ჟურნალში წაიკითხავ, შენი პროფესიის შესახებ. ეს ყველას გაახარებს და არა მარტო მე. მით უმეტეს, რომ ამ ჟურნალის გამოცემას სათავეში უდგას ნატო ვაჩნაძის სახელთან დაკავშირებული ფონდი.

                                                                      გურანდა გაბუნია

                                                                                           მსახიობი

 

 ყოველთვის სასიხარულოა, როცა პროფესიული კინოჟურნალი იბადებაგანსაკუთრებით ასეთ რთულ და კრიტიკულ ვითარებაში. მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ამ ჟურნალის გამოშვებაში იღებს მინაწილეობას.

                                                                                  დიტო ცინცაძე

                                                                                        კინორეჟისორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                        კინოაღლუმი

ქეთი ტრაპაიძე

კანი 2008 

 

            კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  ფესტივალად ითვლება მსოფლიოს მასშტაბით. მისი დაარსების თარიღია 1946 წელი, 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საფრანგეთის სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ კანში. მას შემდეგ, ფესტივალი ყოველწლიურად მაისში ტარდება.

            კანის ფესტივალის საზეიმო გახსნა  1939 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო, შვიდი წლით გადაიდო და მხოლოდ 1946 წელს დაიდო სათავეკანის ფესტივალის ისტორია, რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ვენეციაში იწყება 1932 წელს, სადაც კინოს პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. იმ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობას ფესტივალში უფრო მეტად პოლიტიკური მოტივები განაპირობებდა, ვიდრე კულტურული. მეორე მსოფლიო ომის დასაწყის ეტაპზე, კინემატოგრაფისტთა არჩევანი ხშირად ფაშისტური რეჟიმის გავლენით იყო განპირობებული, რასაც ნახევარი დასავლეთ ევროპა განიცდიდა საკუთარ თავზე. პრიოროტეტი ენიჭებოდა  ნამუშევრებს, რომლებიც იტალიასა და გერმანიაში იქმნებოდა. ასე მაგალითად, 1939 წელს, ვენეციის  ფესტივალის ფავორიტი გახდა ფრანგი რეჟისორის ჟან რენუარის ფილმი "დიდი ილუზია, მაგრამ "ოქროს ლომი" მიენიჭა ბენიტო მუსოლინის ვაჟის მიერ გადაღებულ იტალიურ ფილმს "პილოტი ლუჩანო სერა და გერმანულ სურათს "ოლიმპია. ამ ტენდენციურობამ, ერთგვარად კანის ტრიუმფალურ სვლას შეუწყო ხელი. ჟიურის გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა, დამოუკიდებელმა ევროპელმა კინემატოგრაფისტებმა საფრანგეთის ხელისუფლებას პეტიციით მიმართეს, რომელშიც მას პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი კინოფესტივალის ორგანიზებას სთავაზობდნენ. მიუხედავად ფაშისტური რეჟიმების ზრდადი სიძლიერის და ზოგადი პოლიტიკური სიტუაციისა, საფრანგეთის მთავრობამ მოიწონა პროექტი და გზა გაუხსნა მას.

     თავდაპირველად, ფესტივალის ჩატარების სავარაუდო ადგილად ორი ქალაქი მოიაზრებოდა, ბიარიცი _ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და კანი _ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ოფიციალური არჩევანის მიზეზად დასახელდა ის, რომ კანი `მზიანი და მიმზიდველი ადგილია~, თუმცა მთავარი არგუმენტი ქალაქის სასარგებლოდ პრაქტიკულად ის იყო, რომ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ პირობა დადო, ორგანიზება გაეწია ფესტივალისთვის, შეექმნა მის ჩასატარებლად სპეციალური ადგილი.

      1954 წელს ორი მოვლენა აღინიშნა, რომლებმაც ფესტივალის იერსახე შეცვალა. პარიზელმა იუველირმა სიუზან ლაზონმა წამოაყენა იდეა, რომ საფესტივალო ჯილდოებს ასოციაციურად პალმასთან ჰქონოდა კავშირი, რადგან პალმა ქალაქ კანის სიმბოლო იყო. იუველირის მეგობარმა, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, პოეტმა და რეჟისორმა ჟან კოკტომ შექმნა ესკიზი და მომდევნო წელსვე ფესტივალის გრან-პრის სახელწოდება შეეცვალა  და `ოქროს პალმის რტო~ ეწოდა.

     მეორე მოვლენა კანში შემდგარი მცირემასშტაბიანი სექსუალური რევოლუცია იყო _ ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს, ფრანგმა .. სტარლეტკამ სიმონა სილვამ, გადაწყვიტა კამერის წინ გაშიშვლება, რითაც სათავე დაუდო ეროტიკული ფოტოსესიის ტრადიციას. მას შემდეგ კანის პლაჟებზე მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფებისთვის უკვე ყოველწლიურად აწყობენ გოგონები ასეთ ფოტოსესიებს...

    1997 წელს ფესტივალი 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. სწორედ ამ წელს, პირველად მის ისტორიაში, გამოცხადდა ჯილდო "პალმების პალმა"_ კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის შვედ დიდოსტატს ინგმარ ბერგმანს გადაეცა.

     კანის კინოფესტივალი ყოველწლიურად მაისში ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ ის სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, რომლებიც გადაღებულია ფესტივალის დაწყებამდე 12 თვით ადრე, არ მომხდარა მათი დემონსტრირება იმ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სადაც შეიქმნა თითოეული მათგანი და არ მონაწილეობდნენ სხვა კონკურსებში. ფესტივალზე ბარდება 35-მმ-იანი ასლები. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

     მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დიდი ყურადღების წყალობითფესტივალს, რომელიც დახურულია რიგითი მაყურებლისთვის, უამრავი კინოვარსკვლავი სტუმრობს. ის ასევე პოპულარულია კინოპროდიუსერთა შორის, რომლებიც ყიდიან არსებულს და აქვე ქმნიან უკვე ახალ პროექტებს.

 

 

    პრიზები           

     

ყველაზე საპატიო ჯილდოდ ითვლება `ოქროს პალმის რტო~,  რომელიც გაიცემა საუკეთესო ფილმისათვის. იშვიათად (ბოლოს 1997 წელს),  "ოქროს პალმის რტო" ერთდროულად მიეკუთვნა რამდენიმე ფილმს.

არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან პრი,   ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალს და მსახიობ მამაკაცსრეჟისორს

და სცენარისტსჟიურის პრიზი,    `ოქროს პალმის რტო~ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და `ოქროს კამერა~

საუკეთესო დებიუტისთვის.

      "ოქროს პალმის რტოკანის ფესტივალის მთავარი პრიზია. დღევანდელი სახელწოდება მან 1955 წელს მიიღო. 1946-იდან 1954 წლის ჩათვლითფესტივალის უმაღლეს ჯილდოს ეწოდებოდა `გრან პრი~ (დიდი პრიზი) და ითვლება მსოფლიო კინოსამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ.

            კანის ისტორიის განმავლობაში, ვერც ერთმა რეჟისორმა ვერ შეძლო `გრან პრის~ სამჯერMმოპოვება.

       `ოქროს პალმის რტოს~ ორგზის მფლობელების პრესტიჟულ სიაში მოიხსენიებიან: ფრენსის ფორდ კოპოლა (1974, 1979), ბილე აუგუსტი (1988, 1992), ემირ კუსტურიცა (1985, 1995), სიოჰეი იმამურა (1983, 1997), ძმები ჟან-პიერ და ლუკ დარდენები (1999, 2005). 

EMA   XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, კანში უმთავრესად იმარჯვებენ რეჟისორები, რომლებიც ფლობენ ორიგინალურ კინოენას _ დევიდ ლინჩიძმები კოენებიკვენტინ ტარანტინოკეიგე ჩენი, ჯეინ კემპიონი, სტივენ სოდერბერგი... სია ვრცელია.

            1958 წელს კანის ფესტივალზე ტრიუმფით გაიმარჯვა ქართველი რეჟისორის, კინოს დოდოსტატის მიხეილ კალატოზიშვილის, ასე ვთქვათ, საბჭოურმა ფილმმა `მიფრინავენ წეროები. მან მთავარი პრიზი დაიმსახურა, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არც ერთ რეჟისორს არ მიუღია არსებულ, თუ პოსტსაბჭოთა სივრციდან.

     ქართულმა ფილმმა, სსრ კავშირის მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად (იმხანად სსრ კავშირში შემავალი ქვეყნების ხელოვნება  რუსულ ხელოვნებად იხსენიებოდა), კანში მაინც მიიპყრო ყურადღება _ ეს იყო `მაგდანას ლურჯა~, რომელმაც  1956 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში პრიზი დაიმსახურა. 1986 წელს რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ `ოქროს კამერა~ მიიღო _ დებიუტისათვის, ხოლო თენგიზ აბულაძის `მონანიებამ~ 1987 წელს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი საპატიო ჯილდო დაიმსახურა, ესენია: ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, კრიტიკისა და პრესის საერთაშორისო ასოციაციის ფიპრესის პრიზი და ვატიკანის სრულიად საქრისტიანო გაერთიანების ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის.

      ამჟამად კანის ფესტივალი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. იზრდება ვრცელი ინფორმაციის მიღების საშუალებები. სხვადასხვა მიზნით და სურვილით, მაგრამ მზარდი საერთო ინტერესით, ქართველი კინომცოდნეები, რეჟისორები, კინოპროდიუსერები და კინოჟურნალისტები სტუმრობენ კანს. მათი ვიზიტი ჩვეულებისამებრ თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებით შუქდება. შთაბეჭდილებები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მით უმეტეს ფილმების შეფასების კრიტერიუმებში. ეს არანაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში, ვიდრე სხვა მოვლენები კულტურის სფეროდან.

       2008 წლის კანის საერთაშორისო ფესტივალზეც იმყოფებოდნენ ქართველი კინემატოგრაფისტები. სწორედ ქართველების თვალით შეფასებული პროცესი და ტენდენციები გვინდა დღეს შემოგთავაზოთ.

 

 

არჩილ მენაღარიშვილი

სააქციო საზოგადოება `ქართული ფილმის დირექტორის მოადგილე

     

        კანის ფესტივალს წელს ერთად ვსტუმრობდით საქართველოს კინოცენტრი, `ქართული ფილმი~ და რამდენიმე კერძო სტუდია. ფორუმს ესწრებოდნენ ქართველი კინომცოდნეები, ჟურნალისტები... მივხვდი, რომ ამჯერად ქართულ კინემატოგრაფს დიდი შანსი გაუჩნდა. იგი შეძლებს გაუტოლდეს საერთაშორისო სტანდარტებს და აჩვენოს საკუთარი თვითმყოფადობა მსოფლიოს. ბევრი რამეა დამოკიდებული კონტაქტებზე. ჩვენს ინტერესშია დღეს ყველა იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომლებიც კინოსთან არიან დაკავშირებული. ფესტივალზე ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ პირველად ქართული კინოს ისტორიაში, კინოცენტრთან და სხვა კერძო კომპანიებთან ერთად, გაკეთდა ქართული კინოპავილიონი. ის საშუალებას გვაძლევდა გაგვეცნო საქართველო დასავლეთისთვის როგორც პოტენციური გადაღების ობიექტი. წელს დიდი ინტერესი გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის მიმართ. დაიგეგმა ორი ფრანგულ-ქართული პროექტიც. ერთ-ერთი მათგანია ფილმი რიჰარდ ვაგნერზე, რომელიც საქართველოში უნდა ყოფილიყო გადაღებული, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა დროებით შეაჩერა ეს პროექტი. გარდა ამისა, სექტემბერში ვგეგმავდით ინდოეთიდან `ბოლივუდის~ წარმომადგენლის ვიზიტს. თითქმის მიღწეულია შეთანხმება ნიუ-იორკის კინოსკოლასთან ჩვენთან ტრენინგების ჩასატარებლად, მაგრამ ამან, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე ხნით გადაიწია. მთლიანობაში კი, `ქართული ფილმი მთელი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ ხუთიოდე წლის შემდეგ, იმავე კანის ფესტივალზე, ქართული კინო შეძლებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.

 

 

მარიონ კოტიარი და ალენ დელონი (foto)

 

თეო ხატიაშვილი

კინომცოდნე

     

       კანის ფესტივალმა შარშან არსებობის 60 წლისთავი აღნიშნა. წლევანდელი კანიც გარკვეულწილად საიუბილეო იყო, თუმცა ამჯერად ათვლა უკვე არა დაარსებიდან, არამედ 1968 წლის ჩაშლილი ფესტივალიდან ხდებოდა. მარადიული ხულიგნები გოდარი, რივეტი, ტრიუფო უზნეობად მიიჩნევენ ბარიკადებად ქცეულ საფრანგეთში ფესტივალის მიმდინარეობას. ორიოდე დღეში ის დახურულად ცხადდება... 40 წლის შემდეგ ფილმები, რომლებიც მაშინ ვერ უჩვენეს, ცალკე პროგრამით იყო დემონსტრირებული. ვერ გეტყვით, რომ ამ ნოსტალგიაშეპარული რეტროსპექტივის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობოდა, მაგრამ აი, 60-იანების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საკულტო ნიშნის ჩე გევარას ცხოვრების ამსახველი გიგანტური (ხანგრძლივობა 4,30 სთ) და პრეტენზიული ფილმის მიმართ მოლოდინი მართლაც დიდი იყო და ის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილებოდა. თანაც კანონზომიერი დამთხვევა _ ერთ თვეში (ივნისში) ჩეს 80 წლისთავი სრულდებოდა.

      სტივენ სოდერბერგის ჩე, ფაქტობრივად, ორი დამოუკიდებელი სურათისგან შედგება, რომელთაგან ერთი კუბის რევოლუციასა და შემდგომ რამდენიმე წელს ასახავს, მეორე კი _ ბოლივიაში რევოლუციურ-პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებასა და ლეგენდარული კომენდანტეს სიკვდილს. ფილმის ერთადერთი დამსახურება მსახიობი ბენისიო დელ ტოროა (რომელმაც მამაკაცის როლისთვის `ოქროს პალმა~ დაიმსახურა), მთავარი ნაკლი კი _ ფუყე პომპეზურობა და უშედეგოდ გაწელილი ნარატივი. შესაბამისად, ჩვენებამაც პომპეზურად, მაგრამ წარუმატებლად ჩაიარა (თუ მსახიობის დამსახურებულ პრიზს არ ჩავთვლით).

საერთოდ უახლესი ისტორიის გადახედვა/გადაფასება ან უბრალოდ მოვლენების შეხსენება/გახსენება წლევანდელი კანის ფესტივალის არცთუ მაინცდამაინც საინტერესო პროგრამის ყველაზე საყურადღებო და თვალშისაცემი ტენდენცია იყო. მთელი ფესტივალის განმავლობაში კრიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ რაიმე პრიზით აღინიშნებოდა ებრაელი რეჟისორის არი ფოლმანის `ვალსი ბაშირთან~ და ჩინელი ჟი ძიანკის `24 ქალაქი~. პირველმა უკვე უჩვეულო ფორმით მიიპყრო ყურადღება, რომელიც ანიმაციისა და დოკუმენტალიზმის შესანიშნავი შერწყმით ასახავს 80-იანი წლების დასაწყისში  ლიბანის I ომში ისრაელის მისიის მონაწილე ჯარისკაცების კოშმარულ ხილვებს. დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟიურის თავმჯდომარე შონ პენმა დაჯილდოების მოლოდინგაცრუებულ ჟურნალისტებს კატეგორიულად უპასუხა: ეს ფილმი ჩემთვის არარაობა იყოო. თუმცა ერთგვარი გადაჭარბების მიუხედავად ძალზე საყურადღებოდ მეჩვენება ებრაელი რეჟისორისგან ისრაელის მიერ ლიბანში წარმოებული ომის შედარება ჰოლოკოსტთან მაშინ, როცა წინა აზიაში, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობაა.

      სამი თაობის რამდენიმე წარმომადგენლის პირადი ცხოვრების მოყოლის საშუალებით იხატება ჩინეთის უახლესი ისტორია _ კულტურული რევოლუციიდან დღემდე `24 ქალაქში~. ისიც დოკუმენტური ფილმია, თუმცა `ვალსისგან სრულიად განსხვავებული ესთეტიკით. ისტორიის რეკონსტრუქციისას რეჟისორი არანაირ ემოციურ თუ ფაქტობრივ აქცენტირებას არ ახდენს, ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს კიდეცრომ სავსებით ინდიფერენტულია გმირების მიმართ. ეს ერთგვარი დისტანცირება, მოვლენებში ჩაურევლობა კანში ნაჩვენებ ყველაზე საინტერესო ფილმების გამოკვეთილი სტილისტიკაა, რომლითაც გამოირჩეოდა მთავარი, ოქროს პალმის პრიზიორი _ ფრანგი რეჟისორის ლორან კანტეს `კედლებს შორის, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლის, ყოფილი მასწავლებლის ფრანსუა ბეგოდუს რომანის მიხედვით შეიქმნა. ალბათ, ამ გამოცდილებამაც განაპირობა ფილმის საოცარი დამაჯერებლობა და თითქმის დოკუმენტური სიზუსტეამავე დროს სახეებისა თუ პრობლემის სიღრმე, რომელშიც საოცარი სისადავითა და სევდით აისახება თინეიჯერთა (და არა მხოლოდ) ცხოვრება. ფილმი ბოლო დღეს უჩვენეს და უკვე საღამოს ინტერნეტსაიტებზე გამოჩენილ შეფასებებში ყველა ერთხმად აღნიშნავდა: როგორც იქნა, ცუდი ამინდებისა და ბევრი ცუდი ფილმის შემდეგ ვნახეთ ნამდვილი კინოო.

    როგორც ჩანს, თანამედროვე კინო დინამიკური და მოზაიკური ექშენიდან კვლავ უბრუნდება მშვიდ, სადა  და  ადამიანის ყოფის დრამატიზმში ჩაძიებულ ენას. ამ ესთეტიკას თანამედროვე ევროპულ კინოში დღემდე განუხრელად მიჰყვებიან ბელგიელი ძმები დარდენები; `ლორნას სიჩუმე (`პალმის რტო~ საუკეთესო სცენარისთვის) კვლავ წამოჭრის მათთვის დამახასიათებელ პრობლემას _ სოციალური მოუწყობლობის ფონზე განვითარებული ადამიანთა დრამა, რაც ამჯერად ემიგრანტთა ბედით კიდევ უფრო გამძაფრებულია.

ევროპული კინოს კიდევ ერთი აღიარებული რეჟისორი ვიმ ვენდერსი კი სრულიად სხვაგვარი ხელწერით

მოგვევლინა. `გადაღება (გასროლა) პალერმოში (ინგლისურიდან ეს ორაზროვანი თარგმანი სრულიად გამართლებული და თავისებური სემანტიკური ნიშანია, რამდენადაც ფილმში სროლა და გადაღება მუდმივად ერთმანეთს კვეთს) აღიქმება თანამედროვე ტექნოლოგიებით ზედმეტად გართული რეჟისორის უშედეგო ცდად _ არ ჩამორჩეს დროს, რასაც მისთვის აქამდე უჩვეულო ირონიულობაც ვერ შველის.

ორიოდე მეტ-ნაკლებად საინტერესო და კარგმა სურათმა ვერ შეცვალა მთელი ფესტივალის განმავლობაში ძალზე სუსტი ფილმებით შექმნილი განწყობა _ პესიმისტური დასკვნა კინოში ტოტალური კრიზისის შესახებ. თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებმა არაჩვეულებრივი დრამატურგია მოიფიქრეს და ფინალში ნაჩვენები ლორან კანტეს ფილმით დაგვარწმუნეს, რომ კინო არ მოკვდება, მას ჯერ კიდევ შეუძლია (და შეეძლება, სანამ ის ადამიანებთან მაქსიმალურად ახლოს იქნება) აგაღელვოს, დაგაფიქროს, სკამიდან წამოგახტუნოს ან პირიქით, ისე დაგამუნჯოს, რომ დარბაზიდან გამოსულმა რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო.

 

არჩილ შუბაშვილი

კინომცოდნე

 

     კანის 61- ფესტივალმა ბევრს გაუცრუა იმედი. ალბათ, სხვა ფესტივალებზე აქ წარმოდგენილი პროგრამა საოცნებო იქნებოდა, მაგრამ კანის რეპუტაციისთვის კონკურსი საკმაოდ უფერულად გამოიყურებოდა. კომისია, თავის მხრივ ცდილობდა ნამუშევრებიდან საუკეთესოსთვის დაეთმო ყურადღება.

მაყურებლის უდიდესი ინტერესი გამოიწვია რეჟისორ სტივენ სპილბერგის `ინდიანა ჯონსის~ ახალმა სერიამ. ფილმს წარადგენდნენ თავად რეჟისორიპროექტის პროდიუსერი ჯორჯ ლუკასი, მსახიობები ჰარისონ ფორდიქეით ბლანშეტი. ისინი ხალხს ურიგებდნენ ყავისფერ შლაპებს, იმ შლაპის ასლს, რომელსაც მთავარი გმირი ატარებს.

     კრუაზეტის სანაპიროზე ფოიერვერკით დასრულდა ჯონ სტივენსონის და მარკ ოზბორნის ანიმაციური ბლოკბასტერის ჩვენება.

      წელს კანში ანჯელინა ჯოლი სერიოზული დრამატული როლით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მან რთული სახე შექმნა კლინტ ისტვუდის საკონკურსო ფილმში `შეცვლა.

    კანს ესტუმრა ამერიკული ინტელექტუალური კინოს ცნობილი რეჟისორი ვუდი ალენი ახალი ფილმით `ვიკი კრისტინა ბარსელონა და ვარსკვლავებით _ პენელოპა კრუსით და რებეკა ჰოლით.

    კურიოზული იყო მსოფლიო კინოპრესის ფავორიტის, ვონგ კარ ვაის ფილმის `დროის ფერფლის პრემიერა. დარბაზი მქუხარედ მიესალმა რეჟისორს და მსახიობებს. კარ-ვაიმ მაყურებელს ჩინეთში მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა.

     წელს კანში აღინიშნა პორტუგალიური კინოს კლასიკოსის, მანუელ დე ოლივეირას 100 წლის იუბილე. ფესტივალს სპორტის ვარსკვლავებიც ესტუმრნენ: მარადონა, რომლის შესახებ ემირ კუსტურიცამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო _ `მარადონა კუსტურიცას მიხედვით; მოკრივე მაიკ ტაისონი, ჯეიმს ტობეკის ასევე დოკუმენტური ფილმის გმირი და ჯეკი ჩანი.

კანის ფესტივალის ძირითად კონკურსში წელს საშუალო ფილმები სჭარბობდა, მაგრამ ბოლო დღეს აჩვენეს ფრანგი რეჟისორის ლორან კანტეს ფილმი `კედლებს შორის, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ფილმი უდავო ფავორიტი გახდა და 21-წლიანი პაუზის შემდეგ ფრანგულმა კინომ `ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

იტალიელი რეჟისორის პაოლო სორენტოს `ვარსკვლავი, რომელიც სატირაა იტალიის ისტებლიშმენტზე, ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა. `გრან პრი~ კი დაიმსახურა ასევე იტალიურმა ფილმმა  მატეო გარონეს `გომორამ~_ ძალადობის სასტიკი ისტორიის ამსახველმა, მრავალპერსონაჟიანმა, რთული სტრუქტურის მქონე სურათმა.

      პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის ჟიურიმ გადასცა მსახიობ სანდრა კორველონის, დედის როლისათვის  ვალტერ სალესისა და დანიელა თომასის სოციალურად მძაფრ ფილმში `პასის მიწოდების ხაზი. პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მიენიჭა ბენისიო დელ ტოროს Eერნესტო ჩე გევარას სახის შექმნისთვის, სტივენ სოდერბერგის გრანდიოზულ ნამუშევარში `ჩე.

    ბელგიელი ძმები ჟან-პიერ და ლუკ დარდენები ამჯერად დასჯერდნენ პრიზს საუკეთესო სცენარისათვის, ფილმისთვის `ლორნას დუმილი~.

     აჩვენეს ნიჭიერი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის `დაშორება~ (2002) და `წელიწადის დრონი~ (2006). ამჯერად კი მისი ბოლო ნამუშევარი `სამი მაიმუნი~ საუკეთესო რეჟისურისათვის დააჯილდოეს.

ჟიურიმ შონ პენის ხელმძღვანელობით კორექტული ნაბიჯი გადადგა და კინოხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის პრიზები გადასცა: კლინტ ისტვუდს მთელი შემოქმედებისა და კანში წარმოდგენილი `შეცვლისათვის, ასევე კატრინ დენევს სამსახიობო კარიერისა და საკონკურსო `საშობაო ისტორიაში~ მონაწილეობისათვის. ფესტივალი დაიხურა ამერიკელი ბარი ლევინსონის კომედიით `რა მოხდა?~. მასში რობერტ დე ნირო პროდიუსერის როლს ასრულებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის,  რომ მისმა ფილმმა კანში გაიმარჯვოს.

 

ვენისიო დელ ტორო და სტივენ  სოდერბერგი(foto)

 

კატრინ დენევი და შონ პენი(foto)

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                    კინოს ისტორია

 

მაია ლევანიძე

პირველი ნაბიჯები         

 

     კინოხელოვნებას დიდი ხნის განმავლობაში არ ქონდა ზუსტი სახელწოდება. სხვადასხვა ქვეყანაში და საზოგადოების განსხვავებულ ფენებში მას სხვადასხვაგვარად უწოდებდნენ. თვით სიტყვა `კინო კი გავრცელდა გერმანიიდან.

     კინოხელოვნების დაბადების თარიღად მიჩნეულია 1895 წელი, როცა პარიზში კაპუცინების ბულვარზე პირველად მოეწყო ძმები ლუმიერების მიერ შექმნილი აპარატით გადაღებული ეპიზოდების დემონსტრირება.

     პირველ კინოსეანსებს წინ უძღოდა აპარატის შექმნის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ფაქტობრივად გამომგონებლები გამუდმებით ცდილობდნენ ჩაეტარებინათ იმ ტიპის ექსპერიმენტები, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ ბრტყელ ეკრანზე მოძრავი სიღრმისეული გამოსახულება მიეღოთ. ამერიკაში კინოხელოვნების შემქმნელად ითვლებოდა . . ედისონი და მისი ასისტენტი დიქსონი, გერმანიაში _მაქს სკლადანოვსკი, ინგლისში _ . პოლი და . ფრიზ-გრიპი, საფრანგეთში _ . რეინო, . . მარეი. დემინი და სხვები.

               მრავალ ექსპერიმენტს შორის ლუმიერების მიერ გამოგონებული აპარატურის მსგავსი ვარიანტი კიდევ რამდენიმე შეიქმნა. მათ შორის იყო . ედისონის და . დიქსონის აპარატი `კინეტოსკოპი, რომელიც 1893 წელს დარეგისტრირდა. ეს აპარატები დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ამერიკაში, ასე ევროპაში.

       ედისონის აპარატი ორი მნიშვნელოვანი ნაკლით გამოირჩეოდა _ ამ აპარატით ვერ ხერხდებოდა ეკრანზე სრულყოფილი პროექცია და ფირის გამუდმებული მოძრაობის დროს გამოსახულება `გათხაპნილი იყო. აპარატის ზედა ნაწილში მოთავსებული იყო ოკულარი, რომლის მეშვეობითაც ერთი ადამიანი ახერხებდა ჩაეჭყიტა აპარატში და დაენახა მცირე ზომის მოძრავი გამოსახულება.

     ლუმიერების აპარატთან უფრო მიახლოებული ვარიანტი იყო ჟორჟ დემინის რონოფოტოგრაფი. მან ლეონ გომონთან ერთად შექმნა აპარატირომელიც ფილმების როგორც გადაღების, ისე დემონსტრირების საშუალებას იძლეოდა.

      სამწუხაროდ ჟორჟ დემინმა თავისი აპარატით შექმნილი ფილმების დემონსტრირება მხოლოდ ლუმიერების კინოსეანსის შემდეგ მოახერხა, რის გამოც მისი აღმოჩენა არ იყო ჯეროვნად შეფასებული.

     ძმები ლუმიერების აპარატი მცირე ზომის ხის ყუთი იყო, რომელზეც

მოთავსებული იყო ობიექტივი, გრეიფერი (აპარატში ფირის გადაადგილებისთვის საჭირო მექანიზმი), ობტურატორი, რომლითაც ახდენდნენ ფირის გადაადგილების დაფარვას და ფირის მოსათავსებელი ორი კასეტა. აპარატი ხელით იმართებოდა და ეკრანზე მოძრაობა მიიღებოდა 16 კადრით წუთში. აპარატის უკანა კედელზე მოთავსებული იყო პატარა ზომის კარი, რომლის შეღების დროსაც სინათლის წყაროს მეშვეობით იგი გარდაიქმნებოდა საპროექციო აპარატად.

     ძმები ლუმიერების პირველი კინოსეანსი შედგა 1895 წლის 22 მარტს, სადაც მათ მაყურებელს უჩვენეს რამდენიმე მარტივი სიუჟეტი: `მუშათა გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან,  `ბავშვის საუზმე  და თავისი ერთადერთი სიუჟეტური ფილმი `გაწუწული მებაღე

      1985 წლის 28 დეკემბერს `გრანდ კაფეში მათ მიერ ჩატარებულ კინოსეანსს განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა. `მატარებლის შემოსვლამ ლა სიოტას სადგურში განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია მაყურებელში. რეალობის შეგრძნების უდიდესი გრძნობა მაყურებლის გარკვეულ ნაწილს აიძულებდა სასწრაფოდ დაეტოვებინა კინოდარბაზები, გარკვეული ნაწილი კი უახლოვდებოდა კინოეკრანებს და ცდილობდა ხელით შეხებოდა ეკრანულ სიბრტყეზე მოძრავ ლანდებს,  `რეალურ~ ადამიანებსა და საგნებს. პირველმა კინოსეანსებმა დიდი წარმატება მოუტანა ლუმიერებს. ამ სეანსების ხანგრძლივობა 20 წუთი იყო და ისინი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგება, რომელიც ამ დროს ძმებმა მიიღეს, გახლდათ 2000-2500 ფრანკი, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. სწორედ ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს გაეფაერთოებინათ თავიანთი საქმიანობა, შეკრიბეს ოპერატორები, რომლებიც ვალდებული იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ქრონიკალური კადრები შეექმნათ.

      სწორედ ამ ერთ-ერთმა დაქირავებულმა ოპერატორმა აღმოაჩინა პირველად მოძრავი კამერის შესაძლებლობები. ოპერატორის მიერ გონდოლაში მოთავსებული კამერა შემთხვევით დაიძრა, მან ფაქტობრივად სპონტანურად აღწერა მის ირგვლივ არსებული რეალობა.

     ძმები ლუმიერებისაგან განსხვავებით, მელიესის შემოქმედებით ფაქტობრივად კინოხელოვნებაში სიუჟეტური კინოს დამკვიდრების შესაძლებლობა გაჩნდა. მელიესი კინოხელოვნებაში თეატრიდან მოვიდა, სწორედ ამიტომ, იგი თავისი შემოქმედების საწყის ეტაპზე კინოს თეატრალური ხელოვნების  ერთგვარ დანამატად აღიქვამდა. ესაა ავტორი, რომელმაც აღმოაჩინა ძალზედ საინტერესო სპეცეფექტები, რომლებიც მას ეკრანზე `ფეერული, ზღაპრული კინოხელოვნების შექმნის საშუალებას აძლევდა.

     ნატურაზე ერთ-ერთი რიგითი გადაღების დროს მელიესმა შემთხვევით აღმოაჩინა მონტაჟის შესაძლებლობები. რაღაც მომენტში აპარატის გაუმართაობის გამო იგი იძულებული გახდა

შეეჩერებინა გადაღება, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოხერხდა ამ პროცესის

აღდგენა. ფირის გამჟღავნების შედეგად აღმოჩნდა რომ, ომნიბუსი, რომელიც იმ მომენტში ქუჩაში მოძრაობდა, შეიცვალა კატაფალკით, ქალები _ მამაკაცებით და ..

ასევე შემთხვევით იქნა აღმოჩენილი `სტოპკადრი ახლო ხედით.

      მელიესის ფილმი `მოგზაურობა მთვარეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია როგორც მის შემოქმედებაში, ისე კინოს ისტორიაში. ფილმის პრემიერა შედგა საფრანგეთში 1902 წლის 1 სექტემბერს. მასში აშკარად იგრძნობა მელიესის უნარი ფანტასტიკური გარემოს შექმნისა. ფილმი გამოირჩევა საინტერესო სპეცეფექტებით და ირონიული ინტონაციით. ფილმის კადრი, სადაც მთავრეს თვალში ხვდება ჭურვი, ქრესტომათიულ კადრად იქცა კინოხელოვნებაში.

       დღემდე ამ კადრებს და ფილმის მთავარ ეპიზოდებს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფილმსა თუ კლიპებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ვიდეოკლიპი სიმღერისთვის თონიგჰტ, თონიგჰტ, რომელსაც ასრულებდა ჯგუფი თჰე შმასჰინგ Pუმპკინს. ფაქტობრივად, Aამ კლიპში ფილმის სიუჟეტი სრულად იქნა გამოყენებული.

   ფილმის სრული ვარიანტი გარკვეული პერიოდი არ არსებოდა, თუმცა 2002 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს მისი სრულყოფილი ვარიანტი (ფინალური ფრაგმენტი _ მოგზაურთა სადღესასწაულო შეხვედრა, დაკარგული იყო), ახალაღმოჩენილ ვარიანტში ხელით იყო შეღებილი ცალკეული კადრები თუ ეპიზოდები.

     კინოს ისტორიაში . მელიესმა პირველმა შექმნა კინომონსტრი ფილმში `პოლუსის დაპყრობა გოლიათი ნატურალურ ზომაში, რომელიც მექანიკური ხელ_პირით იპყრობდა და შთანთქავდა ადამიანებს. ეს იყო უზარმაზარი ატრაქციონი, იმ დროისთვის უჩვეული სანახაობა.

      მონსტრების შესაქმნელად საწყის პერიოდში აქტიურად დაიწყეს გრიმის გამოყენება. მსახიობები თვითონვე იკეთებდნენ გრიმს, ამ მხრივ მუნჯი პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი გახლდათ ლონ ჩანი. ამ პერიოდში მან განასახიერა ფაქტობრივად თითქმის ყველა ცნობილი ფანტასტიკური გმირი ვამპირები, ოპერის აჩრდილი, მოჩვენებები, რის გამოც მას უწოდეს `მრავალსახიანი ადამიანი. ამ დროს გაჩდა ცნობილი ფრთიანი გამოთქმა: `ფრთხილად, ტარაკანა არ გასრისოთ, შესაძლოა ის ჩეინი იყოს ახალ გრიმში. ამ ფრაზას ჩარლი ჩაპლინს მიაწერენ.

     მელიესის შემოქმედებას ძალზე დიდი ადგილი უკავია კინოს ისტორიაში. ფაქტობრივად მის მიერ შექმნილი ექსპერიმენტები საფუძვლად დაედო თხრობითი ფორმის ჩამოყალიბებას კინოხელოვნებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                       ქართული კინოს წარსულიდან

 

როგორ იღებდნენ ქეთო და კოტეს

   

     სულ ახლახანს დაასრულა მერაბ  კოკოჩაშვილმა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე `სახლი სიხარულისა~, რომელიც  მოგვითხრობს  ქეთო და კოტეს~ შექმნის თაობაზე. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ფილმის ირგვლივ საუბარს, ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან. ამჯერად შეგახსენებთ ვახტანგ ტაბლიაშვილის მოგონებას მისივე წიგნიდან ,,რეჟისორის მოგონებანი, თუ როგორ იქმნებოდა საუკუნის ფილმი `ქეთო და კოტე~, რომელსაც წელს იუბილე აქვს _ მას გადაღებიდან  60 წელი შეუსრულდა.

 

როგორც ხშრად ხდება კინოხელოვანთა ცხოვრებაშივახტანგ ტაბლიაშვილსაც მოულოდნელად უხმო სტუდიის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, ვლადიმერ მაჭავარიანმა:

   `_მალე დაიწყებ მუშაობას,  `ქეთო და კოტეს~ გადაღებას გვთხოვენ.

    _ მადლობელი ვარ ნდობისათვის, მაგრამ იმედს ვერ გაგიმართლებთ. `ქეთო და კოტე~ ჩემი საქმე არ არის. არსებობს  სპექტაკლი ოპერაში, არის წუწუნავა, მე რა საჭირო ვარ?

გამოვეთხოვე დირექტორს და გასვლა დავაპირე.

   _ მოიცა, ნუ ნერვიულობ, მოდი რა გაჩვენო, _ მივედი. მაჭავარიანმა მაგიდის უჯრა გამოსწია და დიდფორმატიან ქაღალდზე მიმითითარატომღაც ზემოთ ამოიღო.

   -  წაიკითხე!

   ეს იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილმების სია, რომლებზეც რესპუბლიკების სტუდიებს უახლოეს ხანში უნდა დაეწყოთ მუშაობა. მეშვიდე თუ მერვე ადგილზე იყო `ქეთო და კოტე~, ხელს აწერდა იოსებ სტალინი.

    ფილმი უნდა გადავიღო, ეს გარდუვალია, _ გავიფიქრე და მოხდა სასწაული, _ ფილმი დავინახე! მოქმედების

დრომ ცხრაასიანი წლებიდან ბარათაშვილის წლებში გადაინაცვლაქეთო და კოტე პეტერბურგში სწავლობენ

და იქ დადეს ფიცი სიყვარულისა, ორბელიანის მუხამბაზით ყარაჩოხელებმა, როგორც ნაწერში გამოიყურება,

ეს იყო წამიერი ფილმი ხილვისა, _ გაელვება ერთ წამში ჩემმა გონებამ გასაოცარი ნახტომი გააკეთა. ქეთოს

მშვენიერებას ვერ შევქმნიდი მსახიობის სახის სილამაზით, პარიზში შეკერილი ტანისამოსით და ძვირადღი

-

რებული ნივთების გარემოცვით. ეს იქნებოდა გარეგნული დეკორირება და არა სახის არსი. ქეთოს სულიერ

მშვენიერებას მე ორბელიანის მუხამბაზით ჩავწვდი და ეს იყო ამ ერთი წამის ნაყოფი, ერთ წამში დაიბადა

ყარაჩოხელთა ეპიზოდი: ეს იყო ბედნიერი მიგნება. ამ მიგნებაში ვხედავ იდუმალებას, გასხივოსნებას, ეს არის

,

 ურომლისოდაც არ იქნებოდა ხელოვნების ნაწარმოები. ამ მიგნებამ წარმოშვა პოეზია, რამაც ფილმს

განუმეორებლობა და მაყურებლის აღიარება მოუპოვა.

      ჩემმა უეცარმა გარდაქმნამ მევე გამაოცა (მაჭავარიანმა ეჭვით დამიწყო  ყურება), გუშინ ეგრეთ წოდებული ტიმონის სიმარტოვით ვიყავი ავად, დღეს კი ორფეოსი მგონია თავი. მეორე დღეს სახლში რა გამაჩერებდა, თეატრში წავედი და ამოვთქვი სიხარული, ქეთოს როლი მედეა ჯაფარიძეს შევთავაზე.

      ახლა სცენარის დაწერა იყო საჭირო. ძველი თბილისი გრიშაშვილზე უკეთ ვინ იცოდა, მაგრამ არ მივმართე, ,,მეჯღანუაშვილის გასცენიურებაზე უარი მითხრა და აქაც რომ უარი ეთქვა, მეწყინებოდა. ,,მეჯღანუაშვილი მე გავასცენიურე, ,,ქეთო და კოტეს ავტორობა კი ვერ გავბედე. ჩემი ჩანაფიქრის მაღალმხატვრული ღირსებებით გამდიდრებისათვის საჭირო იყო კარგი მწერალი. მამაჩემმა მირჩია სიკო ფაშალიშვილი. რევოლუციამდელ საქართველოში მაგას ისეთივე წარმატება ჰქონდაო, როგორც გრიშაშვილს. ფაშალიშვილს შორიდან ვიცნობდი, იმჟამად ჟურნალ ,,ნიანგის რედაქციაში მუშაობდა, ხშირად აქვეყნებდა იუმორისტულ მინიატიურებს ფარსადანის ფსევდონიმით. ჩემი წინადადება სიამოვნებით მიიღო. სცენარის დასაწერად საგურამოში მიგვავლინეს. ილიას სამსართულიანი შენობა მაშინ მწერალთა დასასვენებელ სახლს წარმოადგენდა. კოლეგა შალვა გედევანიშვილი, სიკო ფაშალიშვილი და მე  დიდი მწერლის ყოფილ კაბინეტში მოგვაწყვეს (წმინდა ილიამ მოგვიტევოს ეს მკრეხელობა).

    0 ფაშალიშვილი მამაჩემის ხნისა იყო, მაგრამ ჩვენს შორის წელთა სხვაობას ვერ ვგრძნობდით. ეტყობა ადამიანს ხანი კი არა, სული ხატავს. გაგვიტოლდაგაგვიამხანაგდაგახალისდა და გაჩაღდა მუშაობა. მთავარი ის იყო, რომ მან მე გამიგო, საწინააღმდეგო  მოსაზრებებით არ მიპირისპირდებოდა, მოსწონდა ჩემი ნაამბობი და ხშირად ერთსა და იმავე ეპიზოდს მანამდე მამეორებინებდა, სანამ არ იტყოდა _ ,,კარგია~. მერე კი ასე მომმართავდა: ,,ვახტანგ, ახლა თავი დამანებე!. მე ილიას სახლის მიდამოებში დავდიოდი, ჩამოკრეფის შემდეგ ხეზე შერჩენილ კაკლებს ქვებს ვესროდი. დრო შეუმჩნევლად გადიოდა. სადილის შემდეგ ფაშალიშვილი გვიკითხავდა ეპიზოდსძველი თბილისის საუკეთესო ცოდნამ, სიტყვის უსაზღვრო მარაგმა და უზადო გემოვნებამ წარმოშვა შესანიშნავი სცენარი. ბატონმა სიკომ ჩანაფიქრი მოულოდნელი სიახლეებით გაამდიდრა და გააფაქიზა.

    საღამოობით საგურამოს ქუჩებში და შემოგარენში დავსეირნობდით. ბატონი სიკო ხალისით იგონებდა წარსულის ეპიზოდებს. ახალგაზრდობისას სევდიანი შინაარსის ლექსებს ვწერდიო. ხალხს ეს მოსწონდა და ამიტომ ყოველ ახალ ლექსში ამ ხაზს ვაძლიერებდიო. ერთხელ ვაჟამ  ქუჩაში გამაჩერა, სასაუზმეში შემიყვანა, მწვადით და ღვინით გამიმასპინძლდა და მაგრადაც შემახურაო _ ამ ახალგაზრდა კაცს საიდან დაგიგროვდაო ამდენი სევდა. ეს შენი გულიდან არ ამოდის, მოეშვი რაღაცებისა და ვიღაცების გავლენას, თავი ასწიე, ცხოვრებას თვალი გაუსწორე და გაუღიმეო. ამის შემდეგ დაუწერია ბატონ სიკოს _ ,,მაშ გამარჯობა, ტკბილო სიცოცხლევ!. ამ ლექსმა  ჩვენს ფილმში კოტეს სიმღერა დაამშვენა. დავთქვით: სცენარის დამთავრება ზედაზენზე ასვლით აღვნიშნოთ. ეს დღეც დადგა. წინა დღე იყო მზიანი, ცხელი. დილით ადრე გამეღვიძა. ჭერი საეჭვოდ იყო განათებული. სარკმლიდან გადავიხედე და... მუხლამდე თოვლი! გედევანიშვილი ჩემზე უფროსი იყო, ფაშალიშვილი _ ბევრად უფროსი, ზედაზენზე ასვლას ისინი კი არა, მე ვეღარ გავბედავდი და გათამამებულმა ვიყვირე:

            _ აბა, ბატონებო, პირობაზე როგორა ხართ?

            მათ წამოიწიეს საწოლებიდან. ფაშალიშვილმა სარკმლიდან გადაიხედა და რიხით წარმოთქვა: ,,მოგიკვდეთ ბიჭი!. რას  შვები ახლა?

     წავედით. ხეთა მწვანე ფოთლიანი ტოტები თოვლის სიმძიმეს ვეღარ უძლებდნენ და ხშირად ისმოდა მათი ჭახანი (ოქტომბერი იყო). დათბა, თოვლმა დნობა იწყო. მაგრად დავსველდით. ბატონი სიკო ჭაბუკური ხალისით მოაბიჯებდა, უხვად ჩამოცვენილ წიფელას შეექცეოდა და სხარტულ ამბებსაც იხსენებდა. ერთხელ სამკურნალო კომბინატის წინ შალვა ნუცუბიძეს შეხვედრია, შეწუხებული შედიოდაო პოლიკლინიკაში. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართაო:

            _ რა გაწუხებს, შალვა?

            _ კბილი. მთელი ღამე არ მიძინია.

            _ ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ  ვიცი, რა არის კბილის ტკივილი.

            _ ჰო, ველურებმა არ იცოდნენ კბილის ტკივილი.

     ზედაზენზე  რუსი ბერის სენაკში თან წამოღებული სურსათით შევნაყრ

-

დით. ბუხრის ცეცხლს დასველებული ფეხსაცმელები მივუფიცხეთ, ჩვენც

ცოტათი შევშრით. დავათვალიერეთ მერვე საუკუნეში აგებული ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძარ

-

ში ღრმა ჭა არის ამოჭრილი, დღესაც იძლევა სუფთა წყალს. ბერმა გვითხრა, მთელი სიცოცხლე კუჭის ტკივილი

მაწუხებდა და ამ წყალმა სავსებით განმკურნაო.

   Mმზემ არემარე გააცხოველა. თითქოს ზეციდან დავყურებდით ჯვრის მონასტერს. წინათ ხომ დემონთა სადგომად მიაჩნდათ ეს ადგილი. მართლაც და, გგონია გაშლი ხელებს და გაფრინდები. დიდხანს ვიხიბლებოდით ბუნების სილამაზით. ზარი სამივემ ჩამოვრეკეთ თითოჯერ  და დავეშვით ქვემოთ.

   ძნელი დასადგენია, სად წყდება სპექტაკლისა თუ ფილმის ბედი, მაგრამ როლების არასწორი განაწილებით რომ ერთიც და მეორეც განწირულია, ეს უდავოა. საინტერესო რეჟისორული გააზრება და ორიგინალური გაფორმება ვერას გიშველის, თუ მსახიობი ზუსტად არ მოერგო როლს. ასეთ შემთხვევაში სჯობს უარი ვთქვათ დადგმაზე, თორემ ფიასკო გარდაუვალია.

  Eეს საშიშროება  ჩემთვის არ არსებობდა იმიტომრომ არსებობდა მარჯანიშვილის თეატრი. მსახიობები ისე  მოერგნენ როლებს, თითქოს მათთვის ყოფილიყვნენ დაბადებულნი. ერთადერთი ლევანი დამრჩა საჭოჭმანო. საცდელ გადაღებაში მონაწილეობა მიიღეს ლადო კავსაძემ, სანდრო ინაშვილმა, სპარტაკ ბაღაშვილმა და ბათუ კრავეიშვილმა. კრავეიშვილის იმედი მქონდა, მაგრამ გადაღების დროს ჩიკორად მომეჩვენა, მე კი ძველი დიდების ნაშთი მინდოდა. თვითონ ბათუსაც ხალისი ვერ შევამჩნიე, გადაღების შემდეგ მითხრა, მოხარული ვიქნები, თუ ლევანს შევასრულებ, მაგრამ უფრო მოხარული ვიქნები, თუ კოტეს მანდობო.

- კოტე ტენორია.

- იყოს ბარიტონი.

აზრი მომეწონა, მაგრამ არაფერი ვთქვი.

M    მეორე დღეს სპარტაკ ბაღაშვილს საცდელად ვიღებდით ლევანის როლზე. სპარტაკმა მონდომებით იმუშავა, იმღერა კიდეც, დამსწრენი იღიმებოდნენ, ასეთი შუბლგახსნილი არ გვინახავსო. იმედი მომეცა, მაგრამ სითამამე აკლდა, დარცხვენილი იყო, შებორკილს ჰგავდა. შემთხვევით უკან გავიხედე და თვალს არ დავუჯერე: შორიახლო პეტრე ამირანაშვილი იდგა ლევანის ჩაცმულობით და გრიმით. უხერხულად ვიგრძენი თავი. მეორე რეჟისორი ნატაშა ჟუჟუნაძე ვიხმე. მან შეკითხვა არ მაცალა:

- მაპატიეთ, ჩემი ბრალია, სხვანაირად არ შემეძლო... მთხოვა მეც გადამიღეთო, ვივარგებ _ კარგი, არ ვივარგებ და კარგად იყავითო.

     სპარტაკის წასვლის შემდეგ ამირანაშვილს მივესალმე, ბოდიში მოვიხადე, არ ვიცი, როგორ გამომრჩით-მეთქი. მთა თუ არ მივა მაჰმადთან, მაჰმადი  მივა მთასთანო, ღიმმორეული სიამაყით თქვა და კამერის წინ დადგა. პეტრე ჩემს საუბარს ისმენდა სპარტაკთან მუშაობის დროს და ეპიზოდი ჩემი მინიშნებებით შესანიშნავად გაითამაშა. ნატაშა ჟუჟუნაძემ სიხარულით შემომხედა. მე თავი დავუქნიე.

     ჰო, მაგრამ ბათუს რა ვუყო? არც კოტე და აღარც ლევანი? დასკვნას ნუ ავაჩქარებთ, ვნახოთრას გვეტყვის ეკრანი.

     სიკოს და ნიკოს კუპლეტების ჩაწერა დაინიშნა. მოვიწვიეთ ოპერის მომღერლები. ვასო გოძიაშვილს და ჟორა შავგულიძეს ვთხოვე, დაესწარით ამ პროცესს, იქნებ თქვენი დახმარება დამჭირდეს-მეთქი. ოპერის  მსახიობებმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს. სწორად მღეროდნენ, მაგრამ ნათქვამით არ ცოცხლობდნენ, შესრულება ერთფეროვანი იყო, სქემატური. ჩემი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ კუპლეტები გაიმეორეს, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა. ვასო გოძიაშვილმა  ცალკეული ფრაზები წაიმღერა, ცოცხალი ფერებით აამეტყველა, ჟორამაც სცადა სწორი ინტონაციების მიწოდება, მაგრამ უშედეგო იყო ყოველივე. შტამპებიდან თავის დაღწევა როდია იოლი საქმე. სამუშაო დრო იწურებოდა, ნერვიულობა დაეტყო ყველას, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა და რა მექნა. დირიჟორმა შალვა აზმაიფარაშვილმა მიმართა ვასოს და ჟორას:

- ბიჭებო, იმღერეთ ორკესტრთან ერთად!

      წინადადება მოულოდნელი იყო, ჟორა შეკრთა, ვასომ გაამხნევა, განსაკუთრებული ხალისით აჟღერდა ორკესტრი და შესანიშნავად ამღერდნენ ნამდვილი სიკო და ნიკო. ორკესტრის  მსახიობებმა ხემებით დაუწყეს კაკუნი ინსტრუმენტებს, დამსწრეთ ტაში დაჰკრეს, აზმაიფარაშვილი იღიმებოდა. გადაწყდა: ვასომ და ჟორამ თავად იმღერონ კუპლეტები. მუსიკა უცებ ჩაიწერა. ოპერის მომღერლები განაწყენდნენ.

            მეორე დღეს ვლადიმერ მაჭავარიანმა გამომძახა:

            _ ოპერას ვიღებთ და ოპერის მომღერლებს ახლო არ ვიკარებთ. არ გადავიღოთ და Aაღარც ვამღეროთ?!

            _ კიდევაც ვამღერებთ და კიდევაც გადავიღებთ.

            _ გუშინ გოძიაშვილი და შავგულიძე ოპერის დირიჟორმა ამჯობინა თავის მომღერლებს. მთელ ვოკალურ მასალას ოპერის მსახიობთა შესრულებით ვწერთ, მათვე ვთავაზობთ მთავარ როლებს: ამირანაშვილი ლევანს ასრულებს და კრავეიშვილი _ კოტეს.

     მაჭავარიანმა ვეღარაფერი თქვა. ამგვარად, კრიტიკულმა მომენტმა წამში გადამაწყვეტინა ლევანისა და კოტეს საკითხი. უამისოდ, ალბათ, დიდხანს ვიყოყმანებდი.

    ფილმის პატარა როლები დიდ მსახიობებს შევთავაზე და უარი არავის უთქვამს. მათი როლები რამდენიმე

სიტყვისგან შედგებოდა. რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრების მსახიობები სახალხო სცენებში მონაწ

-

ილეობდნენ. ჩვენთან იყვნენ ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი და მათი სახელოვანი ანსამბლი. ჩვენთან

იყო აგრეთვე თბილისის ბალეტის დიდი ჯგუფი. ცეკვების მნიშვნელოვანი ნაწილის დადგმა მივანდეთ ნიჭიერ

ბალეტმაისტერს დავით მაჭავარიანს. არჩილ კერესელიძემ საუკეთესო მუსიკა დაგვიწერა, ისე მიესადაგა იგი

ვიქტორ დოლიძეს, რომ ზღვარი მათ შორის არ იგრძნობოდა. მხატვარმა იოსებ სუმბათაშვილმა და ფარნაოზ

ლაპიაშვილმა ესკიზები ძველი თბილისის ეშხით ააელვარეს. ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, ხმის ოპ

-

ერატორი როსტისლავ ლაპინსკი და მონტაჟის რეჟისორი ვასილ დოლენკო დიდი პროფესიონალები იყვნენ.

მათი მხარში დგომა რწმენას მიცხოველებდა. რწმენას მიცხოველებდა აგრეთვე ჩემი კოლეგა შალვა გედევანიშ

-

ვილის ერთგული თანამოღვაწეობა.

   კინოს სპეციფიკას არ შევუშინებივარ. რასაც შინაგანად ვხედავდი, იმას ვიღებდი. პირველივე გადაღებამ, მაკარის ფულების თვლამ, გამახარა. მარტო მე კი არა, მთელმა გადამღებმა ჯგუფმა გაიხარა. დავრწმუნდით, რომ სწორი გზით მივემართებოდით. ჩვენი მუშაობის ხალისი სტუდიის თავკაცების სკეფსისმა დაჩრდილაჩემი რეჟისორული სიახლენი მათ გულისწყრომას იწვევდა. ვლადიმერ მაჭავარიანმა მითხრა, მიხეილ ჭიაურელი ორი მომღერლის მონაწილეობას საკმაოდ არ თვლის, ქეთოს როლზე მერი ნაკაშიძის გასინჯვას მოითხოვსო. საცდელი გადაღება ჭიაურელმა აწარმოა. ვნახეთ ეკრანზე.

- რას იტყვი, ტაბლიევ?

- ქეთოს როლში მედეა ჯაფარიძეს ვხედავ მხოლოდ.

-კარგი, კეთილი, ასე იყოს, _ მიპასუხა ჭიაურელმა და დარბაზიდან სწრაფად გავიდა.

     რეჟისორთა შემოტევამ მწვავე ხასიათი მიიღო. მუშაობა გაძნელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვლადიმერ მაჭავარიანს ვუთხარი _ ან თქვენი რეჟისორები გააჩერეთ ან ჩემი მუშაობა-მეთქი.

      საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანი გაგრაში ისვენებდა. გადაწყდა ჩემი წასვლა. სტუდიის გარდერობში პალტო გამომინახეს, რომლის სარჩულზე იყო წარწერა ,,ბუხარინი (ჭიაურელის  ფილმის ,,ფიცის პერსონაჟისათვის შეკერილი), გამხმარი პური და ცოტაოდენი ერბო ჩავდე ჩანთაში და მაჭავარიანის წერილით იმავე საღამოს გავემგზავრე. მიხეილ ჭიაურელს გაუგია ეს ამბავი და მაჭავარიანს  წასჩხუბებია, ახლავე დააბრუნეთ ტაბლიაშვილი, ჩარკვიანი თქვენ ერასტი ხაჩიძე ხომ არ გგონიათო (სტუდიის დირექტორის მოადგილე). კაცი აფრინეს თურმე სადგურზე და დაჰგვიანებია, უთქვამს _ მიმავალი მატარებლის  ბოლო ვაგონსღა მოვკარი თვალიო.

  გაგრაში დილას ჩავედი. მაშინ იქ ერთი სასტუმრო იყო ,,გაგრიფში. შევედი დირექტორის ოთახში. ბევრნი იყვნენ, ნომრებს თხოულობდნენ. დირექტორი ირწმუნებოდა, არ მაქვსო. იყვირეს, იჩხუბეს და წავიდნენ. მე არ წავედი.

            _ რა გინდათ? - უხეშად მომმართა დირექტორმა.

            _ ნომერი.

            _ ხომ გაიგეთ, რომ ნომერი არ მაქვს.

            _ ღამეს ქუჩაში ვერ გავათენებ.

            _ სადაც გინდათ იქ გაათენეთ. გაბრძანდით აქედან!

            _ მაშინ ნება მომეცით თქვენი ტელეფონით დაველაპარაკო ამხანაგ ჩარკვიანს. მე იმისი სტუმარი ვარ.

U     უმალ გაჩნდა ოროთახიანი ლუქსი ზღვის მხარეს. რა თქმა უნდა, ვიცრუე. ჩარკვიანის სტუმარი ვიყავი, მაგრამ მასთან დარეკვას ბევრი მიზეზის გამო ვერ შევძლებდი.

D     დავიბანეგავიპარსე და წავედი რაიკომის მდივნის სანახავად, იმ იმედით, რომ იგი გამიადვილებდა ჩარკვიანთან შეხვედრას. ხალხმრავლობა იყო, ნერვიულობა იგრძნობოდა, დახურული კარიდან პირველი მდივნის ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა, ვგონებ, ციტრუსის გეგმის შესრულებაზე ზრუნავდნენ. პირად მდივანს მოვახსენე, კინორეჟისორი ვარ, მდივნის ნახვა მსურს-მეთქიმდივანმა მალე მიმიღო ხალხით გავსებულ კაბინეტში, ჰგონებია, მათი საქმიანობის გადასაღებად ვარ ჩამოსული. როცა გაიგო, რომ ჩარკვიანის ნახვა მწადია, სახე გაებადრა, _ მეც მინდა მისი ნახვა, ერთად წავიდეთ, საქმეს მოვამთავრებ და მოვილაპარაკოთო. მოსაცდელში გავედი, მკვდარი მკვდარს აეკიდა! _ ვთქვი გუნებაში და გადავწყვიტე გზა თავად გავიკვლიო.

  D  დავადექი ჩარკვიანის აგარაკისკენ მიმავალ გზას, მაგრამ შლაგბაუმსა და სამხედრო ყარაულს რომ მოვკარი თვალი, უკან დავბრუნდი. ჩარკვიანი ისვენებდა ოლდენბურგსკის პირისფარეშის ყოფილ სახლში, რომელიც ძველი და ახალი გაგრის შესაყარზე, ხევისა და ზღვის სიახლოვეს, მთის საკმაოდ დიდ სიმაღლეზეა აგებული. საბჭოთა პერიოდში მეორე სართული დაუშენებიათ და მთავრობის აგარაკად დაუდგენიათ. გავბრაზდი, მაჭავარიანს რატომ არ ვკითხე, როგორ მივიდე ჩარკვიანთან? სიჩქარემ დაგვაბნია. გაგრის მთავარი გზიდან შევყურებ შენობას და ვფიქრობ: ხომ არ აჯობებს რაიკომის მდივანთან დაბრუნება? გზად მომავალი რუსი ქალი გაჩერდა. ინტელიგენტი იყო, ალბათ გაგრის მკვიდრი. შემატყო სასოწარკვეთა და შემეკითხა, რა გაგჭირვებიათო. ვუამბე საქმის ვითარება.

- დიდი გზით არ გაგიშვებენ. არის ერთი გამოსავალი: აი, აქ, ეკლიანი მავთულების ხლართში, როგორმე უნდა გაძვრეთ და კიბით ახვიდეთ.

      მე ეჭვი გამოვთქვი, საშიშია-მეთქი. მან დამაჯერა, არაფერი მოხდებაო. მადლობა გადავუხადე და, მეტი რა გზა მქონდა, დავიწყე სქლად გაბარდნულ ძეძვებში და ეკლიან მავთულებში ძრომა. პირველი რუბიკონი ტანჯვით გადავლახე და მეორეს შევუდექი: ძალიან ახრილ კიბეზე დავიწყე ასვლა. საფეხურების უჩვეულო სიმაღლე სიარულს აძნელებდა. პალტოში დამცხა, დავიღალე, რამდენჯერმე დავისვენე. კიბის თავში ორი ახალგაზრდა იდგა, ღიმილით დამყურებდნენ. ბოდიში მოვუხადე უწესო საქციელზე. ვუთხარი ჩემი ვინაობა. გიცნობთო. ვუამბე ჩემი გასაჭირი. კანდიდ ნესტორის ძე უნდა ვნახო, უამისოდ ფილმზე მუშაობა შეწყდება, ყველაფერი ამ წერილშია-მეთქი ნათქვამი. წერილი გამომართვეს. პასუხს სასტუმროში გაცნობებთო. შვებით ამოვისუნთქე. მეორე დღეს, ღარიბი საუზმის შემდეგ, ზღვაზე გამიწია გულმა. იმედი მქონდა, რომ ჩარკვიანი მიმიღებდა, მაგრამ როდის? იმჟამად სტალინი ისვენებდა რიწის ტბასთან, ამბობდნენ, ჩარკვიანი ხშირად იმყოფებაო მასთან. მოიცლის ჩემთვის? ამ ფიქრებით დავსეირნობდი სანაპიროზე.

      სასტუმროში შეშფოთებული დირექტორი შემეგება:

- სად ხართ?! მთავრობის მანქანით ორი ახალგაზრდა მოვიდა თქვენთან, სასტუმროში ვერ გნახეს და ქალაქში დაგეძებენ.

      წავხდი. რა დროს ზღვა იყო? როგორ მოვიქცე? ერთ ადგილზე ვერ გავჩერდი, ორივე ოთახში დავიწყე წრიალი, მერე აივანზე გავედი და გავიხარე, ეზოში დიდი შავი მანქანა შემოვიდა.

       12 საათზე კანდიდ ნესტორის ძის სამუშაო ოთახში გახლდით.

            _ მაჭავარიანის  წერილიდან გავიგე თქვენი გასაჭირი, მაგრამ პირადად თქვენგან მსურს გავიგო სტუდიის რეჟისორებთან კონფლიქტის არსი.

            _ შემომთავაზეს ოპერა ,,ქეთო და კოტეს ეკრანიზება. მე ვთავაზობ მუსიკალურ ფილმს, სადაც სიუჟეტიც და პერსონაჟებიც ახლებურად წარმოისახნენ. ჩემი ჩანაფიქრი მაღელვებს, მე ანთებული ვარ, მჯერა, რომ კარგ ფილმს გავაკეთებ. სტუდიის რეჟისურა წინააღმდეგობას მიწევს.

            _ რას მოითხოვენ?

            _ ოპერის ეკრანიზებას ყოველგვარი სიახლის გარეშე. წინააღმდეგ ჩემი ჩანაფიქრისა, მათ სურთ თავადი ლევანი და მისი წრე ულაზათონი და მეტისმეტად ღატაკნი იყვნენ. კატეგორიულად მოითხოვენ ყარაჩოხელთა ეპიზოდის გაუქმებას, მიაჩნიათ, რომ ეს არის ბანალური გემოვნების ნაყოფი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ლამაზი სცენა.

            _ სცენარი არ წამოგიღიათ?

            _ წამოვიღე.

            _ წავიკითხოთ.

       სცენარი ხალისით წავიკითხე, ფილმს ვხედავდი და მგონია კითხვაში ეს იგრძნობოდა. იმედით გავიხედე. იგი ღიმილით მიყურებდა.

            _ სცენარი მომეწონა. მომწონს თქვენი ჩანაფიქრი. ფილმს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ ხედავთ.

        ადგა. მეც ავდექი.

            _ ბატონო კანდიდ, უმცროსმა ხელი არ უნდა გაუწოდოს უფროსს, მაგრამ ნება მომეცით ეს წესი დავარღვიო. მე გახარებული მივდივარ...

     ხელი გავუწოდე, კანდიდ ნესტორის ძემ ხელები უკან წაიღო.

            _ მიდიხართ? არავითარ შემთხვევაში! ეს სადაური ქართულია?! დღეს თქვენ ჩემი სტუმარი ხართ!

ვისადილეთ, თავისუფალ თემებზე ვისაუბრეთ და საღამოს მისი მანქანით დამაბრუნეს სასტუმროში. კითხვას და სადილს ერთი პიროვნება ესწრებოდა, რომლის გვარს და ვინაობას ვეღარ ვიხსენებ. ამგვარად დაიწყო დინება ჩემი ცხოვრების ნათელი დღეებისა. აღარაფერი და აღარავინ არ მზღუდავდა. საუკეთესო ხარისხით შენდებოდა დეკორაცია; ავეჯი  და ძვირფასი ნივთები გამოგვქონდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, სასახლეებიდან, მუზეუმებიდან, ოჯახებიდან; სამ დასვენების დღეს  საჯარო ბიბლიოთეკამაც გაგვიღო კარი, მის ლამაზ ინტერიერებში მოზრდილი ეპიზოდები გადავიღეთ. მსახიობებს სჯეროდათ ჩემი და მეც მჯეროდა მათი. მედეა ჯაფარიძემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, მან შექმნა Qქეთოს იდეალი. კოტეს სახეცვლილებამ _ ტენორის გაბარიტონებამ _ ფილმს კაცური რიხი შემატა. ეს ბათუ კრავეიშვილის დამსახურებაა. ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, მერი დავითაშვილი, შალვა ღამბაშიძე, პეტრე ამირანაშვილი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე... არ ვიცი რომელი მათგანი გამოვყო, ყველა ზედმიწევნით ცხოვრებისეულია, ყველა დასრულებული სახეა, ყველა მიმზიდველია. მათგან ვერ განვასხვავებ პატარა როლების შემსრულებლებს, მომხიბვლელნი არიან: ვერიკო ანჯაფარიძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია  თაყაიშვილი, თამარ ციციშვილი, ცაცა ამირეჯიბი. სერგო ზაქარიაძის ყარაჩოხელი ჭეშმარიტი რაინდია. მიხეილ მგელაძის ყარაჩოხელს ვლადიმერ მაჭავარიანმა შავი გედი უწოდა. ,,ვაიმე, სახლი ინგრევა! ამ ფრაზას სხვა ვერავინ იტყოდა ისე, როგორც სანდრო ჟორჟოლიანი ამბობს. უბადლოა კაკო კვანტალიანი თეთრი ჩოხით, ვერცხლის ქამარ-ხანჯლით, სახამებლიანი პერანგით და ფრაკის ბაფთით. ძველი თბილისის კოლორიტული ფიგურა შექმნა ვასო აბაშიძემ. ახალგაზრდული ეშხი მომადლეს ფილმს ზურაბ ლეჟავამ, გოგი გელოვანმა, ედიშერ მაღალაშვილმა, ოთარ კობერიძემ, იაშა ტრიპოლსკიმ, ჟორა ქორიძემ, აგული დადიანმა, ვატა ფირცხალავამ და აწ გამოჩენილმა ქირურგმა რეზო იაშვილმა. მათ ტოლს არ უდებენ: ლეილა აბაშიძე, ეთერ ჟორდანია, ლეილა ამაღლობელი, თამარ მაისურაძე, ნონა მაღალაშვილი, კატო და თინა მახატელები და სხვანი. ფილმში ჩემი შვილი ირაკლიც მონაწილეობს, მაშინ ხუთი წლისა იყო.

      მართალი არ ვიქნები ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე რომ არ გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში. სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ სანდრო ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩებს ესვრიან. იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი, ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით დავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო. მე ნება დავრთე. მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი. ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისკენ და შეძრწუნებული ყვირის: ,,მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!... კადრს შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა, გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: ,,რას იცინით, უკანა ვარ დაჭრილი!. შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. სანდრო არ იყო გულღვარძლიანი, ეს ონავრობა აპატია ,,გადარეულებს და ვგონებ ვახშმითაც კი გაუმასპინძლდა იმავ საღამოს.

  მუშაობაში დაღლა არ იგრძნობოდა. საქმისადმი ამაღლებული განწყობა სუფევდა მუდამ. რუსთაველის თეატრის მსახიობმა, დეზდემონას და როკსანას როლების შემსრულებელმა ალექსანდრა თოიძემ მითხრა, გული მწყდება, რომ თქვენს ფილმში არ ვმონაწილეობო. ჩვენ მას ცეკვა ,,ქართულში ილიკო სუხიშვილის პარტნიორობა შევთავაზეთ. ღამის გადაღების მთელი პროცესი ფეხზე გაატარა, ვერ ვაიძულეთ დამჯდარიყო, განწყობილებას დავკარგავო.

გადაღებების დასრულების წინა დღეებში გამაოცა ნატო ვაჩნაძის მომართვამ:

            _ მინდა მონაწილე ვიყო თქვენი ფილმისა.

            _ თქვენ ქართული კინოს დიდება ხართ. თქვენ ან პირველი როლი უნდა შეასრულოთ, ან _ არაფერი.

            _ მოეშვით... საფინალო ცეკვებში მივიღებ მონაწილეობას.

      მეგონა იხუმრა. არა, ქალბატონმა ნატომ სიტყვა საქმედ აქცია. ვინ გაუტოლდება დღეს დიდბუნებოვანი ადამიანის ამ სიმაღლეს?

      მკითხველმა არ იფიქროს, რომ ყოველივე ამ სიკეთემ ფანფარონული თვითკმაყოფილება წარმოშვა ჩემში. გამარჯვების რწმენა მქონდა, ამის გარეშე არაფერი კეთდება, მე დაჯერებით ვძერწავდი სიცოცხლის სილამაზეს, მაგრამ შიშიც მწიწკნიდა, ვნერვიულობდი, ძილიც დავკარგე. ამიტომ უნდა მეპატიოს ის უნებლიე უტაქტობანი, აქა-იქ რომ იჩენდა ხოლმე თავს (პიონერთა სასახლის ეზოში, ქეთოს და მისი მეგობრების ეპიზოდის გადაღებისას, სასახლის პერსონალმა კაცი მომიგზავნა თხოვნით _ მედეას ნუ უყვირითო). სარეჟისორო სცენარში ნაკლებად ვიყურებოდი. მე იგი მბოჭავდა. ხშირად ვარღვევდი დადგენილ მეტრაჟს, ზოგი ეპიზოდი ფართოვდებოდა, ზოგი იკუმშებოდა, ზოგიც ახლად იბადებოდა. მე ვცოცხლობდი ნამდვილი შემოქმედებითი სიცოცხლით.

   Fფილმს დიდი წარმატება ხვდა საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის კომიტეტში. საზოგადოებრივ განხილვას თითქმის ყველა ცნობილი რეჟისორი დაესწრო. აღტაცებულმა მიხეილ რომმა საჯაროდ მოგვმართა ვრცელი სიტყვით. ასეთივე განწყობით გვილოცავდნენ ალექსანდროვი, ვასილევი, პირიევი, დონსკოი და სხვანი. მედეა ჯაფარიძის ქებას ბოლო არ ჰქონდა. ანა ანტონოვსკაიამ ოჯახში მოგვიწყო ბანკეტი, სადაც მედეასთან ერთად მოპატიჟებულნი იყვნენ მოსკოვის თეატრების ცნობილი მოღვაწენი.

      ფილმმა წარმატებით შემოიარა მსოფლიო.

ფილმის ისტორია ამით არ მთავრდება, მაგრამ წერტილს აქ ვსვამ. მადლობელი ვარ მიხეილ ჭიაურელის, მან გამიღო მე კინოს კარი.

 

ძმები ოგუსტ და ლუი ლუმიერები

 

ჟორჟ მელიესი

 

 

 

 ვინ დაუბრუნებს

ქართულ კინოს

ემბლემას        (foto)

 

 

 

 

                                      გახსენება

 

 

სოფიკო ჭიაურელი (foto)

 

 

 

1965  `ღირსების ნიშნის ორდენის კავალერი

1976  საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

1979  სომხეთის სსრ სახალხო არტისტი

1980 _  სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია

1997  `ღირსების ორდენის კავალერი

 

მხატვრულ კინოში განსახიერებული როლები:

1956 _ ციცინო, `ჩვენი ეზო (საქართველო)

1958 _ მეუღლე, `აკვარელი  (რუსეთი)

1960 _ ლალი,  `ამბავი ერთი ქალიშვილისა (საქართველო)

1961 _ თამარი, `ენგურის ნაპირებზე (საქართველო

1963 _ ზოსია,  `გენერალი და ზიზილები (საქართველო)

1965 ტასია, `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (საქართველო)

1965 მზექალა, `ხევსურული ბალადა (საქართველო)

1966 _ საიათნოვა, ანა და სხვა _ ექვსი პერსონაჟი,  `საიათნოვა (საქართველო)

ჯილდო: დიურნენე (საფრანგეთი) _ პრემია, ფილმში შესრულებული ექვსი როლისათვის.

1967 _ ელენე,  `ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (საქართველო)

1968 _ სოფიკო, `ფერისცვალება (საქართველო)

1970 _ სოფიკო,  `არ იდარდო (რუსეთი)

1970 _ ეპიზოდი,  `ჩერმენი (საქართველო)

1971  _ სიდონია, `წუთისოფელი, (საქართველო)

     ჯილდო: პრემია  ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის _ 1972 ,  თბილისის მე-5  საკავშირო კინო-ფესტივალზე _ დიპლომი და პირველი პრემია. ამავე წელს _საქართველოს ლენინური  კომკავშირის სახელობის პრემია.            

1973 _ ვარდო, `ვერის უბნის მელოდიები,(საქართველო)

    ჯილდო: პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვისბაქოს მეშვიდე საკავშირო კინოფესტივალზე, 1974.  პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის  ქუთაისის ქართული ფილმების პირველ რესპუბლიკური კინოფესტივალზე, 1974. პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრაღის (ჩეხოსლოვაკია) საერთაშორისო კინო-ფესტივალზე (1975).           

1974 _ გენრიეტა,  `ბიჭები იასამნის ქუჩიდან (საქართველო)

1975-77 _ ნანო თავყელიშვილი,  `დათა თუთაშხია (საქართველო

1975 _ თამრო, `აურზაური სალხინეთში (საქართველო)

1976 _ ეკა,  `ქვიშანი დარჩებიან (საქართველო)

1976 _ ფუფალა,  `ნატვრის ხე (საქართველო)    

1978 _ სოფიკო, `რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (საქართველო)

    ჯილდო: სსრკ სახალხო მეურნეობის   მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი.

1978 _ არევიკი, `არევიკი~ (სომხეთი)

1978 _ ჰეტერა,  `შეცდომათა კომედია~ (რუსეთი)

1979 _ დეიდა, `ძახილი~ (საქართველო)

1979 _ ზამირა, ალი-ბაბას დედა, `ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი~ (რუსეთი, ინდოეთი)

1980 _ ტურვანდა, `ალიყური~ (სომხეთი)

1982 _ მადმუაზელ პოსტიკი,  `ეძიეთ ქალი (რუსეთი)

1984 _ ვარდო, `ამბავი სურამის ციხისა (საქართველო)

1984 _ მანანას ბებია, `პეტროვის და ვასიჩკინის ჩვეულებრივი და წარმოუდგენელი ამბავი (რუსეთი)

1986 _ ჯულია,  `მილიონი საქორწილო კალათაში (რუსეთი)

1988 _ თამაზის დედა, `დაგპირდი და წავალ (რუსეთი)

1989 _ აშუღის დედა, აშუღ ყარიბი (საქართველო)

 1990 _ დედა,  `სინანული (რუსეთი)

 1991 _ დედა, `მოხეტიალე ვარსკვლავები (რუსეთი

 1992 _ ბებია, `კუნძული~ (რუსეთი)

 2000 _ მაილენა, `ნუცას სკოლა (საქართველო)

 

 სოფიკო ჭიაურელი დოკუმენტურ კინოში:

 1991 _ `მოგონებები საქართველოზე (საქართველო)

 1992 _ `ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული (აშშ, სომხეთი)

 

 

 

 

 

                                           რეცენზია

მანანა ლეკბორაშვილი

სამი სახლისა და სხვათა გამო

 

   ამა წლის ოქტომბერში კინოთეატრ `რუსთაველში~ შედგა ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის `სამი სახლისა~ და ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის `ქალები ამერიკიდან~ დახურული ჩვენება.

     `კინემას~ კინოკრიტიკოსის სვეტი და რუბრიკა რეცენზია `ცხელ კვალზე~ ეთმობა კინომცოდნეებს: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თეატრისა და კინოს ასოცირებულ პროფესორს  მანანა ლეკბორაშვილს და ახალგაზრდა კინომცოდნეს სოფო ჩიხელიძეს,.

 

   სამი სახლი

სცენარის ავტორი და რეჟისორი _ ზაზა ურუშაძე

პროდიუსერები: არჩილ გელოვანი, ლევან კორინთელი, ზაზა ურუშაძე

დამდგმელი ოპერატორები _ გიორგი შველიძე, გიორგი ბერიძე

დამდგმელი მხატვარი _ თეა თელია

კომპოზიტრი - გიო ცინცაძე

მსახიობები: ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, ნატო მურვანიძე, ეკა ანდრონიკაშვილი, თორნიკე ბზიავა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და საპროდიუსერო კომპანია ,,დამოუკიდებელი პროექტის~ ერთობლივი ნაწარმოები.  2008 წელი.

მი

   ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, 30-იანი წლების  იტალიურ კინოში, როცა ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ, გაჩნდა მიმდინარეობა, რომელთა წარმომადგენლებსაც  მემარცხენე კინემატოგრაფისტებმა `კალიგრაფისტები~ უწოდეს. `კალიგრაფისტებმა~ კინოში თავის იდეალად ფერწერის დიდი ოსტატების (განსაკუთრებით XVII საუკუნის, და განსაკუთრებით კარავაჯოს) მემკვიდრეობა და XIX საუკუნის ლიტერატურული კლასიკა აღიარეს და მათ ეკრანიზაციას მიჰყვეს ხელი. `კალიგრაფისტების~ შემოქმედების ცენტრალურ პრობლემად კინოენის გამომუშავება იქცა. მათი მთელი ყურადღება ეპოქის რეალიების, დეტალების ზუსტი ასახვისკენ, კადრის ესთეტიკისკენ იყო მიმართული.

იყო მათ მისწრაფებაში სურვილი კინემატოგრაფი იაფფასიანი გასართობიდან ხელოვნების ნიმუშად ექციათ, თუმცა შეუძლებელია არ შევნიშნოთ რეალობიდან გაქცევის  მნიშვნელოვანი წილიც _ ფაშისტური პროპაგანდისტული ფილმების გადაღებას მათ ნეიტრალური პოზიციის დაკავება ამჯობინეს.

რეჟისორ ზაზა ურუშაძის ახალმა ფილმმა `სამი სახლი~ რატომღაც სწორედ ეს `კალიგრაფისტები~ გამახსენა. რა თქმა უნდა, ასოციაცია საკმაოდ ზედაპირულია: ისტორიული რეალიები სულ სხვაა, დღევანდელ ქართველ კინორეჟისორებს არც იდეოლოგიური წნეხი აწუხებთ და არც ეს ნაწარმოებია კლასიკის ეკრანიზაცია. `კალიგრაფისტებთან~ ასოციაციები, ალბათ, თანამედროვე რეალობის მშფოთვარე საკითხებისათვის თავის არიდებამ და ფილმის ვიზუალურ მხარეზე მთავარი აქცენტის გადატანამ გამოიწვია.

თუმცა ამაში დასაძრახი, რა თქმა უნდა, არაფერია. რთულ და გამუდმებით ცვალებად რეალობაში ორიენტირების გაურკვევლობის, ღირებულებების დაკარგვის და სიღრმეში წვდომის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში სჯობია საერთოდ მოვერიდოთ გარკვეულ საკითხებსვიდრე ზედაპირული და ვულგარული ინტერპრეტაციების საწყალობელი ნიმუშები შევთავაზოთ საზოგადოებას.

მით უმეტეს, რომ სიყვარული მარადუჭკნობი და მარადაქტუალური თემაა, ხოლო `სამი სახლი~ სწორედ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმი სამი ნოველისგან შედგება. XIX საუკუნე, XX საუკუნის 40-იანი წლები, დღევანდელობა. სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა სახლი, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვაგვარად გამოხატული გრძნობები, მაგრამ  ყველა მათგანის აღსანიშნავად ჩვენ ერთ სიტყვას ვიყენებთ და ეს სიტყვა სიყვარულია.

ავტორები ცდილობენ თითოეულ ნაწილს თავისი ხასიათი მიანიჭონ, შექმნან დამახასიათებელი განწყობა. ნოველები ერთმანეთისგან ჟანრობრივადაც განსხვავდება _ პირველი ნოველის რომანტიკულ და მისტიკურ განწყობას  ფსიქოლოგიური ნიუანსირებისკენ მისწრაფება ცვლის, თანამედროვე ნოველა კი კომიკურ ინტონაციაშია გადაწყვეტილი.

       გარდა თემატური ერთიანობისა,

ფილმის ავტორებმა ნოველებს კიდევ

ერთი დამაკავშირებელი რგოლი გა

-

მოუძებნეს ეს ნახატია, რომელიც

ნოველიდან ნოველაში (.. ეპოქიდან _

ეპოქაში, ოჯახიდან _ ოჯახში) გადადის

და ფილმის პერსონაჟებისათვის ბევრს

ნიშნავს. თუმცა უნდა ითქვას, რომ, მაგ

-

ალითად, მეორე ნოველაში ეს კავშირი

სიუჟეტურად საკმაოდ სუსტია და ხე

-

ლოვნურად თავსმოხვეულად გამოიყ

-

ურება.მაგრამ ფილმის ძლიერი მხარე

მის ფორმაში უნდა ვეძიოთ. ავტორების სასახელოდ უნდა ითქ

-

ვას, რომ დღევანდელ ქართულ კინოში გაბატონებული ერთ

-

გვარი დაუდევრობის საპირისპიროდ მათთვის მნიშვნელოვანია

ფილმის ვიზუალური ესთეტიკა. ისინი დიდ ყურადღებას უთმო

-

ბენ ეპოქის სტილის აღდგენას ყოფის დეტალებში, ჩაცმულო

-

ბასა და ქცევის მანერაშიც კი. თუმცა ზოგჯერ ეს ყურადღება

ზედმეტ გულმოდგინებაში გადადის და ფილმს სიმსუბუქეს

უკარგავს.

        მთლიანობაში ფილმი დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს და მით უფრო დასანანია ის ცალკეული ჩავარდნები, უხერხული მომენტები თუ რეპლიკები, რომელთა გამოსწორებაც დიდ სირთულესთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. სოფო ჩიხელიძ

 

 

სოფო ჩიხელიძე 

                  

ავსა ავი თუ არ ვარქვი...  ანუ  სამი სახლიდან არცერთი

      

                              

კრიტიკოსის ბედი რთულია, პრემიერის შემდეგ ყველა შენ გეკითხება, მოგეწონა თუ არა ფილმი. შენც, სულ ახლახანს ნახე ფილმი და დაუფიქრებლად შეიძლება უხერხული რამ თქვა...  მაგალითად, ასეთი: ,,არა უშავდა ქართულის ფილმის კვალობაზე.... მერე სახლში დაბრუნებულს (სამწუხაროდ) ის გაწვალებსრომ თუნდაც ეს ,,არა უშავდა წარმოთქვი.

    24 სექტემბერს კინოთეატრ რუსთაველში ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის ,,სამი სახლის დახურული პრემიერა გაიმართარეჟოსორმა დიდხანს ისაუბრა გაწეულ შრომაზე. მადლობა გადაუხადა იმას, ვისაც ეკუთნოდა და დარბაზშიც დაბნელდა...

   ,,სამი სახლი ერთი ფერწერული სურათის ისტორიაა (?!). სურათი XIX საუკუნეში შექმნა მხატვარმა ქალმა ანეტამ, რომელიც, როგორც ირკვევა, მშობიარობას გადაჰყვა. სურათის ირგვლივ სამი სხვადასხვა ამბავი ვითარდებასხვადასხვა დროსა და სივრცეში. აქედან გამომდინარე, ფილმი სამ ნაწილად არის დაყოფილი. Mმოქმედება XIX, XX და XXI საუკუნეებში ხდება.

  პირველი ნოველა.

    ანეტას მეუღლე, რომლის როლსაც ზურაბ ყიფშიძე თამაშობს, მეუღლის გარადაცვალების ნიადაგზე სულიერად დაავადდა, და თავს იმით ირჩენს, რომ მეუღლის დანატოვარ სურათებს ჰყიდის. პირველ ნოველაში (ნოველებს პირობითად ვარქმევ, რადგან ფილმი ნოველებად დაყოფილი არაამაყურებელი ეცნობა, თუ როგორ დაიმსახურებს ყიფშიძის სიმპათიას ექიმი (ჟანრი ლოლაშვილი) და სურათს უსასყიდლოდ გადასცემს მას. სურათის რიტმი საკმაოდ ნელია, სცენები უმთავრესად ახლო ხედებზეა აგებულია, თითქოს აქცენტირებულადაც, რასაც აქვე ემატება სიჩუმე, რაც ფილმის მთელ ქსოვილში დაძაბულობას და ზოგ შემთხვევაში გაუმართლებელ პაუზებს, სიცარიელეს ქმნის. შესაძლოა ეს ხერხი  გმირის სულიერი სამყაროს გადმოსაცემადაა გამიზნული (რომელიც განუკურნებელი სენითაა დაავადებული, ასეთია ექიმის განაჩენი), მაგრამ მსახიობების ზედმეტად თეატრალური რეპლიკები, თეატრალური პაუზები დიალოგებში, ზედმეტად ყალბია და  არადამაჯერებელს ხდის  კინოგამოსახულებას.

    Mმეორე ნოველაში ასახულია ომისდროინდელი თბილისი, სადაც ვინმე, გენერალი გიორგი  ფრონტზე დაბრუნების წინ ,,პირდაპირ საყვარლის სახლში გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი, მაგრამ მაინც ღირსებაშენარჩუნებული მეუღლე (ნატო მურვანიძე) ქმრის გადასასვენებლად საყვარლის სახლს სტუმრობს.  

   Nნატო მურვანიძის (მეუღლის) ეკა ანდრონიკაშვილთან (საყვარელი)  ,,სენტიმენტალური საუბრის შემდეგ, რომლის გმირსაც ვერა ჰქვია (აბა სხვა რა შეიძლება ერქვას საქართველოში საყვარელს, ან ვერა, ან ნადეჟდა, ან ლუბოვ, ანუ ისევ და ისევ რუსი ლამაზმანი... თანაც გენერლის საყარელს?!) ზოგიერთი რამ ირკვევაღალატის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული დეტალებიინტიმური საკითხები:

_ იმის დროს მოკვდა, არა?

_ ჰო. სუნთქვა შეკრული და ხმა აკანკალებული პასუხობს ანდრონიკაშვილი

    არის სინანული (ცოლის მხრიდან) და ეჭვები, ირკვევა ისიც, რომ ვერას საყვარელი არ უყვარდა. მიუხედავად

ამისა, Aაქვე ჩაისახება ქალური სოლიდარობის პირველი ნიშნები მურვანიძის პერსონაჟში. მალე შვილირო

-

მელიც დედამ მანქანაში დატოვა, ქალებს თავს დაადგება და ვერას  მოსაკლავად გაიწევს. ამ სცენაში ნატო

 

მურვანიძის პერსონაჟში ქალური ,,სოლიდარობა საბოლოოდ გაიღვიძებს, მით უფრო, როცა იგი გაიგებს, რომ

საქართველოში ვერას არავინ ჰყავს და ლამის სახლში წაყოლასაც შესთავაზებს მეტოქეს. დიალოგები აქაც

ახლო ხედზე და დიდ პაუზებზეა აგებულია, რასაც ხანდახან მხახიობების ხმის კანკალი და ღრმა სუნთქვა

ემატება. ეს ყოველივე  ძალიან უნიჭო თეატრს ემსგავსება.

     აქვე ირკევევა, რომ გენერალ გიორგის, მეუღლის საყვარელი ნახატი, საყვარლისთვის მიუტანია, რასაც ვერა სიამოვნებით უბრუნებს პატრონს. ალბათ, ამ დეტალით უნდა `მივხვდეთ~, რა კავშირი აქვს ამ ნოველას წინასთან. თითქმის არაფერი! ქვეტექსტიც კი არ მოდის, თუმცა, დრამატურგია რა საჭიროამთავარია კადრში ერთხელ მაინც გამოჩნდეს ნახატი.

     ეს საკმაოდ `მსუბუქად~ მიკერებული ნოველები ღიმილსაც კი იწვევს. და ნაკერებიც ადვილად ირღვევა.

   მესამე ნოველა.

     XXI საუკუნემ ახალი ურთიერთობები მოიტანამაგრამ სიყვარულს ვერც გიო ,,გადაურჩა; ჩვენი ,,სპეტაკი, უკანასკნელი შეყვარებული რაინდი, მზადაა  საყვარელი გოგონას გულისთვის კრიმინალი ჩაიდინოს. შეყვარებულის  ოჯახი, ბებიის, ანეტას დაკარგულ ტილოებს  ეძებს და აგროვებსსურათის ერთ-ერთმა მფლობელმა კი  ყველანაირ პირობაზე თქვა უარისურათს არ თმობს. ამიტომ გიომ გადაწყვიტა სურათი მოიპაროს, რაშიც დახმარებას მეგობარს, დათო იაშვილს  სთხოვს. Mთუმცა ნარკომანი მეგობარი ბოლო მომენტში  ღალატობს და გიო მარტო მიდის ,,საქმეზე (მართლა საინტერესოა, ქართულმა კინომ  რით ვეღარ ამოწურა ნარკომანიის თემა და რამდენ ხანს უნდა ხდებოდეს მისი ,,რომანტიზება?!, რამდენ ხანს უნდა იდოს ფილმში ქვეტექსტი ,,ნარკომანი მართალია ცუდი ბიჭია, მაგრამ მაინც კარგი ბიჭია, იმიტომ რომ ნარკომანია).

    ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გიო სურათს მიაგნებს, მაგრამ ძებნისას თავზე წაადგება ჰომოსექსუალ წყვილს, ბიძია ჯემალს (მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი) და მის `მეგობარს~, ბიძია ჯემალი მისი ნაცნობია  (თბილისი ხომ პატარა ქალაქია!). აღმოჩნდება, რომ ბიძია ჯემალის  ნაჩუქარ სურათს ვერაფრით დათმობდა მისი პატრონი, რადგან შესაძლოა ჯემალს სწყენოდა. იქვე მცირე სუფრაც გაიშლება (ჩვენებურად, ქართულად) და სიყვარულზეც ითქმება სადღეგრძელო (ოღონდ ყველანაირ სიყვარულზე?!), რაზეც მართალია გიოს გულიანად ეცინება, მაგრამ  გულაჩუყებული (არ ვიცით, გული კონიაკმა აუჩუყა, თუ გიოს რაინდულმა საქციელმა) მდიდარი ჰომოსექსუალი გიოს სურათს აჩუქებს და მალე სიმღერასაც წამოიწყებს ,,...გაგონდება თუ... არა კარალეთის დღეები, აქვე ვავლებთ პატარა პარალელს პირველ ნოველასთან  (აბა სხვა რაღა დაგვრჩენია!), რადგან პირველი ნოველის ბოლოს ყიფშიძის პერსონაჟს თავის ოცნებებში (თუ ხილვებში) ანეტა უმღერის ამ სიმღერას... XXI საუკუნემ სიყვარულიც შეცვალა.

     კაიფიდან ახლად გამოსული ნარკომანი ძმაკაციც (რომელმაც გასაჭირში მეგობარი ვერ მიატოვა) აივნიდან გადმოძვრება. სურათის დანახვისთანავე, რომელზეც გამოსახულია ორი ბუ, წამოიყვირებს:

_ ეს რას გავს, ტო...

      ის თითქოს  მაყურებლის რეაქციას გაახმოვანებს, რადგან ფილმი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება, სრულიად დაჩეხილი და `დედრამატურგიულია~, ფილმში არც გმირები, არც ამბები  და არც მოვლენები არ ვითარდება (თუმცა, რა უნდა განვითარდეს, რაც არ არსებობს). იგივე წარმატებით შეგვიძლია ერთმანეთს მივაბათ ნებისმიერი სხვა ნოველა, დამერწმუნეთ ბევრი არაფერი დაირღვევა.

      შევამჩნიე, რომ დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს ყველაზე მეტად ფინალი მოეწონა, რადგან დათო იაშვილის რეაქცია სურათზე სრულიად გამართლებული და, შესაძლოა, ყველაზე ,,გულწრფელი ფრაზაც იყოს ამ ფილმში, მაგრამ  ამ ფილმისთვის ეს ფინალი სრულიად ყალბი, არალოგიკური და, ასე ვთქვათ, ,,მიფუჩეჩებულიც კია. M

    ფილმს ორი ოპერატორი ჰყავდა. პირველი  და მესამე  ნოველა დაგაიღო გიორგი შველიძემ, მეორე, შავ-თეთრი ნოველა, _ გიორგი ბერიძემ (პირადად მე მგონია, რომ სრულიად გაუმართლებლად _ ნოველა შავ-თეთრია. შესაძლოა, შავ-თეთრ კადრებში მეოცე საუკუნის მეტაფორაა ჩადებულიEროგორც ყველაზე ,,მძიმე საუკუნისა, ანდა შესაძლოა ამით გამოხატულია საქართველო საბჭოთა კავშირში. სხვა გამართლება ამ ფაქტს ვერ მოვუძებნე).  მართალია, Kკადრის განათება, კომპოზიცია, კოსტიუმები და გამოსახულების ხარისხი მართლაც არაა დასაწუნი, მაგრამ კინო სინთეზური ხელოვნებაა, და, რა თქმა უნდა, მას სცენარი და რეჟისურაც სჭირდება. მაშ, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია უკეთესის მოლოდინში მორიგი ფილმის პრემიერას დაველოდოთ, ან არა და, თევზივით ჩავიგუბოთ პირში წყალირადგან ამ ქალაქში კრიტიკას ვერ იტანენ და სანამ რამეს გვკითხავენ გავეცალოთ იქაურობას...

სოფო ჩიხელიძე

                                                                           

ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი

ამერიკული ფულის ქართული ფლანგვის შესახებ  

 

 ქალები ამერიკიდან  

 პროდიუსერები  იაკობ მიხელსონი, არჩილ გელოვანი

  სცენარი და რეჟისურა ლევან კოღუაშვილის

  ოპერატორები: კირილ მიხანოვსკი, ლაილ ვინსენტი

  ფილმი გადაღებულია საქართველოს კინოცენტრის და ,,დამოუკიდებელი კინოპროექტი ხელშეწყობით. 2008 წელი

 

სულ ცოტა ხანი გავიდა ,,აგვისტოს ომიდან, რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის  ვიზების გამარტივებაზე დაიწყო მსჯელობა. მრავალ ქართველს ისევ გაუჩნდა იმედი, რომ ოჯახების გამოსაკვებად ევროპას მიაშურებს. ამერიკა ხომ `ათვისებული~ გვაქვს... ლევან კოღუაშვილის ფილმიც ქართველი ქალების მიერ აღმოჩენილ `მარჩენალ მიწაზე~ მოგვითხრობს.

  _ ,,დაიცლება ქვეყანა, დაიცლება შვილო _ ძალიან შეწუხებულმა მითხრა ჩვენი მაღაზიის გამყიდველმა, თავად  რამდენიმე წლის წინ შვილი აეროპორტში რომ გააცილა, უკან მხოლოდ მისი ქორწილის ჩანაწერი ჩამოუვიდა.

    ამერიკაში კი მონატრებული ადამიანების გამოსახულებას ეკრანზე კოცნიან, დედები შვილებს ტელეფონში უმღერიან ნანას. Qქართველი მამაკაცები კი ისევ ღვინისQჭიქით დგანან და ,,დიასახლისებზე ამბობენ სადღეგრძელოს.   ეს კადრი ლევან კოღუაშვილის ახალ ფილმში ,,ქალები ამერიკიდან სულ ახლახანს ვნახე. Eეს სევდიანი (ქალი ეკრანზე კოცნის ქმრის გამოსახულებასდა კიდევ ბევრი ამბავია ამ ფილმში.

    ოქტომბრის დასაწყისში ფილმის ჩვენებიდან, რომელიც კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა მხოლოდ მცირე აუდიტორიისთვის, გამოსული  მაყურებლის რეაქციამ დამარწმუნა, რომ ფილმმა მათზე ნამდვილად  მოახდინა დიდი გავლენა, რადგან ფილმში  მართლაც ბევრი, მძიმე  ისტორიაა მოყოლილი.

     ,,ქალები ამერიკიდან იმ ათასობით ქალის ამბავია, რომლებიც  საზღვრებს გარეთ ოჯახების გამოსაკვებად წავიდნენამერიკაში ისინი მოხუცებს უვლიან, თვეში მხოლოდ ერთი დღე აქვთ დასვენება და ბრუკლინში იაფფასიან სასტუმროში ხვდებიან ერთმანეთს, რათა ,,იხეტიალონ მაღაზიებში, სალონებშისაღამოს კი ჩაიცვან ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი, რათა ქართულ რესტორანს მიაშურონ. Mმოისმონონ მონატრებული სიმღერები და მოუსმინონ უცნობი მამაკაცების სადღეგრძელოებს...     

   პოსტსაბჭოთა საქართველოში ქართველი მამაკაცების პრეროგატივად ხომ მხოლოდ ცოლის ნაშოვნი ფულით მეგობრების წრეში თამადობა ითვლებოდა, ათასობით ქალმა (რომლებიც, როგორც ფილმის ერთ-ერთი გმირი ამბობს, უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ) სარჩოს საძიებლად უცხო ქვეყნებს მიაშურა, ზოგმა იშოვა, ზოგმა ვერა, ზოგმა იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე ფულია ზოგადადზოგმა გაახარა თავისი ოჯახი, თუმცა უკან მხოლოდ ცოტა მათგანი დაბრუნდა...

   ფილმში მართლაც ბევრი ისტორიაა ისეთი, რომელიც  მოქმედებს ადამიანზე, მაგალითად, დედის ისტორია, რომელმაც 20 წლის ბიჭს ქორწილისთვის მანქანა უყიდა, ბიჭი ავარიაში მოყვა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. ახლა სასჯელს იხდის _ 6 წელი მიუსაჯესდედას კი ჯერაც არ უნახავს. ახლა დედა, თვითგვემის თუ მოვალეობის გამო სამი ადამიანის საქმეს ითავსებს: 18 საათი მუშაობს და სხეული რომ სტკივა, უხარია კიდეც.

    ან იმ დედის ამბავი, რომელმაც შვილი 5 თვის ასაკში დატოვა და ბავშვი უკვე 7 წლისაა. კიდევ მრავალი ასეთი.

    ქალის ისტორია, რომელსაც სახლის გარემონტების მიზნით ამერიკაში წასული დაგეგმილზე მეტხანს შემორჩა, 5 წლის შემდეგ მადლობის მაგიერ  მეუღლემ განქორწინება სთხოვა.

_ უნდა გავუგზავნო განქორწინება, აბა რა ვქნა?  _ ასეთია ქალის პოზიცია. მართლაც, რა ქნას, რეალობა განაგებს მის გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს მასში სიყვარულის ადგილი აღარაა.

     ისტორიები მართლაც ახდენს შთაბეჭდილებას, მაგრამ რა იქნებოდა ამ ფილმის ღირსება, რომ არა ეს ამბები?! ამბები, რომლებიც კოლაჟური, სწორხაზოვანი და ზედაპირულია. ფილმში თითქმის არაფერი ვითარდება, ფილმში არ არის არც ერთი  დასამახსოვრებელი კადრი, .. ,,ობრაზიარის ვერბალური მასალა, რასაც ქალები ჰყვებიან, კინო კი მოგეხსენებათ კადრის, გამოსახულების ხელოვნებაა. ფილმში, რომელშიც არ არსებობს დრამატურგიული ხაზი, არ არსებობს არც კონკრეტული  გმირი, არსებობს მხოლოდ გარემოს მოწყვეტილ ადამიანთა ჯგუფი (რადგან თითქმის არ ჩანს ის გარემო, სადაც ეს ადამიანები არსებობენცხოვრობენ და მუშაობენ).

   ამდენად, ფილმი ერთგვარი კრებულია  ინტერვიუებისა  ემიგრანტების მძიმე ბედზე. აღსანიშნავიარომ ქალების სევდიანი ისტორიების ფონზე სრულიად უგულებელყოფილიაასე ვთქვათ, ,,მედალის მეორე მხარე; ამერიკელი  მოხუცები, რომლებსაც ისინი უვლიან, როგორც გამოსახულების, ისე თემატური და ჰუმანისტური თვალსაზრისით სრულიათ შემზარავია. რეჟისორმა მათი სხეულები უსულო საგნებად, ობიექტებად, ბოდიშს ვიხდიმაგრამ ,,მძორად გადააქცია, არადა, ნაკლებ საინტერესო როდი იქნებოდა მომაკვდავი მოხუცების ცხოვრებაზე, ბედზეც ეთქვა ერთი ორი სიტყვა, მოხუცებზე, რომლებიც არავის სჭირდება და ხშირ შემთხვევაში ახლობლები მათ სიკვდილზეც კი რომ ოცნებობენ. ქართველები კი ამ `მიტოვებულ~, `მეორადი~ ხარისხის არსებებთან ცდილობენ თავის გადარჩენას... (შესაძლოა, ჩემი ქვეყნისთვის ეს თემა უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის, რომ საქართველოში ეულად დარჩენილმა კაცმა, არ დააფასა ცოლის თავგანწირვა, მეუღლეს  უღალატა და სხვ.).

  და მაინცრეჟისორს კომპლიმენტის სახით უნდა ვუთხრათ, რომ ქალთა კინოსახეები ფილმში სრულებით არ არის სენტიმენტალური და დაჩაგრული. მართალია, მათ მძიმე სამუშაო აქვთ, მაგრამ სრულებით არა აქვთ პესიმისტური განწყობა. მათი კინოსახეები სულაც არ არის სევდიანი და საცოდავი. ასევე აღსანიშნავია სცენები, როდესაც ქალები ზოგიერთ საკითხზე დავობენ, აქ კარგადაა გამოსახული ქალთა შეკრებების თავისებურება. კოღუაშვილმა ამ სცენებში მიაღწია იმას, რომ დიალოგები ძალიან,ბუნებრივია და სრულებით არ ჰგავს ქართულ კინოში (და მათ შორის დოკუმენტურშიც) გაბატონებულ და უკვე ყბადაღებულ `მსახიობთა~ სიყალბეს.

  ფინალში ისევე ,,გამოვარდებით ფილმიდან, როგორ უცბადაც შეიჭერით, სადაც ქალები მსჯელობენ ამერიკული ფულის ქართული ფლანგვის შესახებ. . .

 

 

შედევრები

მანანა ლეკბორაშვილი

 

სამოცდაათწლიანი ტრიუმფი

 

1938 წლის 10 დეკემბერი.

     შვიდი ათეული წელია  გასული იმ დღიდან, რაც ამერიკამ იხილა

მარგარეტ მიტჩელის პირველი და უკანასკნელი რომანი `ქარწაღებულნი~.

იხილა და, როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეიყვარა. 1936 წლის ივნისში

გამოცემული წიგნი წლის ბოლოსთვის უკვე ამერიკული ლიტერატურის

ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ბესტსელერად იქცა და 1937 წელს

პულიტცერის პრემიაც დაიმსახურა. ამ დროისათვის ის უკვე 31-ჯერ იყო

გამოცემული. მაგრამ ცნობილმა პროდიუსერმა დევიდ სელზნიკმა მოვლე

-

ნებს დაასწრო და რომანის ეკრანიზაციის უფლება ჯერ კიდევ 1936 წლის

ივლისში შეიძინა, როცა მასში უცნობი ავტორის პირველ რომანში _

გადახდილი 50 000 დოლარი სენსაციურ თანხად აღიქმებოდა. და აი, უკვე

პირველი გადაღების დღე _ რეტ ბატლერი და სკარლეტ ჰარა ცეცხლ

-

მოკიდებულ ატლანტას ტოვებენ. მაგრამ სკარლეტის როლზე მსახიობი

კიდევ არ არის დამტკიცებული, მის ნაცვლად კლარკ გეიბლთან ერთად

უცნობი მსახიობი ქალია. არადა, მესამე წელი მიდის, რაც სელზნიკის

კინოკომპანიამ ფილმის მთავარი შემსრულებლების შესარჩევად საერთო

ეროვნული გამოკითხვა და `ძებნა~ გამოაცხადა. იყო ამაში ნიჭიერად

ჩაფიქრებული სარეკლამო კამპანიის დიდი წილიც, მაგრამ ისიც ფაქტია,

რომ დევიდ სელზნიკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც მსახიო

-

ბების სწორ შერჩევას, ისე ამ არჩევანის მიმართ მომავალი აუდიტორიის

დამოკიდებულებას.

    ბატლერის როლის ბედი შედარებით იოლად გადაწყდა _ მიუხედავად იმისა, რომ ამ როლზე განიხილებოდა რამდენიმე ცნობილი მსახიობი: ეროლ ფლინი, ჰერი კუპერი, ფრედერიკ მარჩი, ინგლისელი რონალდ კოლმანი და სხვა მაყურებელთა გამოკითხვით, ხმების 95% კლარკ გეიბლს ერგო. თუმცა `ჰოლივუდის მეფედ~ წოდებული და მამაკაცური მომხიბვლელობის ეტალონად აღიარებული მსახიობი თავად სრულებითაც არ იყო აღფრთოვანებული ამ იდეით

     აი, სკარლეტი კი... გამოკითხულთა 45 % ბეტ დევისს უჭერდა მხარს. მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა და გარემოებათა გამო მან ორჯერ თავად თქვა უარი როლზე. ნორმა შირერი, კეტრინ ჰეპბერნი, ტალულა ბენქჰიდი, პოლეტ გოდარი, ჯოან კროუფორდი... ალბათ, არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად ცნობილი ამერიკელი მსახიობი ქალი, რომელიც ამა თუ იმ ეტაპზე სკარლეტის როლის პრეტენდენტად არ მოიაზრებოდა. ეძებდნენ ნაკლებ ცნობილთა შორისაც, უფრო მეტიც, თითოეული ახალგაზრდა ამერიკელი ქალის გულში ღვიოდა იმედი, რომ თხუპნიას ისტორია შეიძლება მის ცხოვრებაშიც გამეორებულიყო _ დევიდ სელზნიკი ხომ სენსაციას შეჰპირდათ მათ. მაგრამ გადაღებები დაიწყო, საბოლოო გადაწყვეტილება კი მაინც არ არის მიღებული.

ძნელი სათქმელია, ფიქრობდა თუ არა პროდიუსერი დევიდ სელზნიკი, რომ იმ მომენტში, როცა მისმა ძმამ, მაირონმა, გადასაღებ მოედანზე შეაბიჯა სიტყვებით აბა, გენიოსო, მინდა სკარლეტ ჰარა გაგაცნო! _ მის ძიებას საზღვარი დაედო და რომ ის ახალი კინოლეგენდის დაბადების ზღურბლზე იდგა.

ეს კი იყო, მან კინოსინჯები შესთავაზა ამერიკისთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდა ინგლისელ მსახიობს, ვივიენ ლის და იგი ფილმის რეჟისორს, ჯორჯ კიუკორს გადაულოცა.

      კიუკორი ხშირად ამბობდა, რომ სკარლეტის როლის შემსრულებელი `ელექტრობით დამუხტული~ და `ეშმაკით შეპყრობილი~ უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს თვისებები ვივიენ ლიში მან პირველივე შეხვედრისას, ერთ-ერთი სცენის უბრალო კითხვის დროსაც აღმოაჩინა. ამასთან ერთად, მაირონ სელზნიკის მსგავსად, არც მას დარჩენია შეუმჩნეველი რომანის გმირთან მსახიობის თვალშისაცემი გარეგნული მსგავსება.

     მაგრამ სკარლეტის ძებნა კვლავ გრძელდება. მეორე დღეს დილის ათ საათზე დანიშნული კინოსინჯებისათვის სკარლეტის კაბის მორგებისას, როგორც ვივიენ ლი მოგვიანებით იხსენებდა, კაბა კიდევ ინახავდა მორიგი პრეტენდენტის სითბოს.

       კინოსინჯების შემდეგ _ ათი გაურკვევლობით სავსე დღე _ ლონდონში ვივიენს რეპეტიციები ეწყება. ის მუდარით სავსე დეპეშას უგზავნის რეჟისორს და ისიც სხვა მსახიობით ცვლის მას. მხოლოდ 21 დეკემბერს გაისმის კიუკორის ზარი: სელზნიკს სურს დარწმუნდეს, რამდენად შეძლებს ვივიენ ლი სამხრეთული დიალექტის დაუფლებას. კიდევ ერთი კინოსინჯი და ისევ გაურკვევლობის დღეები.

კარგია, რომ მაშინ ვივიენმა არ იცოდა, რით იყო დაკავებული ეს ოთხი დღე დევიდ სელზნიკიმის კერძო კინოდარბაზში ოთხი დღის განმავლობაში მიდიოდა ვივიენის და მისი სამი საბოლოო კონკურენტის _ ჯინ არტურის, ჯოან ბენეტის და პოლეტ გოდარის სინჯების ხან ცალ-ცალკე, ხან ერთმანეთის მიყოლებით დემონსტრირება. ყოველ ჯერზე ის რწმუნდებოდა, რომ არჩევანი ერთია _ ვივიენ ლი, მაგრამ ვერა და ვერ მიეღო გადაწყვეტილება.

       რას იტყვის ამერიკელი მაყურებელი, როცა გაიგებს, რომ ეს საოცნებო როლი ინგლისელს ხვდა წილად? როგორ მიიღებენ ამას სამხრეთელები? ხომ არ გამოიწვევს ეს შურისძიების წყურვილს ამერიკელ ვარსკვლავებში? როგორ აისახება ეს ფილმის ბედზე?

       სელზნიკმა  უკვე ოცდაათჯერ ნახა სინჯები; ის საათობით ათვალიერებდა პრეტენდენტების გადიდებულ ფოტოპორტრეტებს; ხუთი დღე გრძელდებოდა უწყვეტი თათბირები. კინოსინჯების რგოლი პროდიუსერმა

ნიუ-იორკში, თავის კომპანიონთანაც კი გაგზავნა, მაგრამ პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებდა, ყველა მის

დასკვნას ელოდებოდა. ბოლოს და ბოლოს 24 დეკემბერს ვივიენ ლიმ კიუკორისგან მიწვევა მიიღო. ვივიენს

გაგონილი ჰქონდა, რომ რეჟისორი ახლოს იყო კეტრინ ჰეპბერნთან და მას უჭერდა მხარს, ამიტომ  უარესისთვის იყო მზად. როდესაც რეჟისორმა აცნობა: `გადაწყვეტილება მიღებულია~, მან ასევე ოფიციალურად და

გულცივად იკითხა: `და ვინ აირჩიეთ სკარლეტის როლზე?~. მასპინძელმა ღიმილით უპასუხა: "ჩვენ თქვენზე

შევაჩერეთ არჩევანი."

    სულ მალე ჯორჯ კიუკორსა და ვივიენ ლის შორის საუკეთესო ურთიერთობა დამყარდება, რომელიც მას შემდეგაც გაგრძელდება, როცა გადაღების დაწყებიდან სულ რაღაც სამიოდ კვირაში შიდა ინტრიგების გამო რეჟისორი დატოვებს ფილმს და მას ვიქტორ ფლემინგი შეცვლის. ყოველ შაბათ-კვირას ვივიენ ლი რეგულარულად სტუმრობდა კიუკორს და მასთან ერთად აგრძელებდა თავისი როლის კონცეფციის დაზუსტებას. თავად ვივიენ ლის სიტყვებით, ის ვერასდროს ვერ შეძლებდა ამ როლის თამაშს წიგნისა და კიუკორის დახმარების გარეშეგადასაღებ მოედანზე ის მართლაც ყოველთვის მიტჩელის წიგნით ცხადდებოდა და ცდილობდა დაეცვა რომანის სული, რომელიც აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ვიქტორ ფლემინგის მოსვლის შემდეგ _ პირველივე დღეს განაცხადა, რომ ის იღებს მელოდრამას და გამუდმებით ცდილობდა უფრო სწორხაზოვანი გაეხადა პერსონაჟებიმაგრამ როგორც ოლივია დე ჰევილენდი იხსენებდა, ვივიენს გამორჩა საკუთარი ტალანტი, შინაგანი დისციპლინა და უზადო თვითორგანიზებულობა.

      როგორც იქნა, იანვარში გადაღება სრული ძალით იწყება. ჰოლივუდის მასშტაბებითაც კი, ეს უნიკალური დადგმა იყო. პროდიუსერი კინოწარმოების ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ადამიანი, ლიტერატურული პირველწყარო _ სერიოზული ნაწარმოები, და დევიდ სელზნიკმა დაიფიცა, რომ დაიცავდა ორიგინალის სულსა და არომატს. გადაღებისთვის მზადება ორი წელი გრძელდებოდა და ეპოქის ფიზიკური სახის აღდგენისადმი უსაზღვროდ პედანტური მიდგომით გამოირჩეოდა. დამდგმელმა მხატვარმა უილიამ კამერონ მენზისმა უზარმაზარი შრომა გასწია. ხუთსაათნახევრიანი სცენარი ჰოლივუდის ერთ-ერთმა საუკეთესო სცენარისტმა სიდნი ჰოუქსმა დაწერა და მიუხედავად მრავალჯერადი გადაწერისა თუ შემოკლებისა, შენარჩუნდა პირველი ვარიანტის ბირთვი. გადამღები ჯგუფის ყველა წევრი უმაღლესი დონის სპეციალისტი იყო და, რაც მთავარია, სელზნიკმა მოახერხა და შეკრიბა საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი _ მთავარ თუ მეორეხარისხოვან როლებზე.

       მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, შიდა თუ გარე ინტრიგებისა, დაძაბული ურთიერთობისა პროდუსერსრეჟისორს (რეჟისორებს)   და მსახიობებს შორის, სცენარის გზადაგზა გადაწერისა და მასზე გამუდმებული კამათისა, გადაღების ჩაშლის მრავალჯერადი საფრთხისა და . გადაღება დათქმულ, ოცდაორკვირიან ვადაში დასრულდა.

       პირველ ივლისს დევიდ სელზნიკმა საზოგადოებას ფილმის გადაღების დასრულება ამცნო. სექტემბერის ბოლოს კი სანტა-ბარბარას ერთ-ერთ კინოთეატრში შეკრებილ მაყურებელს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე აჩვენეს `ქარწაღებულნი~. ფილმის დასრულებისას აღფრთოვანებულ აპლოდისმენტებს ბოლო არ უჩანდა და დევიდ სელზნიკი, რომელიც თავად აგროვებდა მაყურებელთა დარბაზში შეფასებების ბარათებს, აცრემლდა კიდეც.

     15 დეკემბერს შედგა ფილმის საზეიმო პრემიერა ატლანტაში. ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა ეს

დღე ეროვნულ ზეიმად გამოაცხადა. ჰოლივუდის ისტორიაში პირველად ხდებოდა, რომ ტელევიზია პირდაპირ

რეპორტაჟს გადასცემდა ამგვარი ღონისძიებიდან. ყველა ერთსულოვნად აღფრთოვანებული იყო. ამერიკაში

უდიდესი წარმატების გათვალისწინებით ფილმი `განწირული~ იყო `ოსკარებისთვის.~ სიურპრიზი არც მომხ

-

დარა. 1940 წლის 28 თებერვალს სპენსერ ტრეისიმ ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის

ვივიენ ლის გადასცა. და ამას გარდა კიდევ შვიდი `ოსკარი~ მიენიჭა ფილმს ყველაზე საპატიო ნომინაციებში,

მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის _ დევიდ სელზნიკს, საუკეთესო  რეჟისურისთვის _ ვიქტორ ფლემინგს

და საუკეთესო სცენარისთვის სიდნი ჰოვარდს. მაგრამ `ოსკარების~ ისტორიამ იცის ბევრი ისეთი ფილმიც,

რომელთა სახელი, მიუხედავად საპატიო ჯილდოებისა, დღეს აღარაფერს ეუბნება მაყურებელს. მთავარი მაინც

ის არის, რომ ფილმი საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. 1939 წლის შემდეგ ის კიდევ ოთხჯერ გამოვ

-

იდა გაქირავებაში და ყოველ ჯერზე  აუდიტორიის უდიდესი ინტერესი და აღფრთოვანება მოჰყვა. 1976 წელს,

როდესაც ამერიკის ტელევიზიით პირველად აჩვენეს ფილმი, სოციოლოგების ანგარიშით მან 130-მილიონიანი

აუდიტორია შეაგროვა.

      არ მინდა დავუკარგო ღვაწლი შემოქმედებითი ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მაგრამ ამაში მთავარ `დამნაშავედ~ მაინც ვივიენ ლის სკარლეტი მიმაჩნია, რომელიც, როგორც თავის დროზე `ნიუ-იორკ თაიმსი~ წერდა, `ისეთი  მშვენიერია, რომ მსახიობისგან ნიჭსაც კი აღარ მოითხოვს, და ისე ნიჭიერია, რომ შემსრულებლისგან ასეთი სილამაზე აღარც არის საჭირო. ჯერ არ მომხდარა, რომ მსახიობი ასე შეესაბამებოდეს თავის როლს.~

 

ფილმთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

 

. რომანს თავდაპირველად ეწოდებოდა `ხვალ სხვა დღე იქნება~ (თომორროწ ის Aნოტჰერ Dაყ). სახელწოდების შეცვლის შეთავაზების შემდეგ ოცზე მეტი ვარიანტიდან მიტჩელი შეჩერდა დღევანდელ სახელწოდებაზე, რომელიც ერნესტ დოუსონის ლექსიდან არის.

          `ქარწაღებულნი~ დღემდე ითვლება ამერიკული კინოს ისტორიაში ყველაზე მომგებიან ფილმად. თუ მხედველობაში მივიღებთ დოლარის კურსის ინფლაციას და ბილეთებზე ფასის ზრდას, მის აქტივში დაახლოებით 863, 3 მილიონი დოლარია.

          ფილმის სცენარზე მუშაობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ცნობილ ამერიკელ მწერალს სკოტ ფიცჯერალდსაც.

          თუმცა `ოსკარი~ საუკეთესო რეჟისურისთვის ვიქტორ ფლემინგმა მიიღო, მის გარდა ფილმზე მუშაობდნენ: ჯორჯ კიუკორი (პირველი სამი კვირა), რომელიც კლარკ გეიბლთან და პროდიუსერთან უთანხმოების გამო იძულებულია დატოვოს ფილმი, მას ცვლის ვიქტორ ფლემინგი, რომელიც მორიგი სკანდალის შემდეგ გადასაღებ მოედანზე სამი კვირით ტოვებს გადაღებას, მას სემ ვუდი ცვლის, ფლემინგის დაბრუნების შემდეგ ისინი პარალელურად მუშაობენ, გარდა ამისა, რამდენიმე სცენა გადაღებული აქვს დამდგმელ მხატვარს უილიამ კამერონ მენზისს და თავად დევიდ სელზნიკსაც კი.

 

          დევიდ სელზნიკი ფილმში უცენზურო გამონათქვამებისთვის (დამნ, ჰელლ) 5 000 დოლარით დაჯარიმდა, მაგრამ ის ყოველთვის თვლიდა, რომ ტყუილად არ გაუღია ეს თანხა.

          ინგლისელი მსახიობი ლესლი ჰოუარდი, რომელიც ფილმში ომის გმირს ეშლი უილკისს თამაშობს, თადარიგის ოფიცერი იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ის მოხალისედ წავიდა ფრონტზე და დაიღუპა.

          ფილმში ვივიენ ლის გადაღების 125 დღე ჰქონდა და დაახლოებით 25 000 დოლარი მიიღო, კლარკ გეიბლმა 71 დღე იმუშავა და მიიღო 120 000 დოლარზე მეტი.

          2007 წლის ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში `ქარწაღებულნი~ მეექვსე ნომრად დასახელდა.

          2008 წლის ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ შედგენილ სიაში _ 10 საუკეთესო ფილმი ეპიკურ ჟანრში `ქარწაღებულნი~ მეოთხე ნომრად დასახელდა.

 

 

 

 

კადრი ფილმიდან სამი სახლი

 

კადრი ფილმიდან სამი სახლი

 

ნატო მურვანიძე და ეკა ანდრონიკაშვილი

ფილმში სამი სახლი

 

 

 

სოფო კერვალიშვილი და თორნიკე ბზიავა

ფილმში სამი სახლი

 

კადრი ფილმიდან ქალები ამერიკიდან

 

კადრი ფილმიდან ქალები ამერიკიდან

 

 

 

 

 

 

 

 

სკარლეტი - ვივეენ ლიეშლი _ ლესლი ჰოუარდი

 

 

                                                                                დისკუსია

ეთერ ოკუჯავა

რატომ `უყვარდათ~ რუსებს ქართული კინო

 

      ერთი შეხედვით სრულიად გასაგებია, რატომ უნდა მოგწონდეს ამა თუ იმ ქვეყნის კინემატოგრაფი _ კარგია და იმიტომ, მაგრამ იმ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, არსებობდა იდეოლოგიური მოთხოვნები, რასაც უმორჩილებდნენ თვით მშვენიერებასაც კი. სადისკუსიოდ მოწოდებული  წინამდებარე სტატია ამ პრობლემას ეძღვნება. იგი  გახლავთ ავტორის მიერ 1997 წელს გამოცემული წიგნის `კულტურა _ გზა გადარჩენისა~ ფრაგმენტები, სადაც კრიტიკოსის ერთი თვალსაზრისი იქნება გამოთქმული მხოლოდველით კრიტიკოსთა სხვა მოსაზრებებსაც.

 

საქართველო საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა როგორც მრავალეროვანი ქვეყანა. არაქართველი მოსახლეობის მიმართ ჩვენ ლოიალურები ვართ როგორც ყოფაში, ისე ხელოვნებაში, უფრო მეტიც, სტუმარ-მასპინძლობის ღირსეულ თვისებას ხშირად საკუთარ თავზე ნაცრის დაყრით ვცვლით. ამ პრობლემას უძღვნეს შესანიშნავი სპექტაკლი `გუშინდელნი~ რობერტ სტურუამ და თემურ ჩხეიძემ, სადაც კიდევ ერთხელ დავინახეთ ზედმეტი ქედმოხრა, თანაც არაფრის გამო. ისე უბრალოდ, შენ კარგი ხარ და მე ცუდიო. ასეთი ლოგიკა აძლიერებდა უცხო ტომის, ამ შემთხვევაში რუსის, გავლენას ჩვენში და, რაც მთავარია, თავად რუსს აყეყეჩებდა _ იგი ზედმეტად იყო დარწმუნებული თავის თავში და საკუთარ ყოვლისშემძლეობაში. მერე რას სჩადიოდა, ამის მხილველი მთელი  მსოფლიო გახდა.

    ქართული კინოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ჩრდილოელი დიდი ძმების  მოფერების ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია `არსენა~, გადაღებული ცნობილი ქართველი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის მიერ, რომელმაც XX საუკუნის 20-იან წლებში სახელი გაითქვა როგორც პოეტური მუნჯი კინოს ოსტატმაკინომოყვარულთა ერთი ნაწილი, ალბათ, სიამაყესაც კი განიცდიდა, როცა მისი ეროვნული გმირი არსენა, ახოვანი სპარტაკ ბაღაშვილის განსახიერებით, ჩატეხილი ხიდის გასამთელებლად გამწესებული ჩია ტანის მიტროხინს შეენაცვლება და ზურგით შეუდგება ხიდს, რომელზეც ჯარი გაივლის. ეს სიამაყე არსენას ზეადამიანური ძალის, მისი რაინდული სულის გამოა გაჩენილი. ესეც ჩვენი თვისებაა _ რაინდობამაგრამ სოციალისტური რეალიზმის სქემის წყალობით,  `არსენაში~,  და კიდევ მრავალ სხვა ფილმში, იგი გაშარჟებულ სახედ იქცევა, უფრო დევკაცის სიბრიყვეს ემსგავსება... და ასე ხდება მიტროხინი არსენასაგან მუდმივი მოფერებისა და ზრუნვის საგანი. მას კი თავისთავად არაფერი ევალება, გარდა იმისა, რომ შეიფეროს ყოველივე ეს. `ზემოდან~ წამოსული დამაჩლუნგებელი პოლიტიკა კარგად ჩანს, როცა ბრგე არსენას (ანუ საქართველოს) ბეჩავი მიტროხინის და მისნაირების ხელით იპყრობენ.

      დროთა განმავლობაში, ამ სქემის თემატური ვარიანტები იცვლება (დაპყრობა  იცვლება მეგობრული ზრუნვით). გავიხსენოთ `ისინი ჩამოვიდნენ მთიდან~ (1955), `კეთილი ადამიანები~ (1961), `მე ვხედავ მზეს~ (1966), `ძია ფედია~, `დათა თუთაშხიას~ პირველივე სერიის პირველივე კადრები (გონიერი რევოლუციონერი და გულუბრყვილო დათა) და .. პატიოსანი და სათნო, ბეჩავი `მიტროხინი~ ახლა უკვე გონიერი უფროსი ძმის როლში მოგვევლინა და თვითონ ზრუნავს ჩვენზე, ყოველ შემთხვევაში, გვმოძღვრავს.

       რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისი ხასიათობრივი პროტოტიპი იმასაც შეძლებს, რომ თათარს, რომლის მამა და მამის მამატრადიციულად ცხვარს სწირავდა თავის ღმერთს,  `ლექცია წაუკითხოს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რიტუალი. რეზო ესაძის მიერ `ლენფილმში~ გადაღებულ სურათში `ერთი ნახვით შეყვარება~ ეპიზოდირომელშიც ეს თემაა გაშლილი, საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს და იმდროინდელ საეკრანო ვარიანტში ცენზურამ ამოიღო კიდეც. საერთოდ, ფილმს მძიმე ხვედრი ერგო; ცხადია, სახელწიფო კინოკომიტეტს არ მოეწონა ფილმი თბილისის მრავალეროვანი ეზოებით, რეჟისორმა თითქოსდა ბაბილონის გოდოლის სახით რომ წარმოგვიდგინა (და ამით განაჩენიც გამოუტანა), და არც მის ბინადართა ცხოვრებით და ზემოხსენებული ეპიზოდით აღფრთოვანებულა იგი. ამიტომ ფილმი თაროზე შემოდო, მაგრამ მოხდა სასწაული. კინოსტუდია `ქართულმა ფილმმა~ გამოისყიდა და რესპუბლიკის ეკრანებზე იგი სწორედ `ქართული ფილმის~ დამღით გავიდა. თითქოსდა არაფერი, მაგრამ იმხანად დიდი რისკი გასწია ყველამ, ვინც მონაწილეობდა ამ `ოპერაციაში~.

     გეორგიევსიკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ხუთსერიიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი `წიგნი ფიცისა~ 1983 წელს საკავშირო გაერთიანება `ეკრანის~ დაკვეთით იქნა გადაღებული. ამ ფილმის გადაღება, როგორც რუსები იტყოდნენ, საკუთარი სამოვრით სტუმრად წასვლას ჰგავდა. ფილმის გადასაღებად რესპუბლიკას კაპიკი არ გაუღია, ხოლო მისი არგადაღება, ალბათ, შეუძლებელი იყო. ამგვარად რუსეთის სურვილი რუსეთისავე ფულით ასრულდა.

     ფილმის რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებს:

` ... მათი (იგულისხმება დამკვეთი მხარე, რუსეთი . .) უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ ფილმის

ავტრებმა (დრამატურგი ანზორ სალუქვაძე, კონსულტანტი _ ისტორიკოსი ნოდარ ასათიანი და მე) გეორგევსკის

ტრაქტატის არსი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოკავშირეთა კავშირად წარმოვაჩინეთ. სხვათა შორის,

ტრაქტატის პირველ ვარიანტში ასეცაა ნათქვამი _ `მოკავშირენი~ და არა `ქვეშევრდომნი~. სხვა საქმეა, რომ

შემდგომ ეს უფლებები წაგვერთვა და 1801 წელს საქართველო ანექსიის შედეგად რუსეთის იმპერიის გუბერ

-

ნია გახდა. როგორც ჩანს, საკავშირო კინოკომიტეტისათვის ჩვენი მდგომარეობის სასურველი  განმსაზღვრელი

ფორმულირება ეს უკანასკნელი უფრო იყო.

     ფაქტია, ჩვენმა ფილმმა საქართველოშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოებამ, რომელიც საკმაოდ გაღიზიანებელი იყო ბოლო წლების რუსული პოლიტიკის გამო, ვერ გააცნობიერა როგორც ჩვენი ფილმის, ისე საზოგადოდ რუსეთ-საქართველოს კავშირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმის შეხსენების ცდა, რაც ჩვენ დავკარგეთ, რის გამოც გაჩნდა აგრესია რუსეთის მიმართ და რასაც ჩვენცა და ჩვენი თანამემამულენიც ერთნაირად ვგმობდით. მაგრამ ერთადერთი რითაც დავიმშვიდეთ თავი, ეს აზრია _ ალბათ, დრო ყველაფერს მიუჩენს ადგილს.~

     ის, რაც თვით  გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ `შეპარვით~ ითქვათამამად და  უფრო მეტიც კრიტიკული თამით აჟღერდა კიდევ უფრო ადრე, ოთარ იოსელიანის, ალექსანდრე რეხვიაშილის, გიორგი შენგელაიას და სხვათა ფილმებში.

    60-იან წლებში ხელოვნების ყველა დარგში მომხდარმა შემოქმედებითმა აფეთქებამ უდიდესი ისტორიული შინაარსი შესძინა ქართულ ხელოვნებას. ცხოვრების პირუთვნელი ასახვის სურვილი აშკარა იყო ეგრეთ წოდებული `ლაკირების~ და `უკონფლიქტობის თეორიისპერიოდის შემდეგეროვნული სულისკვეთების `ალავერდობა~ (1962), მიხეილ კობახიძის `ქორწილი~ (1965), ოთარ იოსელიანის `გიორგობისთვე~ (1966), სადაც რეჟისორმა არა მხოლოდ პოეტური კინოს ნიმუში შექმნა, არამედ თავისუფალი ადამიანის არსებობის საკითხი რომ წამოჭრა, აშკარა გახდა რომ მარწუხების  წყვეტის პროცესი მხოლოდ  წინ წავა და იგი შეუქცევადია.

     ცხოვრების  განვითარების რიტმის მიხედვით, 70-იან წლებს ერთგვარი პიკის მისია უნდა ეტვირთა. 1970 წელს ოთარ იოსელიანმა გადაიღო ფილმი `იყო შაშვი მგალობელი~. ალბათ, ძნელი მოსაძებნია კინოკრიტიკოსი, რომელმაც გამოკვლევა ან წერილი არ მიუძღვნა ამ ფილმსმანამადე კი ფილმი ორ  წელს `თაროზე~ იდო. ცხადია, სტუდიის ხელმძღვანელობა იბრძოდა მის დასაცავად საკავშირო კინოკომიტეტისათვის, რომელიც კურირებდა, უფრო სწორად, ცენზურას უწევდა სსრ კავშირში შემავალი რესპუბლიკების კინემატოგრაფიულ პროცესს, მათ არაერთხელ მიუმართავთ  თხოვნით წერილებით, მაგრამ ამაოდ. ფილმის `დიდ~ ეკრანზე გაშვება აკრძალული იყო და უფრო მეტიც, სახკინომ იგი ჩაიბარა უმდაბლესი კატეგორიით, საკლუბო და არა საეკრანო ჩვენების უფლებით.

       საქართველოში ფილმის ეკრანზე გამოსვლას წინ უძღოდა დისპუტები და მსჯელობა კინემატოგრაფისტთა კავშირში. ზოგი დემაგოგიურად სჯიდა, ზოგს გულწრფელად არ ესმოდა, ზოგიც აღფრთოვანებული იყო. მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ლაშა თაბუკაშვილის სიტყვები: ხალხო, მოუსმინეთ სიჩუმეს როიალზე შესრულებული პიესის მერეომართლაც ამ პერიოდის  ფილმებმა სწორედ რომ ქვეტექსტებით დაიპყრო  მაყურებელთა გული და გონება. ეს იყო ქვეტექსტები მრავალმნიშვნელოვანი დასკვნებით. ფილმი უმაღლეს სასწავლებლებშიც უჩვენეს. სტუდენტებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. ეს უნივერსიტეტის ტრადიცია იყო, რამდენიმე წლით ადრე სწორედ ასეთ ჩვენებაზე ვნახე მერაბ კოკოჩაშვილის `დიდი მწვანე ველი~ _ ასევე რთული ბედის ფილმი, რომელიც დემონსტრირების შემდეგ ოვაციით დავაჯილდოეთ.

      და მაინც, ოთარ იოსელიანმა, ალბათ, ყველაზე მწვავედ დააყენა თანამედროვეობის ზნეობის საკითხი. ფილმის გმირი მსხვერპლია ირგვლივ არსებული სინამდვილისა. ეს არის დაკარგული ნიჭი, ცხოვრება ან სულაც თაობა. სიცოცხლე თავისთავად შემოქმედებითი ცნებაა და რაღაცის ქმნადობისთვისაა გამიზნული. გია აგლაძის შემთხვევაში წინასწარ არის ცნობილი, რომ იგი ვერაფერს შექმნის ადამიანისა და სისტემის შეუთავსებლობის გამო. ცხადია, ოთარ იოსელიანს ამგვარი ადამიანის ტიპი ფართო გაგებით აქვს წარმოდგენილი, და თუ საბჭოთა იდეოლოგიისა არა, მას სხვა იმპერიის ან საზოგადოებრივი ძალადობის დაღი ექნებოდა, მაგრამ კონკრეტულ ქართულ სინამდვილეში მიზეზიც კონკრეტულ შინაარსს იძენდა და სწორედ ამიტომ აღიქმებოდა იგი ბრალდებად და, თუმცა ფილმი (შემფასებელთა ყველა დონეზე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაწარმოებად აღიარეს, მისი მამხილებელი პათოსისათვის თვალი მაინც არავის გაუსწორებია.

     70-იანი წლების დამდეგს ბევრი სხვადასხვა ძალისა და შესაძლებლობების შემოქმედებითი იმპულსი გამოვლინდა. ბევრი ამოცნობილ იქნა, შეფასდა კიდეც, ბევრს ვერ მოეძებნა ეპითეტი, ზოგის ამოცნობა კი სამომავლოდ გადაიდო.

      აზროვნებითა და ესთეტიკით უღიმღამო ფილმთა ნაკადში მკვეთრად გამოასხივეს `შერეკილებმა~ (1973)

_ სახელმწიფო-სატუსაღოს პარალელის მკაფიო შეგრძნებით,  `პასტორალმა~ (1976),  რომელმაც ეჭვის ქვეშ

დააყენა საბჭოთა ადამიანის მორალი,  `ნატვრის ხემ~ (1976),  რომლითაც თენგიზ აბულაძე იდეოლოგიურად

უპირისპირდებოდა სოციალისტური რეალიზმის ცნებას (სხვათა შორის, მხოლოდ 1974 წელს გაიკაფა გზა

.აბულაძის მიერ 1968 წელს გადაღებულმა `ვედრებამ~, რომელმაც ცხრა წლის შემდეგ მიიღო მონაწილეობა

სან-რემოს საავტორო ფილმების ფესტივალში და მთავარი პრემიაც მოიპოვა). საინტერესო იყო ფორმის მხრივ

აბსოლუტურად ანტისაბჭოთა ნაწარმოები `ქალაქი ანარა~ (1976), ხოლო ალექსანდრე რეხვიაშილის `XIX საუ

-

კუნის ქართულ ქრონიკას~ (1978) თვით რუსი კრიტიკოსებიც კაფკასეულ სამყაროს ადარებდნენ (ამაზე მეტი

ანტისაბჭოური რაღა უნდა ყოფილიყო),  განსაკუთრებული თამამი იდეური მუხტით გამოირჩეოდა გიორგი

შენგელაიას `ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა~ (1984) _ ფილმი საქართველოსა და ქართველებზე,

ფილმი _ სინამდვილე, სადაც შფოთი და არეულობა სუფევსდევნა და ტყვია წყვეტს მრავალი ქართველის

ბედს, სადაც ადამიანები ტოტალურ შიშს მოუცავს. ფილმის ტრაგიკულობა ნათლად შეიგრძნო მაყურებელმა

საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც და თუ, ერთი მხრივ, იგი ჯერ კიდევ თამამ შემოქმედებით ნაბიჯს

წარმოადგენდა თვით ხელოვანის ცხოვრებაში, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრი მომწიფებული იყო მის

მისაღებად. რაც შეეხება პოლიტიკურ რეჟიმს, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ძალა, რომ აეკრძალა ფილმი, მაგრამ აღარ

შეეძლო დაეჩრდილა მისი ღირსებები. ამიტომაც იგი ისე `ეფექტიანად~ ვეღარ  ეღობებოდა მსგავსი იდეურ-

ესთეტიკური შინაარსის ფილმებს,როგორც ამას წარსულში ახერხებდნენ.

    ცხადია, ყველას ვერ ჩამოთვლი, მაგრამ შეუძლებელია არ ითქვას  `პირველი მერცხლის~ (1975) საოცარ ფინალზე, რომლის მუხტიც ბევრ მხატვრულად სრულქმნილ ფილმს გაუტოლდებოდა სიძლიერით. დღეს საგულისხმო სწორედ ის არის, რომ მწვავე აზრი გამოითქვა ისე ფრთხილად ყველასთვის  მისაღები და შესამჩნევიც რომ ყოფილიყო. აღსანიშნავია .მანაგაძის `ივანე კოტორაშვილის ამბავი~ (1974) და ურთულესი ბედის ფილმი `ამაღლება~ (1978). ზემოხსენებული ფილმები როგორც გაბნეული მარგალიტები, ისე ანათებდნენ ვისთვის თვალისმომჭრელად და გამაღიზიანებლად, ვისთვის გზის გასანათებლად და სიბრძნით კვებავდნენ მაყურებელს.

      70-80-იანი წლების ქართული შემოქმედებითი აზრი ისეთ ფორმებსა და ფერთა სიუხვეს ქმნის, ხელოვნების სხვადასხვა დარგში და  ცხადია, კინოშიც, რომ სულ უფრო იზრდება აღტაცებულ მაყურებელთა რიცხვი, მაყურებელი კი მართლაც მრავალრიცხოვანია _ საიუბილეო საღამოებზე, ხელოვნების სხვადასხვა დათვალიერებებზე, კულტურის დღეებზე, ფესტივალებზე, შემოქმედებითი კავშირების .. `გასვლით~ სხდომებზე და, რა თქმა უნდაგანუმეორებელ `შეხვედრებზე მშრომელებთან~. ეს ფორმულირება დღეს უკვე ღიმილს იწვევს და არა მარტო ფრაზის მოძველებული ჟღერის გამო. ყველამ იცის, რომ ეს ის შეხვედრებია, დაპატიჟებულ სტუმართა  პატივსაცემად გადაჭარბებულად უხვი სუფრები რომ იშლებოდა, სადაც ღვარად მოედინებოდა ღვინო და სანოვაგისგან ტევა არ იყო მაგიდაზე. ეს მართლაც ზედმეტი იყო, მაგრამ მხოლოდ შურიან თვალს შეეძლო ვერ დაენახა ქართული სუფრის მართლაც საოცარი ტრადიცია მრავალგზის ნაქები ქართული ცეკვა, სიმღერა, მოხდენილი სიტყვა-პასუხი. აღტაცებასთან ჩასაფრებული შური, მხოლოდ პურ-მარილს რომ ხედავდა, ხშირად ათქმევინებდა მავენს და მავენს, ქართველები აყვავდნენ, კანში ვერ ეტევიანზედმეტია ეს წალკოტი ამ გულარხეინი ხალხისთვისო და საერთოდ, ამ ქვეყნაში გართობის მეტი არაფერი კეთდებაო.

   შინ დაბრუნებული გამოფხიზლებული ესტრადის ცნობილი მსახიობები ჩვენს მასპინძლობაზე სკეტჩებს თხზავდნენ, ხოლო ქართველ კაცს რუსულ ფილმში ოლიგოფრენისა და შერეკილის ჰიბრიდად ხატავდნენ ძირითადად მაყურებლის გასამხიარულებლად (სხვათა შორის, ქართული ხასიათის მიმართ ასეთსავე დამოკიდებულებას იჩენდნენ ხშირად სატელევიზიო ფილმების გაერთიანება `ეკრანის~ დაკვეთით გადაღღებულ ფილმებში და არა მარტო ისინი, არამედ თვით ქართველი კინემატოგრაფისტები.) ხოლო  ერთმა ჩვენმა სტუმარმა, ძალზე ცნობილმა რუსმა კინორეჟისორმა, საქვეყნოდ განაცხადა, `მე რომ აქ ვცხოვრობდე, ვერაფერს შევქმნიდი, თქვენ ხომ სულ ქეიფში ატარებთ დროსო....~ მას აღარ გახსენებია, რომ საქართველოში სწორედ მაღალი ხელოვნების გასაცნობად იყო ჩამოსული და გვერდით ქართველ ხელოვანთა თანავარსკვლავედი ედგა, რომელიც, სხვათა შორის, შრომით ქმნიდა თავის ხელოვნებას. ჩვენები სტუმარს არ შეპასუხებიან...

      ერთი სიტყვით `მიტროხინების~, `ძია ფედიების~ (ფილმი `ძია ფედია~) და სხვა მზრუნველთაგან თავდაღ

-

წეულმა  ქართული კინოს ერთმა ნაწილმა (სწორედ რომ ერთმა, ვინაიდან, ტენდენცია რუსეთის მაამებლობისა,

როგორც უკვე ითქვა, მთლიანად ვერ მოისპობოდა, როგორც ზემოთ ნახსენები გაერთიანება `ეკრანის~, ისე მოს

-

კოვის სახკინოს საერთო ძალისხმევის გამო) `გაანაწყენა საბჭოთა კავშირის იდეოლოგი  მამები. ამის ერთგვარი

გამოხმაურება იყო საკავშირო გამოცემის ჟურნალ `ისკუსტვო კინოში~ გამოქვეყნებული კინომცოდნე იური

ბოგომოლოვის  წერილი სათაურით `ქართული კინო: სინამდვილისადმი დამოკიდებულება~, სადაც კრიტიკოსის

თავდასხმის ობიექტი ჩვენი კინემატოგრაფი გახდა.

მკითხველმა რომ წარმოიდგინოს .ბოგომოლოვის

წერილის პათოსი, იქიდან ორ ფრაგმენტს მოვიყვან.

იური ბოგომოლოვი წერს: `კინემატოგრაფისტთა

მხატვრული ტემპერამენტი, ნიჭი, პროფესიული არსი

კეთილი განზრახვა მეტისმეტად ხშირად იმსხვრავა

ბუტაფორიული სიუჟეტების საფუძველზე. ასეთი

რამ სტუდია `ქართული ფილმის~ პავილონებთან

შედარებით ხშირად არ ხდება სხვა სტუდიების პა

-

ვილონებში, მაგრამ აქ კატასტროფები და ტრამვები

რატომღაც უფრო შესამჩნევი და განსაკუთრებით

საგრძნობია. იქნებ იმიტომ, რომ აქ ასე უდავო და

ნათელია ხელოვანთა განზრახვა, ნიჭი და ტემპერა

-

მენტი?~

       ამ წერილის წაკითხვის შემდეგ სრულიად სამართლიანად გაჩენილ არასასიამოვნო განცდებთან ერთად ქართველ კინემატოგრაფისტებსაც და კინომოყვარულებსაც მრავალი შეკითხვა გაუჩნდათ. მე ხაზს ვუსვამ _ ქართველს, თორემ მრავალ სხვას რომ გულზე მალამოდ მოედებოდა .ბოგომოლოვის სტატია, ჩანს რუსეთის პერიოდულ პრესაში აქა-იქ გამოქვეყნებული გამაქილიკებელი წერილებიდანაც.

        ჩვენთან კი ასეთი კითხვა გაჩნდა: რაღა მაინცდამაინც ქართულ კინოზე მიიტანეს იერიში რუსმა მზრუნველმა `მამებმა~, რა მოხდა?

       როგორც . ბოგომოლოვის წერილის სარედაქციო მინაწერი გვამცნობს, ეს სურვილი კინოსადმი `მხურვალე~ ინტერესიდან მოდის და კიდევ, _ ქართული კინოს იდეურ-ზნეობრივი მონაპოვრები, რაც განუყოფელია მისი ესთეტიკური მიღწევებისაგან, განსაკუთრებულ წარმატებას აღწევს ისეთ ჟანრებში, როგორიცაა კომედია, ტრაგიკომედია, იგავი, რომელთაგან უმეტესის პლასტიკური სრულყოფა გამორჩეულია საბჭოთა კინოს პალიტრაში და, გამორჩეულობა კი, რაღა თქმა უნდა, გაღიზიანებას იწვევს.

     ისევ იურო ბოგომოლოვის წერილიდან: `მაგრამ სწორედ ესთეტიკური ფორმის დარგში მიღწევებმა პარადოქსულად გამოამჟღავნა ქართული  კინემატოგრაფის გარკვეული შეზღუდულობა, როგორც შედეგი იმისა, რომ მრავალი ფილმის პათოსი ბოლო ხანებში წმინდა ესთეტიკური ამოცანებით განისაზღვრებოდა. ესთეტიკურმა ჰერმეტიზმმა, თავად ხელოვნების შინაგანი პრობლემების ნაჭუჭში მოქცევამ იმით იჩინა თავი, რომ ქართული კინემატოგრაფი თანდათანობით კარგავდა მაყურებელს. ეს ფაქტი, ბუნებრივია, არ შეიძლება არ აწუხებდეთ როგორც თავად ქართველ კინემატოგრაფისტებს, ისე მის მეგობრებსაც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში~. 

        იმხანად (გასული საუკუნის 70-იანი წლები _ ..) დამოძღვრის მეთოდი რუსული იდეოლოგიის ჩვეული ფორმაა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ წერილს რამდენიმე თვით ადრე წინ უსწრებდა საქართველოში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენები. ქართველებმა, ასე ვთქვათ, `ჩააგდეს~ პროექტი სახელმწიფო ენად რუსული ენის დამკვიდრებისა. რას გამოიწვევდა ეს მომავალში,  `წითელმა~ პროგნოზისტებმა კარგად იცოდნენ და დაკარგული ქულების `ამოღებას~ ასე ცდილობდნენ.

                        

გავიდა დრო.

 

დღეს არც სსრ კავშირია და არც .. დსთ წევრები ვართ. წარმოდგენილი მოკლე ექსკურსი ქართული კინოს წარსულში ცხადყოფს, რომ  ამა წლის აგვისტოს `ცხელი დღეები~ და ბოლო 10 წლის მოვლენები გეგმაზომიერ დათრგუნვის და პროპაგანდისტული `დამუშავების~ შედეგია და რომ საქართველო მავანთათვის კვლავაც  სურვილის ობიექტიამაგრამ `როდემდე?~ _ არავინ უწყის...

 

სპარტაკ ბაღაშვილი ფილმში არსენა

 

გრიგოლ წიტაიშვილი და ოთარ მეღვინეთუხუცესი ფილმში დათა თუთაშხია

 

ოთარ იოსელიანი

 

სესილია თაყაიშვილი ფილმში ნატვრის ხე

 

ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში მონანიება

არსკვლავთა სასყვარულო ისტორიებიY

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო ერემაძე

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ბედნიერი ოჯახი

 

უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ქალაქ შაუნში. ის ძალიან რელიგიურ, ამერიკულ ოჯახში იზრდებოდა. მისი მამა, უილიამ პიტი, მუშაობდა  ტვირთის გადამზიდავი  კომპანიის მენეჯერად, ხოლო დედა ჯეინ-ეტა ჰილჰაუსი ადგილობრივ სკოლაში მასწავლებელად. ბრედი, მისი და ჯულია და მისი ძმა დაგი იზრდებოდნენ სპრინგფილდში, მისურის შტატში, სადაც მთელი ოჯახი გადავიდა ბრედის გაჩენის შემდეგ. სკოლაში ბრედ პიტი სპორტით იყო დაკავებული, ის აგრეთვე იყო სადისკუსიო კლუბის და მუსიკალური სექციის წევრი, მონაწილეობდა მოსწავლეთა თვითმმართველობაში. სკოლის დამთავრების შემდეგ პიტმა  ჩააბარა მისურიკოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ჟურნალისტიკას და სარეკლამო საქმეს. თავიდან ჟურნალისტობა მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო. მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სპეციალობით მუშაობა არ დაუწყია, ის წავიდა ჰოლივუდში მსახიობის კარიერის შექმნის ოცნებით. იქ მან   სახელი `ბრედ პიტად~ გადაიკეთა, მაგრამ შემოთავაზებული როლების რიცხვი ამით არ გაზრდილა.

      პიტი, ვიდრე მსახიობურ წარმატებას მიაღწევდა, მუშაობდა მძღოლად და ავეჯის გადამზიდავად. ის ასევე მუშაობდა რესტორნების `E Pოლლო Lოცო~ ქსელში და გიგანტური წიწილის კოსტიუმში გამოწყობილი გამვლელებს ეპატიჟებოდა სტუმრად ამ დაწესებულებებში. მუშაობასთან ერთად ის დადიოდა სამსახიობო კურსებზე. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო მას შემდეგ, რაც მას გაუმართლა და მიიღო როლი ტელესერიალში `დალასი~. ამის შემდეგ მან დაიწყო პატარა როლების თამაში სხვადასხვა სერიალებში და კინოში. 1988 წელს ბრედმა ბოლოს და ბოლოს მიიღო წამყვანი როლი ფილმში `მზის ბნელი მხარე~. მაგრამ სანამ ამ ფილმის რედაქტირება ხდებოდა, სამოქალაქო ომმა მოიცვა იუგოსლავიის ის ნაწილი სადაც გადაღებები მიმდინარეობდა და გადაღებული მასალის დიდი ნაწილი დაკარგული იყო 1998 წლამდე, როცა ფილმი ბოლოს და ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე.

     ფილმი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. რომანტიკული რიკის სახე  შეიყვარა მაყურებელმა, მაგრამ საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს კინოკრიტიკოსებმა და ამის გამო კარგა ხანს მოიხსნა ტელეეკრანებიდან. საქართველოში ფილმი მხოლოდ 2000 წელს გაუშვეს პირველად.

     1991 წელს პიტი გადაიღეს პოპულარულ ფილმში  `ტელმა და ლუიზა~. ამას მოჰყვა წარმატებული როლები ფილმებში `იქ, სადაც მდინარე მიედინება~, `შემოდგომის ლეგენდა~, `ინტერვიუ ვამპირთან~ და `შვიდი~. 1995 წელს ის იყო ნომინირებული ოსკარზე მამაკაცის  საუკეთესო  მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმში `თორმეტი მაიმუნი~.

    1995 წელს ჟურნალმა `Eმპირე~-მა იგი შეიყვანა კინოს ისტორიაში არსებულ 25 ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავთა სიაში. პიტი ორჯერ არის დასახელებული ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ცოცხალთა შორის ჟურნალ `Pეოპლე~ მიერ, რითაც ის გახდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც ერგო ასეთი პატივი ორჯერ. ქალების გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე ის მუდმივად იმყოფება მთელს მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა სიაში.

    1997 წელს გამოვიდა ფილმი `შვიდი წელი ტიბეტში~, რომელშიც გადმოცემულია ჩინეთის ტიბეტში შეჭრა. ამ ფილმის გამო, ბრედ პიტს და მის პარტნიორ დევიდ ტევლის სამუდამოდ ჩამოერთვათ ჩინეთში შესვლის უფლება.

     1999 წელს პიტმა ითამაშა ერთ-ერთი თავისი ყველაზე ცნობილი როლი ფილმში `მებრძოლთა კლუბი~. ამის შემდეგ ის გადაიღეს კიდევ რამდენიმე  ფილმში, მათ შორის `მისტერ და მისის სმიტები~ (2005), რომელშიც იგი თამაშობდა თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ანჯელინა ჯოლისთან ერთად. სწორედ ამ ფილმის გადაღების დროს შეუყვარდა წყვილს ერთმანეთი....

     პიტს დიდხანს ჰქონდა ურთიერთობა მსახიობ გვინეტ პელტროუსთან, რომელთან ერთადაც იგი მონაწილეობდა ფილმში `შვიდი~. მათ 1996 წლის დეკემბერში ჰქონდათ ნიშნობა, მაგრამ წყვილი 1997 წლის ივნისში ერთმანეთს დასცილდა. `ბულვარული~ პრესა კი მაინც გამუდმებით წერდა მათ ურთიერთობაზე.

    2000 წლის 29 ივლისს პიტი დაქორწინდა მსახიობ ჯენიფერ ენისტონზე. ისინი ერთმანეთს დასცილდნენ 2005 წლის 25 მარტს. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მათი დაშორების მიზეზი ის იყო, რომ ენისტონს არ სურდა პიტისაგან ბავშვების ყოლა, თვითონ ენისტონი კი ამას უარყოფს. გაყრის შემდეგ დაიწყო პიტის ურთიერთობა ფილმ `მისტერ და მისის სმიტებში~ მის პარტნიორ ანჯელინა ჯოლისთან.

     დიდი ხნის უარყოფის შემდეგ, 2006 წლის 11 იანვარს წყვილმა განაცხადა, რომ ჯოლი პიტისაგან ელოდებოდა შვილს. 2006 წლის 27 მაისს წყვილს შეეძინათ გოგონა შილო ნუველი. წყვილმა იშვილა კიდევ სამი ბავშვი.

    ცინიკოსები ამბობდნენ, რომ ჯოლისა და პიტის ურთიერთობები მხოლოდ მორიგი ინტრიგა იყო. მაგრამ ახლა მათ უკვე ჰყავთ საკუთარი გოგონა და სამი ნაშვილები ბავშვი. მსახიობმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მათი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება და განაცხადა, რომ მისი ქმრის მგრძნობიარე და ალერსიანმა ნატურამ მათი სიყვარული გაამყარა. მე ბედნიერი ქალი ვარ, განაცხადა ანჯელინამ, მე ლამაზი ოჯახი მაქვს, ბრედი ძალიან ნაზი მეგობარი და მშვენიერი მამაა. ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულახდილები ვართ.

     ანჯელინა ადვილად საუბრობს მამაკაცზე, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყველაზე სექსუალურად თვლიან: `ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ჩვენ, როგორც მშობლები, გამუდმებით ერთმანეთს მხარში ვუდგევართ და არ გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი დაცილება ნახონ. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დედა და მამა ყოველთვის ერთად იქნებიან.~

    ფანატიკოსებმა მოულოდნელად ანჯელინას სხვა მხრე აღმოაჩინეს. ადრე ისინი მასში ოჯახის დედას კი არ ხედავდნენ, არამედ ველურ, სექსუალურ კატას, რომელიც ტრაბახობდა ლესბოსური კავშირებით და სასტუმროებში შემთხვევითი შეხვედრების გამოცდილებით.

     ჯოლისა და პიტის ამჟამინდელ ქორწინებას დიდხანს გაგრძელების დიდი შანსი აქვს და მათ ახლა ჰოლივუდის ოქროს წყვილს უწოდებენ.

      ანჯელინამ განაცხადა, რომ ბრედი იყო მისი დასაყრდენი, როცა მისი დედა მარჩელინა ბერტრანი 56 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. პიტს მაშინ იღებდნენ ფილმში `ოუშენის 13 მეგობარი~;  `როცა დედაჩემი გარდაიცვალა ბრედი მეხმარებოდა ამ ტკივილის გადატანაში. გასვენების შემდეგ ბრედი დიდხანს მეკითხებოდა დედაჩემზე და მაიძულებდა გამეხსენებია ყველაზე სასაცილო და სასიამოვნო მომენტები. ის უჩვეულო ადამიანია~.

     ბრედმა გაზეთ  `თჰე Mირრორ~-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოცნებობს ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც საჭიროა ფეხბურთის გუნდისათვის. ახლახანს მან და ჯოლიმ იშვილეს სამი წლის პექსი ვიეტნამის უპატრონო ბავშვთა სახლიდან. პექსი ახლა ცხოვრობს ოქროს წყვილთან და სამ მათ ბავშვთან ერთად: ხუთი წლის მედოქსთან. ექვსი თვის ზახარისთან, რომლებიც ჯოლიმ კამბოჯიდან  წამოიყვანა, და ერთი წლის  გოგონა შილო ნუველთან ერთად.

    პექსი მაშინვე დაუმეგობრდა ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით მედოქსს.  `პექსი მშვენიერი ბავშვია. როცა ის ჩვენ პირველად ვნახეთძალიან მშვიდ და ჩაკეტილ ბავშვად მოგვეჩვენა, მაგრამ დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ ის აღმოჩნდა ყველაზე ხმაურიანი ჩვენს ოჯახში. ჩვენ არ ვიცით, რის გამო მოხდა ასეთი მეტამორფოზა ალბათ თავისუფლების გამო, რომელსაც ის მანამდე ვერ გრძნობდა. მე ძალიან ვამაყობ პექსით. ის მიჩვეულია მკაცრ დისციპლინას და ძნელია შეცვალო რაიმე მის ხასიათში. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და ის წარმატებებსაც აღწევს, სწავლობს ინგლისურს და უკვე შეუძლია რამდენიმე ფრაზის თქმა. მე ძალიან გამიხარდა, როცა ჩემ დაბადების დღეს მან მითხრა: დედიკო გილოცავ დაბადების დღესისინი ერთად ატარებენ დროს, ხანდახან ერთმანეთს თავსაც კი აბეზრებენ, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია და ძალიან სასაცილო. ჩვენს სახლში არასდროს არის სიწყნარე. ოთხივე ბავშვი ერთად,ნამდვილი ველური ბანდაა.~, თქვა ჯოლიმ.

     მიუხედავად იმისა, რომ პიტის და ჯოლის შვილები მალე შეეგუენ ამერიკული ცხოვრების წესს, ანჯელინას უნდა, რომ მათ არ დაივიწყონ თავიანთი ფესვები. ამისათვის მან დაიქირავა ორი დამხმარე ქალი: ერთი კამბოჯელი, რომელიც მედოქსს მშობლიურ ენაზე დაელაპარაკება, და მეორე ვიეტნამელიპექსისათვის.

     ახლახანს ჯოლი გადაიღეს ახალ ინგლისურ ფილმში `Mიგჰტყ Hეარტ~. მან ითამაშა მარიანა პერლი, იმ ჟურნალისტ დენიელ პერლის ქვრივი, რომელიც 2002 წელს პაკისტანში მოიტაცეს და დასაჯეს ისლამის მიმდევარმა ტერორისტებმა. ფილმში ფეხმძიმე მარიანა ცდილობს იპოვოს და გადაარჩინოს თავისი ქმარი.

      ანჯელინას საქველმოქმედო მოღვაწეობა და მისი მოგზაურება მთელს მსოფლიოში, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მოითხოვს ძალიან დიდ დროს. შესაძლებელია `Mიგჰტყ Hეარტ~ აღმოჩნდეს მისი ბოლო ფილმი, თუმცა ის არ აპირებს მთლიანად ჩამოსცილდეს კინოინდუსტრიას.

     `ის არის ძალიან პოპულარული! ბევრი ახალგაზრდა ადამიანი თვლის, რომ გაერო არის ძალიან მოსაწყენი, მაგრამ მათ ყველას უყვართ ანჯელინა ჯოლი,~. კომენტარი გააკეთა გაეროს სპიკერმა კრის იანოვსკიმ. ზოგიერთები ამ ყველაფერს `გაეროს მიერ MVთვის მოწყობილ შოუს~ უწოდებენ.

რაც შეეხება ანჯელინას პირად ცხოვრებას, მომავალში იგი კიდევ აპირებს ბავშვების აყვანასთუმცა ამაში ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული. `ჩვენ ახლა დიდი ოჯახი გვაქვს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. ჯერ ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ერთმანეთთან შეჩვევას. ჩვენ მოგვწონს ბავშვები. ჩვენს სახლში ჩვენ თითოეულ ბავშვს რაღაც დროს ვუთმობთ თითოეულს ინდივიდუალურად. და ჩვენ არ მივცემთ თავს იმის უფლებას იმდენი ბავშვი გვყავდეს, რომ აღარ გვქონდეს თითოეულ მათგანთან ურთიერთობის საშუალება. როცა ესინი წამოიზრდებიან და ჩვენ ვიგრძნობთ, რომ შევძლებთ დაუთმოთ დრო კიდევ ერთ ბავშვს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი ოჯახის გაზრდაზე,~_ ამბობს ანჯელინა

      ბრედ პიტი უზომოდ კმაყოფილია  იმით, რომ თბილი ოჯახი აქვს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის ნამდვილი ბედნიერებაა, როდესაც სახლში მისულს შვილები კარებთან ეგებებიან, მაგრამ ამ ბოლო დროს ის კვლავ შეაწუხა გიჟურმა იდეებმა. ის ხუმრობს, რომ აპირებს შექმნას საკუთარი სახელმწიფო. მიზეზს იმითი ხსნის, რომ ოჯახში ძალიან ბევრნი არიან, თან ყველა სხვადასხვა ეროვნების. როგორც ჟურნალისტები ჭორაობენ, წყვილი კიდევ აპირებს ბავშვების აყვანას.

 

 

 

                                                                        პორტრეტი

ლელა ოჩიაური

                        

როგორ და რატომ ირჩევენ ადამიანები შინისაკენ მიმავალ გზას?

 

ალექსანდრე რეხვიაშვილს ქართულ კინემატოგრაფში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი ფილმები, რომლებიც, ძირითადად, იგავის თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, მთლიანად `ემორჩილება~ მეტაფორული კინოს კანონებს და ასახავს სამყაროს, რომელსაც რეჟისორი გაუცხოების საფუძველზე აგებს. `რეალური~ ეკრანული ატმოსფეროს შექმნისას, იგი იყენებს მხატვრული გარდასახვის არაორდინარულ ენას და ეძებს ადამიანის ამქვეყნიური ყოფის არსს, ფილოსოფიური კუთხით ჭვრეტს მის ბუნებას და ცხოვრებისეულ დანიშნულებაზე მიგვითითებს. იგი ქმნის იგავებს და ადამიანის არჩევანის შესახებ გვიამბობს.

       თანამედროვე მხატვრის აზროვნება ხარისხობრივად სხვაა, ვიდრე ადრე იყო. მის გამომსახველ იარაღებში მეტი ცოდნა და წარმოდგენებია, მისი აზრი უფრო დახვეწილია, ასოციაციების მარაგი უფრო მდიდარი და მრავალსახოვანია. იგავის უბრალო სიტუაციები, მყარი კარკასი, შეპირისპირების პრინციპი არ ითავსებს განხორციელებისკენ მიმართულ სახეს...

        როგორ უნდა მოიქცეს ფილმის ავტორი, რომელიც ისწრაფვის თანამედროვე სინამდვილის ხორცშესხმისკენ და, ამავე დროს, კანონის, პოეტიკის (რომლებსაც ამ სახის ხორცშესხმა არ შეუძლია) დამტკიცებას ცდილობს? ჩნდება წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც შეუძლებელია, თუ `სკოლის~ პრინციპებზე უარს არ იტყვის ან არ ეცდება ალეგორიისა და იგავის პოეტიკის გართულებას, მის აფეთქებას შიგნიდან? და ალექსანდრე რეხვიაშვილი ართულებს იგავის პოეტიკას, მის ახალ ენას და გამომსახველ გზებს იგონებს და უამრავ ნაღმს აფეთქებს და ახალი ეკრანული სინამდვილის გამოგონებას ახალი სისტემების აწყობით ახერხებს.    

        `მწვანე მდელომდე~ (რომელიც შეიძლება რეჟისორის სტილური აზროვნების გამომხატველ ერთგვარ ექსპერიმენტადაც ჩაითვალოს) ალექსანდრე რეხვიაშვილი იღებს თავის პირველ (სადიპლომო) მხატვრულ ფილმს `ნუცა~ (მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით. სხვათა შორის, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც ლიტერატურულ პირველსაწყისს ეფუძნება), სადაც უკვე აშკარა და ჩამოყალიბებულია გზა, რომელსაც იგი შემდგომში გაუყვება, რომელიც მის შემოქმედებით ხელწერას და ინტერესებს განსაზღვრავს. `ნუცაში~ ჩადებული მხატვრულ-იდეური კონცეფცია უფრო მკვეთრ შეფერილობას იღებს ფილმებში `XIX საუკუნის ქართული ქრონიკა~ და `გზა შინისკენ~.

    ალექსანდრე რეხვიაშვილი მუდამ წინ უსწრებს დროს როგორც ფილმებში ჩადებული სათქმელით (რომელიც, თან თანადროულია და თან, დაუჯერებლად მარადიული), მსოფლხედვით (ეროვნულიდან _ ზოგადსაკაცობრიომდე), ისე ამ ყოველივეს მხატვრულ ფორმაში, მხატვრულ სივრცეში მოქცევის თვალსაზრისით და, ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ მისი ფილმები არ ძველდება. პირიქით, როგორც ძვირფას ღვინოებს, უფრო და უფრო ემატება ღირსება და რაც უფრო ძველდებაუფრო და უფრო `ძვირდება~.

    თუ ჩვენ რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებულ `ნუცას~, `მწვანე მდელოს~, `მე-19 საუკუნის ქართულ ქრონიკას~, `გზა შინისაკენს~, `საფეხურს~ და `მიახლოებას~ დღეს (კიდევ ერთხელ) ვნახავთ  და თანამედროვეს თვალით შევაფასებთ (მსოფლიო კინემატოგრაფის, თუნდაც უახლესი ნიმუშების ფონზე  თუ კონტექსტში და დღევანდელი კინოენის, ფორმებისა თუ აზროვნების სისტემების გვერდით), შთაბეჭდილება, რომ ეს ფილმები 30-ზე მეტი ან ცოტა ნაკლები დროის წინ და თანაც საბჭოთა რეჟიმის პერიოდშია (`ჩაკეტილ ზონაში~) გადაღებული, არანაირად არ დაგვრჩება.

    საერთოდ, კრიტიკაში მიღებული არაა, მხატვრული ქმნილების რაიმე ეპითეტით (მით უმეტეს, დადებით-აღმატებულის) შემკობა თუ დახასიათება და მის მიმართ დამოკიდებულების ამგვარად გამოხატვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ დავარღვიო კანონი და პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვთქვა, რომ ალექსანდრე რეხვიაშვილი როგორც რეჟისორი და, სხვათა შორის, როგორც ოპერატორი (გიორგი შენგელაიას `ალავერდობას~, ელდარ შენგელაიას `მიქელას~, ლეილა გორდელაძის `ძაღლის~ მიხედვით და საკუთარი ფილმების სახვით-სტილური გადაწყვეტის მაგალითზე), უბრალოდ, შედევრებს ქმნის და ამის საფუძველი ზემოთ ნათქვამთან ერთად, არაორდინარული ხელწერა, ინდივიდუალური სტილი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხატვრული აზროვნება, განუმეორებლობა და გამორჩეულობაა და ამას ბევრი არგუმენტი და მტკიცება არ სჭირდება.

    ალექსანდრე რეხვიაშვილს არავინ ჰგავს, თუ  იგი არა ჰგავს არავის (და თუ ჰგავს, მხოლოდ საკუთარ თავს)

და როგორი უცნაურიც უნდა იყოს (იქნებ, არცაა უცნაური), მას არავინ (ვერავინ) ბაძავს, არავინ ცდილობს მისი

ქმნილებების, თუ მთლიანობაში არა, სახეების  გამოყენებას. ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან იმისთვის,

რომ გაიმეორო, მიამსგავსო, მიუახლოვდე, ზუსტად ისეთივე უნდა იყო, ისევე უნდა ხედავდე, ისევე  უნდა შეგე

-

ძლოს შენი ხედვის, შენი სათქმელის, შენი ფიქრების გამოხატვა. ისევე უნდა მეტყველებდე, ისევე უნდა სახავდე.

ეს კი ალექსანდრე რეხვიაშვილის სტილია, მისი აზროვნების ფორმაა, მისი ხედვა და წარმოსახვებია და ასლის

გადაღებას არ ექვემდებარება.

     იმ დროშიც, მანამდეც და მერეც, როდესაც ხანი გადის და სამყარო ახალ ელფერს იძენს, ახალ ტონებში იფერება (თუნდაც, შავ-თეთრი ფირის მონოქრომულში, პირობითად, ფერადში გადასვლისას), რაღაც მთავარი მაინც  უცვლელი რჩება და ეს იმიტომ, რომ ფილმებში ჩადებული პრობლემები მარადიულია, მარადიულს კი არა აქვს დასაწყისი, ისევე, როგორც არა აქვს საზღვარი და ის დაუსრულებელია.

    სამივე ზემოხსენებული ფილმის ცენტრში ექსტრემალურ პირობებში მოხვედრილი ადამიანია, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს _ იბრძოლოს თუ არსებობასდამორჩილებული დაიღუპოს, დინებას გაუყვეს თუ მის წინააღმდეგ წავიდეს, შეეგუოს თუ შეეწიროს.

    ეს ადამიანები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, განსხვავებულია მათი ბედი, ხასიათები, პრინციპები, სიცოცხლისუნარიანობა, საზოგადოებასთან, ამა თუ იმ, თუ მსგავსი მოვლენებისადმი დამოკიდებულება. თუმცა, რაც მათ, პირველ რიგში, აერთიანებს, ისაა, რომ სამივე მსხვერპლია _ დროის, გარემოების, საზოგადოების ბედისწერის. და სამივე საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვის აქტს აღასრულებს, ოღონდ, სხვადასხვაგვარად.D

     სამყარო ფილმიდან ფილმამდე თითქოს უფრო მეტად იშლება და იქსაქსება და ადამიანებიც დროსთან შესაბამისად იცვლებიან. დრომ მათზეც იმოქმედა და მათ ნიადაგის სიმყარის, სამყაროს მთლიანობის შეგრძნება და ბრძოლის უნარი კიდევ უფრო დაკარგესმათ სიავე უფრო მეტად მოერიათ, მაგრამ ისეთი მკვეთრი არჩევანის გაკეთება და ისეთ პირობებში ცხოვრება, როგორც Nნუცას, ნიკოსა და ანთიმოზს,  `საფეხურისა~ და `მიახლოებისგმირებს უკვე აღარ უწევთ.   

     ნიკო _ `XIX საუკუნის ქართული ქრონიკიდან~ თანასოფლელთა მიერ მოსარჩლედ, ქომაგად, დამცველადაა არჩეული. საქმე ისაა, რომ სოფელს ერთადერთი სიმდიდრე გააჩნია _ ტყე, რომლის წართმევასა და გაყიდვასაც ქალაქელი ჩინოვნიკები აპირებენ. ამის შემდეგ, იწყება ნიკოს ეკლიანი გზა, რომელიც მეტად ხანმოკლე აღმოჩნდება. იგი ხალხისთვის წირავს თავს. თავიდანვე იცის, რომ განსაცდელს ვერ აერიდება, მაგრამ მიდის ქალაქში _ სიკვდილთან _ ბედისწერასთან შესახვედრად.

   გმირობა სულიერი ქმედებაა და არა ფიზიკური. გმირი შეიძლება სწორედ ისეთი ყმაწვილი გახდეს როგორიც ნიკოა, განათლებული, დახვეწილი, თითქოს გაუბედავი, მხრებში მოხრილი, სუსტი აღნაგობისა და უუნარო.

    პასუხისმგებლობის საკითხს ანდრე ბონარი შემდეგნაირად განსაზღვრავს: `ადამიანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმაზე, რაც უნდოდა, არამედ იმაზეც, რისი გაკეთებაც მოუხდა საკუთარი ნამოქმედარის შედეგად, თუმცა კი, არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონია, განეჭვრიტა ეს შედეგები და მით უმეტეს, თავიდან აეცილებინა ისინი.~(იხ. ანდრე ბონარი, `ბერძნული ცივილიზაცია~, . II, `ინოსტრანნაია ლიტერატურას~ გამომცემლობა, მოსკოვი,1959, გვ.114)

    `ქრონიკა~ (რომელიც, პირდაპირი გაგებით, ქრონიკა არ არის, არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, არც მხატვრულ და არც დოკუმენტურ ნამუშევრებში) სხვა მნიშვნელობით იტვირთება და საოცარი სიმძაფრით ასახავს დროს. უბრალოდ, ამ დროის განფენილობა მეტად ფართოა და მრავალშრიანი, დროის, ადგილის, მოვლენის განზოგადება უმაღლეს ხარისხშია აყვანილი და შემდეგ ხდება, განზოგადებულის კონკრეტული დროის (და მის მიღმა არსებულის) `ქრონიკად~, `დოკუმენტად~ ქცევა, კვლავ წიაღში დაბრუნება და ასე დაუსრულებლად.

   ანთიმოზ ივერიელი. რუმინეთის მიტროპოლიტი. XVII-XVIII საუკუნის პოლიტიკური, სასულიერო და კულტურის მოღვაწე, რომელიც ოსმალებმა გაიტაცეს საქართველოდან. წერდა და ილუსტრაციებით ამკობდა წიგნებს. იბრძოლა რუმინული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის ოსმალოთა წინააღმდეგ. ბოლოს იგი შეიპყრეს, ღირსება აჰყარეს და მონასტერში გააგზავნეს სამუდამოდ მსჯავრდებული. გზად, თანმხლებმა იანიჩარებმა მოკლეს და გვამი მდინარეში ჩააგდეს.

    ამ პიროვნებამ და მისმა ამბავმა შეუქმნა საფუძველი ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმს `გზა შინისაკენ~. თუმცა ისტორიამ მრავალი ცვლილება განიცადა, გარდაიქმნა და ნამდვილი ანთიმოზ ივერიელისგან მხოლოდ სახელი და რამდენიმე ფაქტი დარჩა. ერთი კაცის ძალზე მნიშვნელოვანი და ღირსეული ისტორია ერის ისტორიად იქცა. რეჟისორის მიერ თავისებურად წაკითხული ამბავი და პიროვნების არსი გაიშალა, გაღრმავდა, იგავს დაედო საფუძვლად და მრავლისმეტყველად აჟღერდა.

    ისტორიულ მასალას რეჟისორი ძალიან საინტერესოდ მიუდგა. თანამედროვე ადამიანის პოზიციიდან გააანალიზა, საკუთარი რამ ამოიკითხა, გამოიყენა და სხვა დატვირთვით წარმოადგინა. დრო განიფინა. წარსული დღევანდელობას დაუკავშირდა, რასაც ფილმის სახვითი გადაწყვეტითაც  შეუწყო ხელი.

  ალექსანდრე რეხვიაშვილი თავის ფილმში ახლებურად იაზრებს ისტორიას, რადგან დრომ, მას, როგორც ხელოვანს, როგორც პიროვნებას, ახალი იდეალები შესთავაზა. `გზა შინისაკენ~ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც ტრიპტიქტის ბოლო ნაწილი, სადაც ძირითად პრობლემას ადამიანის ბედ-იღბალი წარმოადგენდა მოძლადეთა ხელში. კინოსურათებში `ნუცა~ და `მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა~ ის აგვირგვინებს განხორციელებულ სათქმელს და მათი იდეურ-პრობლემური ხაზის გაგრძელებად წარმოსდგება.

    მაშინ, როდესაც არჩევანი თითქმის გამორიცხულია, როდესაც ცხოვრებას ნორმალური ფარგლები არ გააჩნია, როდესაც მუდმივი მონობის ქვეშ შეიძლება საბოლოოდ დაკარგო სახე, ეროვნული თვისებები, ადამიანების წინაშე ძალაუნებურად იბადება პრობლემა, რა იღონო _ შეეგუო და დაიღუპო როგორც პიროვნება, თუ იბრძოლო და დამარცხდე, ოღონდ მაინც იბრძოლო ან მოკვდე, ვიღაცის სურვილებსა და ვნებებს, ვიღაცის ძალაუფლებას დაქვემდებარებული.

     ალექსი _ `საფეხურიდან~, ყველა ნიშნითა და თვისებით თანამედროვე ეპოქის წარმომადგენელია, რომლის

სამყაროც მისივე საცხოვრებელი ადგილითაა შემოსაზღვრული, მაგრამ ჩაკეტილობის მიუხედავად (სივრცეში

_ ბუნებაში გაჭრამდე _ ხაფანგიდან თავის დაღწევამდე) რეჟისორის მიერ მოდელირებული სივრცე, ისევ და

ისევ განზოგადებული გარემოს ანარეკლად წარმოსდგება. იგი არც იბრძვის და არც ვინმეს ქომაგობს. იგი არ

-

ჩევანს აკეთებს და ტოვებს ქალაქს, მთის უგზო ფერდობით, გაურკვეველი მიმართულებით, მაგრამ სიმაღლისკენ

მიეშურება. ბედის საცდელად. ეს მისი არჩევანია.   

     საერთოდ, ალექსანდრე რეხვიაშვილისთვის დამახასიათებელია რეალურისა და ირეალურის შერწყმა, სახეთა განზოგადება, ნაცნობ სახეთა ახალ კონსტრუქციებად თუ სისტემებად აწყობა. მასთან ეკრანული მოქმედება აღიქმება, თითქოს სარკმლიდან დანახული და მზერის (ობიექტივის) არეში მოხვედრილი სამყაროს შინაგანი პორტრეტის ფრაგმენტები, საეკრანო სიბრტყის მიღმა არსებული ცხოვრების მიკრომოდელი.

    მის ფილმებში არ არსებობს მოქმედების კონკრეტული `გეოგრაფიული~ ადგილი. სადღაც საქართველოში (შესაძლოა, კიდევ სადღაც), რომელიღაც ქალაქში, რომელიღაც სოფელში რაღაც ხდება. ფილმებში არ არსებობს დრო, მისი ტრადიციული აღქმა. არც დღეა და არც ღამეა, არც ზამთარი და ზაფხული. ყველაფერი რაღაც უცნაური, იდუმალი შუქითაა მოსილი. რეჟისორი ქმნის კინემატოგრაფიული სივრცის საოცარ შეგრძნებას. კადრები ჰაერითაა სავსე და მეტად მეტყველი გამომსახველობის მქონე ელემენტებით ივსება.

    პირობითი სამყაროს შექმნისას, რეჟისორი ფორმას მთლიანად იდეას უმორჩილებს. გამომსახველობითი მხარის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანია, მისი, როგორც ოპერატორის წვილილი, რაც ეხმარება შექმნას სწორედ ისეთი პლასტიკური მხარე როგორიც ჩაფიქრებული აქვს.

    ნებისმიერი სიმბოლო, რომელსაც ალექსანდრე რეხვიაშვილი თავის ფილმში იყენებს, არაერთგვაროვანი მნიშვნელობით აღიქმება. როდესაც საუბარია ამა თუ იმ სიმბოლოსა თუ მეტაფორის წაკითხვაზე, მნიშვნელოვნია იმის დანახვაც, თუ როგორ კვეთენ ისინი ერთმანეთს, როგორ ერწყმიან ისინი შიდაეკრანულ სივრცეს და როგორ გადიან მის საზღვრებს გარეთ, დროისა და ეპოქის უარყოფით, იმ განზომილებებში, რომელთა არსი რეალურისა და გამონაგონის ჰარმონიულ წონასწორობაშია.

    მისი ფილმები _ ესაა  იგავი ადამიანის შესახებ, ზნეობისა და სიწმინდის, სიკეთისა და ბოროტების, შავბნელი ძალისა და სიავესთან შემგუებლობის, სიბრძნისა და გადარჩენის გზების ძიების შესახებ.

    მხატვრული გადაწყვეტის მხრივ ერთიანი, თანაბარი, თითქოს ერთფენოვანი ფილმები, როგორც იდეურ ხაზთა არაერთგვაროვანი სპექტრი, მრავალი სიღრმის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მრავალ საკითხს ეხება და ერთ ძირითადს და მნიშვნელოვან პრობლემას უკავშირდება. ყველაფერი თითქოს უხილავად ერწმის ერთმანეთს, რადგან აქ ცალკე არც ერთი საკითხი, ფაქტი და ადამიანი არ არსებობს. ყველაფერი ერთიანდება. მეორისგან გამომდინარეობს და ერთ ამოცანას ექვემდებარება. ფილმები ერთიან მეტაფორად აღიქმება და ყველაფერი პირობით გადაწყვეტას უსვამს ხაზს.

    მასთან ყველა მოქმედი პირი სიმბოლოა და არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას (თუმცა მათი დახასიათება აქ ზუსტი და მიზნობრივად გათვლილია), არამედ ზოგადს და მრავალს განასახიერებს.

    ბოლო რამდენიმე წელია ალექსანდრე რეხვიაშვილი (ქართული რეალობიდან და მისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე) დოკუმენტურ ფილმებს იღებსP(`უკანასკნელნი~, `ებრაელთა ბედნიერება~, `აღთქმული მიწა. დაბრუნება~, `სამკუთხა წრეში~, `კოლექციონერი~), მაგრამ პრინციპებს არ ღალატობს.

     ბუნებრივია, როდესაც იგი კინოს ერთი სახეობიდან მეორეში გადადის, ბევრი რამ იცვლება. დოკუმენტურ მასალას რეჟისორი მხატვრულისგან განსხვავებით უდგება და ცხოვრებისეულ სინამდვილეში ზედმეტად არ ერევა. თუმცა, ამ სინამდვილეშიც იგი თავისას და თავისებურად ხედავს და ცხადია, თავისებურად ასახავს, არაიდენტურად, მაგრამ რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს.

   დოკუმენტურ კინოში იგი კვლავ იმ ღირებულებებზე მიუთითებს, რაც არსებობდა და რაც, სამწუხაროდ, იკარგება. ამ შემთხვევაში, უკიდურესად მხატვრულ ფორმას, განყენებულ, გაუცხოებულ ეკრანულ რეალობას დოკუმენტური სიზუსტით წარმოდგენილი სამყარო, ადამიანები, მათი ცხოვრება, კონკრეტული საზოგადოება და მისი ბედი, სინამდვილეზე დამყარებულიMფაქტები და რეალური მოვლენები ცვლის.

     ალექსანდრე რეხვიაშვილი აჩვენებს იმას, რაც სინამდვილეში არსებობს, მაგრამ წარმავალი ან უკვე გარდასულია და რისი შენახვაც მხოლოდ ხსოვნაში ან ფირზეა შესაძლებელი, რადგან თვით ყველაზე კონკრეტული რამ, განზოგადებული და მხატვრულ სახედ ქცეული, დროში ხანგრძლივად არსებობისთვის არის განწირული. იგი გვიჩვენებს იმას, რაც იყო და იმით, რასაც და როგორც გვიჩვენებს, ქვეტექსტურად მარადიულობასთან შეხების თვისებას ანიჭებს. ინახავს და უფრთხილდება, რადგან დასაკარგად არ ემეტება.

    სამყაროში, სადაც ძალადობა ბატონობს და ღირებულებათა შელახვა გარდაუვალია, სადაც დროს და რეალობას ულმობლად მიაქვს ის ღირებულებები, რითაც ადამიანები ცხოვრობდნენ და სამყაროს ავსებდნენ _ არსებობით, ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ურთიერთობით, მიწასთან, ბუნებასთან, ერთმანეთთან სიახლოვით _ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დროის მსვლელობასთან ერთად, მათ მრავალი ქარიშხალი გადაუვლის და ყველაფერი წარსულს ბარდება. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამ ვითარებაში, `საყოველთაო ნგრევის~ ჟამს, ღირებული ხდება სწორედ ის, თუ როგორ  უფრთხილდებიან ადამიანები (ფილმის შიგნით და მის გარეთ) იმას, რაც ხელიდან უსხლტებათ, რაც იკარგება, რაც უნდა გაქრეს და მნიშვნელობას იძენს ის, თუ როგორ ახერხებენ ისინი, კვლავ სახეშენარჩუნებულ ადამიანებად, კვლავ პროცესების წარმმართველად დარჩნენ, რეალობას, დროის ზემოქმედებას გაუძლონ, არ დაემორჩილონ და მასზე ამაღლდნენ. აჯობონ დროსაც და გარემოებებსაც, რაც ბედისწერამ არგუნა.

  ისინი ეძებენ გზას, რომელიც მათ შინ დატოვებს ან შინ მიიყვანს, ეძებენ იქ, სადაც ის ნამდვილად ეგულებათ და მაშინაც კი, როდესაც გზა კი არა, ზოგჯერ ბილიკიც კი არ არსებობს. ეს გზები ხშირად სამშობლოსკენ მიემართება, ზოგჯერ წარსულისკენ, ზოგჯერ მშობლიური მიწისკენ მასთან სიახლოვისთვის და მის გადასარჩენად და ზოგჯერ კი, საკუთარი თავის აღმოსაჩენად.

 

ალექსანდრე რეხვიაშვილი

 

 

                                                                               კინონოველა

გიორგი წითური 

ბაბაჯანა ანუ `მერსედესის პატარა ამბავი B

 

_ მოტკბო გემო აქვს,. მითხრა დიმამ და თან ისეთი თვალებით შემომხედა, ვგონებ, ასეთი გემრიელი ცხოვრებაში არაფერი ეჭამოს.

_ აქაურობა მოგენატრა და შენთვის ახლა ყველაფერი გემრიელია. გავუცრუე იმედები მეგობარს. მან კი თაფლში თითი ისევ ჩაყო და ძაღლივით მის ლოკვას შეუდგა.

_ სად იყიდეგამოგიტყდებით, ამ შეკითხვას არ ველოდი. არ დაბნეულვარ და პასუხის გაცემა ირონიით ვცადე:

_ არ მიყიდია, რაც წახვედი, მას შემდეგ მეფუტკრეობას მივყე ხელი, ამრიგად ჩემი სკებიდან პირდაპირ თქვენს პირში.

ვერც ვიფიქრებდი, რომ დაიჯერებდა.

_ რთული საქმეაა, მაგრამ გემრიელი კი გამოგდის. თქვა დიმამ თვითდაჯერებული ტონით.

_ ტბილი ვარ და ტკბილი გამომდის. არ დავიბენი მე.   

91-ში, ჰო, 91-ში დიმამ დაგვიტოვა, საზეიმოდ, ყველას თვალწინ, საბჭოთა პასპორტი დაწვა და წავიდა. ჰოლანდიელებს ნიჭიერები ბევრად უფრო უყვართ და აფასებენო. 10 წელი არ გამოჩენილა, რამაც ისიც კი მაფიქრებინა, რომ მისი ბოლო სიტყვები მართალი გამოდგა. ჰოლანდიელებს ქართველები, ზოგადად კი ნიჭიერი ქართველები, ბევრად უფრო უყვართ, ვიდრე ჩვენ თვითონ, ქართველებს.

10 წლის განმავლობაში მისგან მხოლოდ ორი ზარიერთი წერილი და ერთი რაღაც ვეებერთელა ჩანათა მივიღე, რომლშიც ორი დიდი კოლოფი უცხოური ყავა, სამი ბლოკი `მალბორო ლაითი~, აი ისეთი, ერთ კოლოფში 19 ღერი რომ არის, და 5 წყვილი შავი წინდა ელაგა. ამხელა ჩანთის გამოგზავნა, ამ ყველაფრისთვის რატომ დასჭირდა ვერანაირად ვერ გავიგე. თუმცა მეგობარმა: `ვაი, შე სულელეო, კაცმა ჰოლანდიიდან `პასილკა~ გამოგიგზავნა და მაგას ვერ ხვდებიო?~ ისე მომაძახა, უმალვე თავი დებილად ვიგრძენი. ნახევარ საათში დიმას გამოგზავნილი ჩანთიდან მხოლოდ ნაფლეთებიღა იყო დარჩენილი, ხოლო ჩემი მეგობარი გაკვირვებული სახით მაკრატელს ატრიალებდა და მე შემომცქეროდა. ბოლოს წერილი მაჩვენეო, შემომძახა, ასჯერ გადაატრიალ-გადმოატრიალა, მერე მაგრად დასუნა და მაკრატლით ფურცელს პატარა ნაჭერი მოაჭრა. `ენის ქვეშ დავიდებ, თუ დადნა `ზნაჩიტ~ ეგაა~. მიპასუხა და თან ქაღალდის ნაჭერი პირდაპირ პირში გაიქანა.  `ტფუი, მოუკვდა პატრონიჰოლანდიიდან კაცი საჩუქრებს აგზავნიდე და...  ჩანს სულ გამოაშტერეს ევროპელმა ქალებმა.~ ეგ იყო და ეგ, მეტი არც არაფერი ვიცოდი და, სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ. ხოლო დროთა განმვლობაში სულ ამომივარდა თავიდან. ერთი-ორჯერ საერთო მეგობარმა თუ გამახსენა, ნეტავ სად არის, რას შვებაო.

ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ღამის ოთხის ნახევარი იყო, თუ არ მეშლება.

_ როგორ ხარ?

_ მძინავს.

_ მე კი არ მეძინება.

_ ლადუშ, შენ ხარ?

_ არა, დიმა ვარ.

_ აბა დიმა?

_ ბაბაჯანა.

_ ვა, დიმკა!

_ დაგირეკე...

_ ხო, დიმა, როგორ ხარ? რაა ახალი და კარგი?

_ 15-ში მოვფრინავ... და, ვიფიქრე, დავურეკავ-მეთქი.

_ ხო, მშვიდობაა?

_ კი, მშვიდობაა

ბაბაჯანა 15-ში ჩამოფრინდა. დავხვდი, რა თქმა უნდა. გადავეხვიე გადამეხვია და მოკლედ ყველაფერი იმგვარად როგორც აეროპორტში ხდება ხოლმე. არ მახსოვს `ბაბაჯანა~ რატომ შევარქვით, მაგრამრომ დავინახე, პირველი ზუსტად ეგ ვიფიქრე, ბაბაჯანა ბაბაჯანაა-მეთქი. მაგას ვერც ევროპა და ვერც მსოფლიო შეცვლის-მეთქი. მანქანაში ჩავჯექით, დავქოქე და მოვემზადე სასაუბროდ. დავიწყე სტანდარტული კითხვებით, რაზეც მოკლე და კონკრეტული პასუხების მაგივრად, მხოლოდ ერთი სიტყვა მივიღე: `სახლში არ გინდა, მირჩევნია, სადმე გავისეირნოთ~.

_ შენების ნახვა არ გინდა, შე კაცო? ბაბაჯანამ სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარაში გაიხედა.

_ განათებულია, უწინ გახსოვს როგორ ბნელოდა... ჩემებისთვის არ დამირავს, მოკლედ ორი დღით ვარ, წინააღმდეგი თუ არ იქნები, შენთან დავრჩები.

წესით და რიგით მისი გადარწმუნება უნდა დამეწყო, მაგრამ შინაგანმა მემ მიკარნახა, ჯობდა გავჩერებულიყავი. თავი დავუკარი, თითქოს ვუთხარი არ გრცხვენია-მეთქი?

_ ბაბაჯან, თუ გსურს მთელი წელი დარჩი. _ ბაბაჯანას გაეღიმა.

_ ქალაქი დავათვალიეროთ და მერე ჩემსკენ ჰერი-ჰერი.

ბაბაჯანა კვლავ დუმდა, ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ მერე ნოსტალგიას დავაბრალე. ასეა ხოლმე _ კაცი რომ ვერაფერს მიხვდება, მერე თვითონ უწევს გამოგონება.

_ დიმა!!!!

_ ჰაუ!!!!!

_ გახსოვს, საჩუქრები რომ გამომიგზავნე?

_ კი.

_ მისმინე, ამხელა ჩანთაში რა ჯანდაბად ჩაალაგე? პატარაშიც ჩაეტეოდა.

_ ჩანთაც საჩუქარი იყო. დიმამ წვერი გაიპარსა და აბაზანიდან გამოვიდა.

აქ რემონტია გასაკეთებელი.

_ აუფ, შენც თქვი ახალი ამბავი.

_ გინდა მოგცემ ფულს? ბევრი მაქვს, არ ინერვიულო. გამეცინა და ხმა არ ამოვიღე, თუმცა, არც უარი მითქვამს.

ერთი დღის მანძილზე დიმას სახლი საერთოდ არ დაუტოვებია, საღამოსკენ თითქოს ვალი მოიხადაო:

_ თვითმფრინავი მხოლოდ მაზეგაა.

_ დიმ, ნუ სულელობ, დარჩი რამდენი ხანიც გინდა. ბაბაჯანამ ცოტა ხანი მიყურა, შემდეგ კი კვლავ თავის ოთახს დაუბრუნდა.

ყველა თვლიდა, რომ 91-ში დიმა აუტანელ რეალობას გაექცა, ვერ გაუძლო,  `გაბანძდა და წავიდაო. კარგა ხანი მეც ასე ვფიქრობდი, შემდეგ კი აზროვნება შემეცვალა და უფრო სხვანაირად გავიხსენე მისი აფრენა, გაფრენა თუ გადაფრენა სხვა ქვეყანაში, მოკლედ კი, მომავლის შეეშინდა-მეთქი, ყველაფერი წინდაწინ გათვალა და მოშორდა-მეთქი. თან ამ `მოშორდას~ ისეთი სიძულვილით წარმოვთქვამდი, რომ მერე თვითონვე მიკვირდა, რატომ მეცვლებოდა ასე ძალიან ხმის ტონალობა და რატომ შემეძლო მეგობარი მისი არჩევანის გამო გამეკიცხა. მე ვინ მეკითხებოდა. შეიძლება, მშურდა კიდეც. მე სადარბაზოდან-სადარბაზომდე მისვლა მიჭირდა, ის კი ყვავილების ქვეყანაში არქიტექტურას სწავლობდა. ბაბაჯანა და მე უბნელები ვიყავით, შემდეგ ისე მოხდა, აკადემიაშიც ერთად მოვხვდით, ხოლო სულ ბოლოს ერთი გოგოც შეგვიყვარდა. ნინია ძალიან ლამაზი იყო, მართლა ძალიან ლამაზი. არა, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე მიყვარდა, ჩემთან ერთად მასზე ნახევარი სოლოლაკი გიჟდებოდა, სიმართლე ვთქვათ, არც ვაკე-ვერას დაუხევია უკან არაფრით. ვიცით ხოლმე ასე თბილისში _ ერთი მოგვეწონება და მერე სხვას ვეღარც ვხედავთ ვერავის. მოკლედ, მე და ბაბაჯანა იმათ რიცხვს მივეკუთვნებოდით, ვინც დღე და ღამეს ნინიაზე ფიქრში ვატარებდით. უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ერთი დიდი პლუსი გვქონდა ნინიაც აკადემიაში სწავლობდა. თუმცა, ეს უფრო ბაბაჯანასთვის იყო პლუსი, რადგან აკადემიაში კაცი არ იყო, ვინც მას არ იცნობდა და მასთან მეგობრობაზე არ ოცნებობდა. დეიდამის რაღაც გზები ჰქონდა ნაპოვნი და პირველი იმპორტული ტანსაცმელი მთელს ქალაქში დიმას სახლში ჩნდებოდა. ბაბაჯანას კი გემოვნება არ ღალატობდა _ გამოეწყობოდა უცხოელი `პიჟონივით~ და დასეირნობდა აკადემიის დერეფნებში. მე კი გვერდს ვუმშვენებდი. დიდად კითხვაზე არასდროს ვგიჟდებოდი, მაგრამ `ტომ სოიერი~ ვიცოდი, მე ჰეკლებერ ფინის როლი მერგებოდა ხოლმე, ბაბაჯანა კი ტომი იყო.

_ მგონი, ნაშვილები ვარ, დიმ.

_ მამაშენისთვის შეგიხედია როდისმე?

_ კი.

_ ჰოდა, ახლა წადი და სარკეში ჩაიხედე.

_ იცი როგორ მინდა ნაშვილები ვიყო?

_ რატომ? იქნებ, გაგმართლებოდა ჰო?

_ ჰო.

_ კაი მანქანა, კაი `შმოტკები~.

_ აჰა!

_ სულელი ხარ შენ. შენ გგონია ნინიას მარტო `შმოტკები~ მოსწონს ხომ?

_ შენ რომ მოსწონხარ?

_ ვინ გითხრა?

_ მთელი აკადემია მაგაზე ლაპარაკობს...

დიმამ მეორე დღეს გარეთ გასვლა ინება, მე ძველებურად გვერდზე მივყევი. თითქმის მთელი სოლოლაკი მოვიარეთ, მე ათას რაღაცას ვუყვებოდი, ის კი მისმენდა, ხან გაეცინებოდა, ხან უბრალოდ ყურადღებას არ მაქცევდა. მაგალითად, როცა ჩვენი ძველი მეგობრის სახლს ჩავუარეთ, წამო შევიდეთ-მეთქი ვუთხარი. ჯერ თითქოს ვერ გაიგო, შემდეგ კი, რაღა დავმალო და, სიმართლე თქვა: მაგათთვის საჩუქრები არ ჩამომიტანიაო... მთელი გზის მანძილზე სულ ერთი შეკითხვის დასმას ვცდილობდი, მაგრამ ვერ გავბედე. ჯერ იყო და, ზუსტი დრო ვერ მოვნახემერე ვიფიქრე, ხვალ ან ზეგ ვკითხავ-მეთქი. რაც ჩამოვიდა, სულ ვხვდებოდი, რომ მასაც ჰქონდა სათქმელი, მაგრამ აგერ უკვე მეორე დღე იყო, დუმდ. დაძალება და მისგან თითო-თითო სიტვის ამოგლეჯა, არც ეგ იქნებოდა კარგი საქმე. ამრიგად გავჩერდი და დინებას მივყევი, აი ასე, თბილისურად, ზანტად და მორჩილად.

_ ლამაზებო მოვედი! შემოგვყვირა ბაბაჯანამა და მეგობრის დაბადების დღეზე ნინიასთან ერთად შემოვიდა. ყველა ერთხმად მიესალმა სტუმრებს, ჭიქები შეივსო და ახლად მოსულების სადღეგრძელო ბოლომდე შეისვა. შემდეგ ბაბაჯანამ თავისი თავი თვითონვე დაიჯარიმა და იუბილარის დაბადების დღე განსხვავებულით აღნიშნა. მე ვდუმდი და შეუმჩნევლად თვალებს ნინიასკენ ვაპარებდი. გული მეწვოდა, მის დახრჩობას კი ალკოჰოლში ვგეგმავდი.

_ შენც მიყვარხარ, ოღონდ სხვანაირად... ჰო გესმის? ჩამესმა ყურში ნინიას თბილი ხმა შუა ქეიფში.

უაზროდ გამეცინა, თვალებმა კი ინსტიქტურად დიმას შეხედეს, ის კი, თურმე, დიდი ხანია მე მიცქერდა. შემდეგ შიგნით ყველაფერი დათბა..., რა საოცრებაა ცხოვრება. ერთ წამში აღარც მშურდა და აღარც ნინია მიყვარდა, არა უფრო სწორედ მიყვარდა, მაგრამ, აი ისე, `სხვანაირად~. ათასი უაზრო და აზრიანი სადღეგრძელოს შემდეგ კი, სიგარეტის მოსაწევად სადარბაზოში გავედი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ვამჯობინე, ბაბაჯანა შეუმჩნევლად მე წამომყვა.

_ დიმ, ძალიან მიყვარხარ.

_ ბაბაჯანასაც უყვარხარ..

მაქანაში ბენზინი ჩავასხი. ფული დიმამ მომცა და თან დააყოლა, სადმე ქალაქგარეთ წავიდეთ და მეტს აღარ შეგაწუხებო. არც მაწუხებდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი, რადგან მშვენივრად ვიცოდი, რომ თვითონაც ხვდებოდა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ბაბაჯანა კი რადიოში ხან ერთ ტალღას ამოირჩევდა, ხან მეორეზე გადახტებოდა. რამდენჯერმე თვალები მისკენ გავაპარე და მივხვდი, რომ თურმე ძალიან მომნატრებია, ისე ძალიან, მეტი რომ აღარ შეიძლება. მაგრამ ის უკვე სხვა იყო როგორც, ალბათ, მეც. ძალიან დიდი დრო იყო გასული და ძალიან ბევრი რამ იყო მომხდარი ამ `დიდ დროში~. ქალაქთან ახლოს პატარა ადგილი მეგულებოდა. ბიჭებს ხშირად მწვადი შეგვიწვავს ხოლმე. ისეთი ადგილია, მხოლოდ ნახატებში რომ არსებობს და იშვიათად მიწაზე, მოსაძებნია, მოკლედ. სიმწვანე და პატარა მდინარე. მივედით თუ არა, დიმამ სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მერე მიწაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:

 _ დიმ, ნინია რატომ მიატოვე? _ ბაბაჯანას არ გასცინებია, მხოლოდ მეგობრულად შემომხედა.

_ დავასწარი, უბრალოდ დავასწარი... მისმინე, შევალ მე მდინარეში.

უკანა გზაზე დიმამ დავლიოთ სადმეო, ოღონდ რესტორანი და ამბები არ მინდაო. რამე წყნარი ადგილიო, რამე კარგი მუსიკაო.

_ ეს რა ქენი, დიმ?! ყვირილით შევარდი ბაბაჯანას პლაკატებით სავსე ოთახში, ეს როგორ გააკეთე? სული მეხუთებოდა, რის გამოც ღრმად ვსუნთქავდი და ვქოშინებდი.

_ ხმა გამეცი!

ბაბაჯანამ თავი ამარიდა და სხვა ოთახში გასვლა ინება. გადავუდექი;

_ შემომხედე, შემომხედე, რომ გელაპარაკები!

ბაბაჯანა მთელი ძალით მკლავებში მწვდა, გავუძალიანდი, მაგრამ ფიზიკურად ჩემზე ძლიერს ძვრა ვერ ვუქენი.

_ ისტერიკა გაქვს ახლა შენ.

ცოტა ხანი კიდევ შევეცადე დიმას დანარცხებას, შემდეგ დავნებდი და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.

_ ღორი ხარ, მსუნაგი ღორი!

დიმა ცოტახანი შედგა, შემდეგ სახეზე ხელები ჩამოისვა, თითქოს ჭუჭყი ჩამოიწმინდაო და ჩემსკენ წამოიწია.

_ მისმინე...

ორი ნაბიჯით კვლავ უკან დავიხიე, შემდეგ კი ელვასავით მოვწყდი იქაურობას. სოლოლაკიდან ისე დავეშვი, რაკეტა ვერ გამასწრებდა, ერთი-ორჯერ ფეხიც დამიცდა, წავბორძიკდი, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება მაინც შევძელი, ბოლოს კი როცა სხეულში ყოველი ორგანო ერთმანეთში ამეზილა, ინსტიქტურად შევდექი. მთელ მსოფლიოს ვერ ვიტანდი. უცნაური პირველი სიყვარული გამომივიდა. ძმაკაციც და `სიყვარულიც~ ერთდროულად წავიდა.

მე მჯერა იმ სილამაზის, რომელსაც ყოველ დილით ფანჯარაში ვხედავ. მე მჯერა იმ საკვების, რომელსაც დედა ყოველ დილით თავის შვილს უმზადებს და საგზლად სკოლაში ატანს. მე მჯერა იმ სითბოსი, რომელსაც ორი ადამიანი ასე უნებლიედ და უსასყიდლოდ ერთმანეთს უზიარებს. ვერ ვიტან და მძულს უკან მოხედვა, მაშინაც კი, როცა სხვა გზა არც არსებობს. ეს მე არ ვარ, ეს დიმაა, რომელიც სიმთვრალეში ზუსტად იგივეა, რაც ამ ათიოდე წლის წინ. ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ ამ ნათელი და ცოტა შემთვრალი ბოდვის გარეშე ამდენი დრო და ხანი გავლიე. ვსვამთ, როგორც ბავშვები, როგორც ათი წლის უნახავი ძმაკაცები. რა იოლია ხანადახან, ყველაფერი ორ ჭიქას გაატანო, პატარა თეთრი ლაქა გახდე და ყველაფერ გადატანილს სადღაც ნაგვისყუთის რომელიღაც კუთხეში მიბრძანება სთხოვო. მე მჯერა შენი დიმა, და შემიძლია ეს მთელი ღამე ვიყვირო.

მე და ბაბაჯანა ბარიდან ერთმანეთზე გადაკიდებული გამოვედით. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ იმდენს ვიცინოდით, სანამ კუჭის თავმა ტკივილი არ დაგვიწყო.

_ საჭესთან მე მიმიშვით, გეთაყვა.

_ არა ბატონო, მთვრალი სტუმრის საჭესთან დასმა ამ ქვეყანაში სასტიკად აკრძალულია-

_ რას ამბობ, მართლა?

_ აჰა! _ დავეთანხმე თავის უნებლი ქნევით და მანქანის კარი გავაღე.

ჯერ შენ დაჯექი.

დიმამ გაშტერებულმა შემომხედა, შემდეგ კი კვლავ ისტერიული სიცილი ამოუშვა. მერე არაფერი მახსოვს.

თვალები გავახილე და თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მანქანა არ დაძრულა, ხოლო ჩემი მეგობარი  თვალებდახუჭული გვერდზე იჯდა,

_ კარგა ხანი კი გეძინა.

_ თავი მისკდება.

_ აჰა, ლუდი გიყიდე.

_ რომელი საათია?

_ ერთ საათში უნდა გათენდეს, წესით. _ თქვა დიმამ და თან ლუდი გამიხსნა.

_ სახლში?

_ არა, პატარა საქმე მაქვს სოლოლაკში.

პაუზა დავიჭირე.

_ დიმ, ნინია იქ აღარ ცხოვრობს, თექვსმეტსართულიანში ხუთოთახიანი ბინა აქვს. _ წარმოვთქვი რაღაცნაირი დამწუხრებული ხმით.

_ ჰო, ვიცი.

_ გინდა გაჩვენო?

_ სახლში შეუვარდეთ?

_ არა, უბრალოდ სახლს გაჩვენებ. _ ბაბაჯანა ცოტა ხანს დადუმდა, შემდეგ კი ძალიან ჩვეულებრივად მითხრა:

_ მიდი.

იმ ამბის შემდეგ, რაც ბაბაჯანას სახლიდან გიჟივით გამოვარდი, თვე არ იყო გასული, რომ მისი ნახვა კვლავ მომიწია. არა, აქამდეც ვხედავდი ხოლმე ქუჩაში, მაგრამ ხან სხვა გზას ვადგებოდი, ხან კი საერთოდ სახეს ვარიდებდი. რაღაც დაუმთავრებელი დღესასწაულები და ზეიმები გახდა იმის მიზეზი, რომ მისთვის ისევ ხელი ჩამომერთმია და ისევ ერთი სუფრის სტუმრები გავმხდარიყავით. ბაბაჯანა საშინლად გამოიყურებოდა, რამაც გული ოდნავ მაინც მომილბო მის მიმართ და ერთი-ორი სიტყვაც მათქმევინა. ჩვენგან განსხვავებით, დიმა ბევრს არ სვამდა, თუმცა იმ დღეს საკმაოდ ივაჟკაცა და თამადასთან შეჯიბრების სურვილიც კი გამოთქვა. ვატყობდი, რომ ორგანიზმში რაღაც მექანიზმი ჰქონდა დარღვეული, რის გამოც მასზე გაბრაზებას რაც შემეძლო ვფარავდი.

_ ახლა კი, ბატონებო, თუ ნებას დამრთავთ, და, თუ თამადა წინააღმდეგი არ იქნება, ერთ სადღეგრძელოს მეც ვიტყვი. თამადას ხმა არ ამოუღია, ორგანიზმში კი უცნაური ჟრუანტელი ვიგრძენი.

ბაბაჯანამ ჭიქა უფრო მარჯვედ დაიკავა და განაგრძო:

_ მე მსურს, ამ ჭიქით ერთი ბედნიერი და ახლად შეუღლებული წყვილის სადღეგრძელო დავლიო.

სუფრაზე ჩამოვარდნილმა სიჩუმემ თავის პიკს მიაღწია, მე კი, მგონი ამდენ ხალხში, ერთადერთი ვიყავი, ვისაც იოტისოდენა წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა ირგვლივ.

_ ნინიას გაუმარჯოს ბიჭებო, თავის მეუღლესთან ერთად. _ გული თუ არ წამივიდოდა, არ მეგონა.

ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და აუარებელ სიხარულს. ახალ ოჯახს გაუმარჯოს!

_ `რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულიო.~ დაარღვია სიჩუმე ჩვენმა ძმაკაცმა, რასაც ისეთი სიცილი მოჰყვა სუფრასთან, მეტი რომ არ შეიძლება. იცინოდა ყველა იცინოდა ბაბჯანაც.

_ იმას გაჰყვა, მოიცა, რა ჰქვია?-

_ ნიკა.

_ ჰო, ნიკა. _ ერთხმად დაესესხენ ბაბაჯანას მეგობრები.

ისა ბიჭო, ჩვენი სკოლელი რომ იყო დაწყებით კლასებში.

_ `მერსედესი~ რომ აჩუქა მამამისმა.

_ ჰო, ჰო, `მერსედესი~.

სუფრა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდა, რამაც ნინიას გათხოვების ამბავი ისტორიას გაატანა. ჩემგან განსხვავებით, საერთო მოლხენაში კვლავ არაფერს ჩამორჩა ბაბაჯანა, რაღაც წამს კი ზანტად წამოდგა და გასასვლელისკენ გასწია. შეუმჩნევლად ავედევნე. სადარბაზოს კიბე ჩემმა მეგობარმა სწრაფად ჩაირბინა, მე კი ნელი ნაბიჯებით მას ჩავყევი. ჩემდა გასაკვირად, დიმა გასასვლელთან შედგა, უკან მოტრიალდა და კვლავ კიბით ჩაბნელებული სახლის სარდაფებისკენ ჩაიპარა. გაოცებული ცოტა ხანი შევდექი, წამიერად სულმა მძლია და ფრთხილი ნაბიჯებით მეც დაბლა გავსწიე. შემდეგ რაც დავინახე, თავიდან არასდროს ამომივარდებაბაბჯანას თავი ხელებში ჩაერგო და სულმოუთქმელად ტიროდა. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, მოვტრიალდი და კვლავ მიტოვებულ მეგობრებს შევუერთდი.

ნინიას სახლს მივუახლოვდით თუ არა, მანქანა გავაჩერე. ორივე ვდუმდით. დარწმუნებული ვიყავი, თავში ორთავეს ათასი აზრი გვიტრიალებდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერცერთი ვბედავდით. წარმოქმნილი სიწყნარე კი ბაბაჯანამ ძალიან ორაზროვანი სიტყვებით დაარღვია:

_ ახლა გავარდები.

_ ბინა რომ არ იცი?... მეშვიდე სართულია. _ ვთქვი მას შემდეგ, რაც მივხდი, რომ დიმა ხმის ამომღები აღარ იყო. ბაბაჯანა მანქანიდან ნელა გადმოვიდა და ნინიას სახლისკენ დაიძრა. მე შეშფოთებული კვალდაკვალ ავედევნე. ყოველ ახალ სართულზე გულის ცემა მიორმაგდებოდა, ხოლო დიმა წინ დასახული მიზნისკენ ნელი ნაბიჯით მიილტვოდა. მეშვიდე სართულზე შედგა, ჯიბიდან ვითომდა ჩემთვის დაუნახავად რაღაც ამოიღო და ზუსტად ნინიას თეთრ რკინის კარს მიადგა. ვერ გეტყვით, საიდან გამოიცნო, ალბათ, წინათგრძნობა უფრო დიდი რამ არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. გაქვავებულმა ბაბაჯანამ ორი წუთით კართან ჩაიმუხლა, ჩემთვის უცნობი ნივთი იქვე დადო და იქაურობას მოშორდა. ნერწყვი გადავყლაპე და დიმას დატოვებულ საჩუქარს დავაკვირდი. ჩემდა გასაოცრად, ეს ასდოლარიანების საკმაოდ მოზრდილი დასტა იყო.

დაბლა ზუსტად იმ ინტერესით ჩავედი, როგორც ამ ათიოდე წლის წინ, როცა დიმას ტირილი ვნახე. აღარ ტიროდა, უბრალოდ, კიბეზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. გვერდზე მივუჯექი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი გამოკითხვის არანაირი სურვილი არ გამჩენია.

_ წავედით, ბაბაჯან?

_ არა, მოიცადე. _ წამოიყვირა მან და კვლავ მაღლა ავარდა. აღარ გავყოლილვარ. ნელი ნაბიჯით ქუჩაში გამოვედი. ცოტა ხნის მერე დიმა სახლის სადარბაზოსთან გამოჩნდაჩემთან მოირბინა და ასდოლარიანების დასტა გამომიწოდა:

_ აჰა, ეს შენ... მე ამას უკან ვეღარ წავიღებ.

19-ში დიმამ თბილისი დატოვა, არ ვიცი, რატომ გვეწვია ან რატომ წავიდა, რამ შეაწუხა ან რას ვერ გაუძლო. მე ჩემი გულის ტკივილი მქონდა _ ბაბაჯანას ვემშვიდობებოდი და რატომღაც შინაგანად ვგრძნობდი, მეტი მისი მნახველი აღარ ვიყავი. მე წინ მეფუტკრეობა მელოდა, მას კი ალბათ არქიტექტურა.

_ არ გამოვიდა ჩემგან ტომ სოიერი.

_ იტყვის ხოლმე, რა შუაშია აქ ტომ სოიერი?

_ არც მე ვარ, სამწუხაროდჰეკლებერ ფინი. _  ბოლოჯერაც შევეცადე გამეხუმრა. ბაბაჯანას გაეღიმა, აეროპორტში ფეხი შედგა და გაფრინდა.

 

 

 

კულტურული ინიციატივების ფონდი "ნატო" დაარსდა თბილისში 2004 წლის  14 ივნისს.

 

განხორციელებული პროექტი: კონკურსი "ქველი"

 

კონკურსი "ქველიეწყობა შემოდგომის მიწურულს ან საშობაოდ და აჯამებს საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მიერ ქართულ კინოში შეტანილი წვლილის შედეგებს.

მხარდამჭერები: თბილისის ზარაფხანა და რუსთაველის დრამატული თეატრი

 

 

 

კონკურსის "ქველი" მთავარი პრიზი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                 დიპლომი

 

 

 

                   ქართულ კულტურაზე ზრუნვით თქვენს მომავალს ემსახურებით

 

 

 

 

                                               დასასრული

  URL:index.htm

      kinema 1

 

Используются технологии uCoz