ნათია   კოპალეიშვილი                                                                             

                          ნ       

 

 

სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვა, რომ თუ ქართულმა კინომ გაიმარჯვა, ამის ერთერთი მთავარი მიზეზი ნატო ვაჩნაძეა. მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართუულ ფრასკებზე თვთისმშობელს, რომელსაც  წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით" წერდა ტიციან ტაბიძე, 20იან წლების ქართული პოეზიის ერთერთი, ძალზე    მნიშვნელოვანი  წარმომადგენელი.

 

ნატო ვაჩნაძეს სამსახიობო განათლება არ მიუღია.  1923 წელს, როდესაც რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი არსენა ყაჩაღის გადასაღებად ემზადებოდა, ხოლო ამო ბეკნაზაროვი მამის მკვლელის (ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით),  ნატო იგონებს, რომ მას გურჯაანში ჩამოსულმა რეჟისორმა შაქრო ბერიშვილმა მიაგნო. მართლაც, ფილმისათვის გადაღებულ სინჯებში ვხედავთ  სრულიად პატარა გოგონას, რომელიც ცოტა ხანში  ქართული კინოს სამსახიობო სკოლის სახე ხდება. მაგრამ  იქამდე, ვიდრე შაქრო ბერიშვილი ნატოს  გურჯაანში ჩააკითხავდა   მისი ფოტოსურათი  ე.წ. დვარცოვზე შიხმანის ფოტოატელიეს ფირნიშზე შეამჩნია  ამო ბეკნაზაროვმა (ამ ეპიზოდს ბეკნაზაროვი აღწერს მემუარებში და შაქრო ბერიშვილი, რომელიც მეორე რეჟისორის ფნქციას ასრულებდა და ერთერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში მამისმკვლელი, გურჯაანს მიავლინა ნატოს მოსაძებნად. ამგვარად, ნატომ ერთდროულად მიიღო მონაწილეობა ვლადიმერ ბარსკის და ამო ბეკნაზაროვის  ფილმებში და სულ რამდენიმე თვის შემდეგ, არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა საბჭოა კავშირმა გაიცნო ნატო.  მისი ფოტოები უმალ გავრცელდა ჟურნალებში.  ნატო ვაჩნაძე ქართველი ვერა ხოლოდნაია1. ასე ამცნობდა აფიშები საზოგადოებას ნატოს დაბადებას. სხვათა შორის, ივანე პერესტიანი, რომელიც ორიოდ წლის შემდ, იღებს  ნატოს ფილმში ტარიელ მკლავაძის საქმე არ კმაყოფილდება მის მიერ ვარა ხოლოდნაიას მსგავსი მანერით მუშაობას და ნატოს მიზნად  უსახავს საკუთარი ხატის ძიებას. ვაჩნაძე ერთხანს უარზეცაა იმუშაოს პერესტიანთან, ამ  მოთხოვნათა გამო, მაგრამ საბოლოოდ თანხმდება და თანდათანობით იწყებს პროფესიონალი კინომსახიობის ოსტატობის დაუფლებას. შემდეგ მონაწილეობს ფილმებში:  ვინ არის დამნაშავე, ნათელა... 

 

1927 წელს, ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმზე "გიული" მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმში არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. ახალგაზრდა და ნიჭიერ  კინორეჟისირ ნიკოლოზ შენგელაიასთან გარდუვალი და საბედისწერო შეხვედრა, ნატო ვაჩნაძეს დიდ სიყვარულს სჩუქნის. ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას გულისხმობს. სულ ცოტა ხნის წინ შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები "თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო", საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. "ნათელა", "გიული", "ნარინჯის ველი", "სამშობლო" ის ფილმებია, სადაც  ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაცნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას "ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა".

 

ნატოს ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრამაც. ეს მოდა  ტეფან ცვაიგის ნოველის, ამოკის გადაღების დროს.   მარჯანიშვილს  ნატოსთვის. მიუმართავს : შენ იტალიელს უნდა  დაგამსგავსო. შენ მვენივრად ითამაშებ ჩემს სურათში, მე შენგან მსახიობს შევქმნი... მართლაც, მარჯანიშვილის ფილმში ნატოს  გმირი უკვე თავისუფალი და თამამი ქალია, მას შესანიშნავი პლასტიკა აქვს, იგი შესანისნავად ატარებს სამოსს. მარჯანიშვილი მას  საჭირო რჩევებს აძლევს და შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილებსაც  უტარებს, საბოლოო ჯამში _ ამპლუას უცვლის. შემდგომში მარჯანიშვილმა კვლავ მიიწვია ნატო "კრაზანაში" ჯემას როლზე.

 

ნატო ვაჩნაძე საკმაოდ მომთხოვნი ადამიანი იყო და ეს თვისება უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ვრცელდებოდა. თავის წიგნში მრავალგზის აღნიშნავს, რომ სურს არა მხოლოდ პოპულარულ მსახიობად დარჩენა, არამედ ჭეშმარიტ პროფესიონალად ჩამოყალიბება.  კინოში ხმის მოსვლის პარალელურად, ყველა ვარსკვლავი და მათ შორის ნატოც, ერთგვარი საშიშროების წინაშე ამოჩნდა. კინემატოგრაფი აღარ საჭიროებდა ტიპაჟს და ასპარეზზე თეატრის აქტიორები გამოვიდნენ. როგორც ნატო ვაჩნაძე იხსენებს , თეატრალური მსახიობი მათ ხმით და პროფესიონალიზმით ეჯიბრებოდა. კინომსახიობი კოლოსალურ შრომას საჭიროებდა, უხმო და ხმოვანი კინოს ბარიერი ყველამ ვერ შეძლო. 

 

1934 წელს ნატო მიხეილ ჭიაურელის ფილმ "უკანასკნელ მსკარადში მონაწილეობს. მიეხედავად იმისა, რომ ჭიაურელმა მაე ვერ ანდო სიტყვიერი როლი ვანაძემ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. ამ ეტაპს მსახიობის ახალ ხარისხში მოღვაწეობა უნდა ვუწოდოთ. "უკანასკნელი ჯვაროსნები" (რეჯ.სიკო დოლიძე), მსახიობისათვის ერთერთი პირველი ხმოვანი ფილმია, სადაც ნატომ ციციას როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ნატო ვაჩნაძეს კვლავ მიხეილ ჭიაურელი იწვევს. ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ნამუშევარი მიხეილ ჭიაურელის ფილმში "არსენა", სადაც ნენეს როლი რთულ დრამატურგიულ მონაცემს დაეფუძნა.

 

აღსანიშნავია, რომ საკუთარი თავისადმი უკომპრომისო ნატო მუდმივად ფიქრობდა თვითგანვითარებაზე, როგორც  კი დრო გამოუჩნდებოდა ნატო რიგით კინემატოგრაფისტად  იწყებდა მუშაობას. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსახიობის ბიოგრაფიისთვის, მაგრამ მას პროფესიის ათვისების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა.   ნატო ვაჩნაძემ  მომდევნო  წლებში  მნიშვნელოვანი  კინოროლები შეასრულა ფილმებში "ქაჯანა" და "აკაკის აკვანი", "მწვერვალთა დამპყრობნი".  

 

1949 წელს კინოვარსკვლავი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 

 

დასასრულ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სამსახიობო ნამუშევრებისა,  ნატო ვაჩნაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია  ეპოქისათვის დამახასიათებელი სინამდვილის გამოძახილთან ასოცირდება და ამ თვალსაზრისითაც იწვევს კვლევის სურვილს.

 

 


1.ნატო ვაჩნაძე, "მოგონებები და შეხვედრები", გამ. "ლიტერატურა და ხელოვნება", თბილისი, 1996, გვ.46.

 

#1

 

Используются технологии uCoz