მაია ლევანიძე
   

ქართული რეალობა და კინოხელოვნება 90-იანი წლებიდან დღემდე

   

 

 

 

 

80-90-იან წლებში საქართველოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე ქართულ ყოფაში შეინიშნება  საზოგადოებაში მსოფმხედველობის გარკვეული სახეცვლილებები. საზოგადოებაში  ყალიბდება ახალი ეტალონები თუ იდეალები, მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები, როგორც ტოტალიტარულ მენტალურ აზროვნებაზე დაყრდნობით ასევე ეროვნულ, დასავლურ მენტალური აზროვნების ზეგავლენით. ღირებულებეთა გადაფასების პროცესში, სულ უფრო მკვეთრად ვლინდება გარკვეული ტენდენციები, როგორც სოციუმში, ასევე მის ყოფასა და ხელოვნებაშიც. (ანუ ისინი ურთიერთზეგავლენის პროცესში იბადებიან, ყალიბდებიან) ამ ტენდენციებს პირობითად შესაძლებელია лმოდური╗ ვუწოდოთ. თვით ტერმინში Ц лმოდური╗  თავისთავად ვგულისხმობ საყოველთაოდ აღიარებულს, აპრობირებულს, პოპულარულს.

лხელოვნების, პოლიტიკის, რელიგიის და ფილოსოფიის მსგავსად ლიტერატურასაც ჰყავს თავისი მოდის კანონმდებლები, ვიზედაც გამუდმებით ლაპარაკობს პუბლიკა და ვისაც შეუძლიათ მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება, ცხადია ამა თუ იმ დროიდან ამა თუ იმ დრომდ, არსებობენ მოდური მღვდლები, მოდური ფილოსოფოსები, მოდური ადვოკატები, მოდური ექიმები, მოდური მწერლები, მოდა იპყრობს ყველასა და ყველაფერს... л Ц კნუტ ჰამსუნის ესეში лმოდური ლიტერატურა╗ მკვეთრად ვლინდება  უნიჭო, თუნდაც საშუალო ნიჭის ხელოვანის აზროვნების დიაპაზონის სიმწირე, მისი წარმავლობა. ხელოვანი მედროვისადმი დროის უმოწყალო დამოკიდებულება, და ამავე დროს საუკუნის დასაწყისში წარმოთქმული ეს ფრაზა სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ქართული ყოფისა და კულტურისადმი.

  ქართულ საზოგადოებაში, სულ უფრო მკვეთრად  იკვეთება მოდური სასაუბრო კილო, ჩაცმის, ურთიერთობის, ცხოვრების ერთგვაროვანი სტილი, იქმნება კლუბები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო დარბაზები და ა.შ. რომელთა საერთო დონეც საზოგადოებაში ხშირად განისაზღვრება მათთან лმოდური ადამიანების╗ ურთიერთობთ. ანუ ტრადიციულად საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ, მკვიდრდება ცხოვრების ახალი სტილი. სტერეოტიპები, დოგმები. რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩნდება ფსეცდოინდივიდუალიზმი, თავისი მახასიათებელი ნიშნებით, ელემენტებით, ცალკეული ატრიბუტებით. მოდური ტენდენციები ზოგადად ქმნიან რელობის სიმულაციურ გარემოს, სადაც გარეგნული лკეთილდღეობის╗ ქვეშ ერთგვარი იგნორირება ხდება, იმალება ქვეყანაში მიმდინარე რთული  სოციო-პოლიტიკური პროცესები. რეალური ფაქტები და მოვლენები კულუარული დისკუსიების ობიექტებს ვერ სცილდება და მხოლოდ ვოწრო წრის განხილვის საგნად იქცევიან. მისწრაფება ჩაჯდე მოდური ტენდენციის საზღვრებში, ხელოვანს უკარგავს რეალური პროცესების აღბეჭვდის სრულ შესაძლებლობასა თუ უნარს.

ფაქტობრივად საზოგადოებაში იკარგება არსის, საგნის, მოვლენის გლონბალური ანალიზისა და ღრმად წვდომის სურვილი თუ უნარი. საზოგადოება კრიტიკის გარეშე მზად იღებს კარგად შეფუთულ, მოწოდებულ. რეკლამიებულ, ნებისმიერი ხარისხის лპროდიქციას╗. არსებულ მნაშრომში, არ მაქვს პრეტენზია, სრულად გავიაზრო, გაავანალიზო საზოგადოებაში არსებული მოვლენები, თუმცაღა ვფიქრობ რომ, სწორედ ისინი გარკვეულ ზეგავლებნას ახდენენ ქართული კულტურის განვითარებაზე.

ქართული კინო, როგორც სააერთო კულტურული სივრცის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არ შეიძლება, დარჩენილიყო ზემოთხსენებული პროცესების მიღმა. თუ 60-70 იან წლებში ქართული კინო ცდილობდა გარკვეული ორიენტირები აეღო დასავლურ კინემატოგრაფისკენ, 90-იან წლებში ძირითადი ორიენტირები საქართველოსკენ შემოტრიალდა, კონკრეტულად, უახლეს ქართულ კინოზე მეტ ზეგავლენას წინა თაობის გამოცდილება, მათი შემოქმედებითი სტილი და ფორმისეული ძიებები ახდენდა.

ქართულ კინოში 60-70-იან წლებში ასე პოპულარული, ძალზედ მიღებული იგავურ-მეტაფორული პირობითი ფორმა  დღეს ხელოვანის ინტელექტუალობის, ინდივიდუალიზმის ერთგარ ნიშნად იქცა. თუ ადრეულ პერიოდში იგი ხელოვანს საშუალებას აძლევდა რეალური პროცესებზე, მწვავე სოციო-პოლიტიკურ პრობლემაზე ესაუბრა, დღეს ფორმა დარჩა ფორმად ანუ შენარჩუნებული იქნა მისი მხოლოდ ვიზუალური ნიშნები. ფორმა ნიველირდება, იცვლება ღრმა შინაარსისგან, ხდება გაუთვითცნობიერებლად მობაძვა. რაც მას ერთგვარ лმოდურ ტენდენციად╗ აქცევს. დღეს თავისუფალ სივრცეში, როცა აღარ არსებობს ოფიციალური, იდეოლოგიზირებული ცენზურა, лშეფარვითი╗ თხრობის აუცილებლობა, აღნიშნული ფორმების პედალირება გაუმართლებელი  და მიუღებელი მეჩვენება.

ამგვარად, 60-70 იანი წლების კინო ესთეტიკისადმი პირდაპირი მიბაძვით, 90-იან წლებში ჩამოყალიბდა ტენდენცია, როცა გამოსახულება უფრო რთულია თავისი სტრუქტურით ვიდრე იდეურ-თემატური ასპექტებით. лფერწერული╗ ტენდენციის რადიკალური გამოხატულებაა ნ. ჯანელიძის ფილმი: лიავნანა╗, რომელიც ი. გოგებაშვილის მოთხრობის лიავნანამ რა ჰქმნას╗ მიხედვით შეიქმნა. მოტივი, სიუჟეტი, სტილიზირებული კადრის ფერწერულობა, ერთგვარად лდაწყობილი╗ გარემო, მკაცრი კომპოზიციური ფორმა, ფერთა მრავალფერობანი გამა უჩვეულო, არატიპიურ გარემოს ქმნის. ხშირად მოძრაობა ეწირება ფორმას. კადრის ესთეტიზაციის, მისი ხელოვნურად გაზრდის, საერთო კოლორიტის შექმნის ტენდენცია თვითმიზნური ხდება.

90-იან წლებში იკვეთება ტენდენცია დასავლური ყიფისთვის დამახასიათებელი ნიშნების და მათი მორგების ქართულ რეალობაზე. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება ზემოთხსენებულ ნ. ჯანელიძის ფილმში лიავნანა╗ და ასევე ნ. ჯორჯაძის ფილმში л შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი╗, სადაც ხდება რეალური სამყაროს лშეფუთვა╗ შელამაზება лუცხო╗ ყოფისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით, ელემენტებით და ა. შ. ანუ лმოდური╗ გამოსახულება, ფორმა, სტილი, უკვე მზა ფორმაა რომელზედაც ხელოვნურად იწყება რაიმე პრობლემის მორგება. ამა თუ იმ ფილმში დასმული მარტივი, გნებავთ ერთმნიშვნელოვანი პრობლემატიკა, ერთი შეხედვით რთულ გამომსახველობით რიგში, თავისთავად ქმნის  სწორხაზოვან მეტაფორასა და სიმბოლიკას. ფაქტობრივად, დამუშავებული და ბუნდივანი თემა ვეღარ მოიცავს რამოდენიმე საზროვნო პლასტს, შრეს, შესაძლებელია, თვით ხელოვნებაშიც კი ვერ ბადებდეს სააზროვნო იმპულსებს.

90-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესები ნაკლებად აღინიშნებოდა დადებითი ძვრებით. რთულმა სოციო-პოლიტიკურმა მდგომარეობამ წარმოქმნა ძალზედ ხელსაყრელი საფუძველი პიროვნების უარყოფითი თვისებების გამოსავლენად. აქედან გამომდინარე, აქტუალური ხდება ხელოვნების ნებისმიერი დარგისთვის მორალურ-ზნეობრივი საკითხების კვლევა. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, სადაც რეალური ცხოვრება დიდი აქტივობით გამოირჩევა, რთულია, მოხდეს მოვლენების ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი, თუნდაც ახლო წარსულის შეფასება, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელი და სასურველია იგი გააზრებული იყოს მაინც ავტორების მიერ.

კ. მელითაურისა და თ. მენაბდის ფილმი лროგორც ლურჯა ცხენები╗ არის ის შემთხვევა, როცა ავტორები ქაოტურ ფორმაში აქცევენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემებს როგორიცაა Ц ნიჰილიზმი, ძალადობა, და ა.შ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმების ავტორები იმდენად ვერ ითავისებენ, ვერ პოულობენ ინდივიდუალურ, თვითმყოფად ფორმას, რომ შეგნებულად ქმნიან სუმბურს, ფილმში მოცემული მთელი რიგი სიმბოლოები არის სწორხაზოვანი და მარტივი. ანუ лმაშტაბური╗ თემები მარტივ ნიშნებამდეა დაყვანილი.

არსებობს საპირისპირო ტენდენციაც, როცა შესაძლებელია, თემის გააზრება უფრო გლობალურად. შესაძლებელია იგი გასცდეს პირად თუ ეროვნული პრობლემების ჩარჩოებს, თუმცა იკეტება  ავტორის მიერ დადგენილ საზღვრებში და იძენს лმოდური╗ ტენდენციეს შეფერილობას.  

ომის თემა Ц თავისთავსდ იტევს მორალურЦზნეობრივ პრობლემების, სოციო-პოლიტიკური ასპექტების მრავალფეროვან სპექტრს.  აფხაზეთის თუ ოსეთის, შიდა სამოქალაქო ომები თავისთავად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქართველი ერის მენტალური აზროვნების საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. ამ თვალსაზრისით საქართველოში უფრო რთულად მიმდინარეობდა ომის შემდგომი პროცესი ვიდრე თვით ომი, მისი შედეგების გააზრებისა და თუნდაც სისტემატური ანალიზის არასაკმარისი აღმოჩნდა ათწლიანი ინტერვალისც კი. ფაქტობრივად, ხელოვნების ვერც ერთმა დარგმა ვერ მოახერხა, მიმდინარე პროცესების რეალისტური, ობიექტური სახის შექმნა. მაგალითად  ფილმებში: მ. ბორაშვილის лცარიელი სივრცე╗ ანდა მ. თავაძის лხვეული კიბე╗, რომლებიც აფხაზეთის მეტად მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება. დასმული პრობლემატიკა ვერ გასცდა პირად ლოკალურ პრობლემებს.

ერთ-ერთ ინტერვიუი სტილისტი- მოდელიორი ჟან-პოლ გოტიე  წერდა: лმე ვიმოსები Ц მე ვახდენ თვითრეალიზებას, მე ვიმოსები Ц მე ვიცავ ჩემ აზრს, მე ვიმოსები Ц ვიშორებ საბურველს. მაჩოებს, პედოფილებს, უნისექსუალებს ყველას თავისი სამოსი აქვს.

მე მსურს ვიყო ისეთი როგორიც ვარ, მე მინდა ვიყო ისეთი ვინც მსურს გავხდე. მე გამოვხატავ სამყაროს ჩემეულ ხედვას╗ - სტილისტის ეს განაცხადი, რომელიც ერთგვარი მანიფესტის შეფერილობასაც იღებს, გამოხატავს лმოდისადმი╗ დამოკიდებულებას. თუმცაღა, ის მეტად ადამიანებს, საზოგადოებას მოუწოდებს შინაგანი თავისუფლებისკენ, თვითგამოხატვისკენ. თითოეულ ჩვენთაგანს მოუწოდებს დაარღვიოს შინაგანი დადგენილი ნორმები, ტაბუები, საერთო ერთფეროვნება და ა. შ.

ანუ უფრო კონკრეტულად  ჟან-პოლ გოტიე მოდას ინდივიდუალური სტილის (უფრო ფართე გაგებით) აღმოჩენის, შემუშავების საუკეთესო საშუალებდ მიიჩნევს. რაც სამწუხაროდ დაიკარგა ჩვენში, მოხდა ინდივიდის, საკუთარი სტილისტური ნიშნის აუცილებლობის დაკარგვა. საზოგადოებაში არსებული ტენდენციების, საერთო უგემოვნების და ერთიანი  მოთხოვნილებების ჩამოყალიბების ფონზე ხელოვნებაშიც გაჩნდა ტენდენცია Ц ფორმის, ინდივიდუალური სტილის ნიველირებისა და საბოლოო ჯამში არ არსებობის.

 

# 1 (4) 2009

 

 

Используются технологии uCoz