ინო მაისურაძე        
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნების ფაკულტეტის მაგისტრანტი _ პირველი კურსი        
   

მილოშ  ფორმანის  ჰიპები

   


ვის შეუძლია წარმოიდგინოს თუ რას განიცდიდა მილოშ ფორმანი, როდესაც 1968 წელს ევროპიდან ამერიკაში ჩავიდა? პასუხი მარტივია: ყველას, ვინც ნახა ფილმი თმები. მილოშ ფორმანმა აქ ნაწილობრივ თავისი სახე დახატა ახალგაზრდა ოკლაჰომელის სახით. მართალია, ოკლაჰომა სულაც არ არის ევროპა და კლოდი ისევ აშშ-ში, კერძოდ კი ნიუ-იორკში ჩავიდა, ანუ ამერიკიდან ამერიკაში, მაგრამ ოკლაჰომა არამც და არამც არ არის ნიუ-იორკი. 1960-იან წლებში ევროპა პროგრესულობითY და მრავალფეროვნებით დიდად ჩამოუვარდებოდა აშშ-ის ზოგიერთ შტატს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არსებობდნენ შტატები, რომლებიც ამ მხრივ დიდად ჩამოუვარდებოდნენ უკვე ევროპას. ასეთ შტატებს მიეკუთვნებოდა ოკლაჰომაც. ასე რომ ოკლაჰომელი კონსერვატორი (რაც დამახასიათებელია ამ შტატის მცხოვრებთათვის) სულიერ სიახლოვეს ევროპელთან უფრო იგრძნობდა, ვიდრე თანამემამულე ამერიკელ ნიუ-იორკის მცხოვრებთან. სწორედ ამიტომაც განაზოგადა თავისი სახე მილოშ ფორმანმა ოკლაჰომელ კლოდში.
ოკლაჰომიდან ჩასული კლოდი ისევე შესცქერის ახალ და მრავალფეროვან ამერიკას, როგორც, ალბათ, ერთ დროს თავად ფორმანი შესცქეროდა მას. ჰიპების სამყარო თავისუფლება ყველანაირი საოციალური შეზღუდვებისგან, თუმცა არა სახელმწიფო კანონებისგან. მათ უარი თქვეს დაემორჩილონ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არ გააჩნიათ სახლი და იქ ათენებენ, სადაც უღამდებათ იქნება ეს პარკი, ქალაქის მოედანი თუ სხვა საზოგადოებრივი ადგილი არ გააჩნიათ სამსახური, რადგან არ სურთ დაემორჩილონ სხვების მიერ დადგენილ წესებს; ცხოვრობენ გამვლელების მიერ ნაწყალობევი ფულით და ამის მიუხედავად, ახერხებენ იყვნენ ბედნიერნი და აისრულონ ოცნებები. კლოდის ფულით იქირავებენ ცხენს და თავდავიწყებით მიეცემიან ქროლვას.
განსხვავებით საყოველთაოდ აღიარებული წესისგან, რომ მამაკაცს მოკლედ შეკრეჭილი თმა უნდა ჰქონდეს, რისი მაგალითიცაა კლოდი, ჰიპებს გრძელი თმა ამშვენებთ. არა, ისინი არ არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. მაშ, რატომ გრძელი თმა? რატომ? მათ ეს თვითონაც არ იციან, უბრალოდ ასე სურთ, ასე მოსწონთ და მორჩა! თუმცა შეიძლება იმიტომაც, რომ გრძელი თმა ვს. მოკლე თმა. დავამსხვრიოთ სტერეოტიპები! ფილმში ცალკე არია ეძღვნება გრძელ თმებს.
და ახლა როგორ აცვიათ?! გრძელი, ფერადი, ფართხუნა ტანსაცმელი. ფერები ერთმანეთს არ შეესაბამება, მთავარია იყოს ჭრელი და მყვირალა. მათ ჩაცმულობაში ერთმანეთს შერევია ინდიელთა მოსართავები, აზიელთა მოსასხამები, ინდოელთა სანდლები, ან სულაც შიშველი ფეხი. სრული ეკლქტიზმია. Eეს კარგად ჩანს პირველ სცენაში. ჩაცმას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰიპებისთვის. უნიფორმას ჩაიცვამ!- კივის გამწარებული ბერჯერი, როცა კლოდი მათგან წასვლას გადაწყვეტს. Uუნიფორმის ჩაცმა კი თავისთავად ჩარჩოებში მოქცევას და წესებისადმი მორჩილებას ნიშნავს. როგორც გაცვია ისეთი ხარ ქადაგებდნენ ჰიპები და შემდეგ ნაჩვენებია, თუ როგორ გამოდის ქალაქის ქუჩებში ერთსა და იმავე დროს ერთნაირ სამოსში ჩაცმული ხალხი, როგორ ერთდროულად ჩერდებიან, როგორ იწყებენ ერთდროულად მოქმედებას, მიემართებიან წინასწარ დადგენილი გეზით არავითარი პირადი გადაწყვეტილებები, უბრალოდ დაემორჩილე წესებს, მიბაძე სხვებს. ჰიპებმა კი უარი თქვეს ამაზე, მათთვის ინდივიდუალიზმია მთავარი და სწორედ ამის გამოხატვას ცდილობენ თავისი განსხვავებული სამოსითა და ვარცხნილობებით.
მათი შინაგანი სამყარო და გარეგანი სახე მთლიანად შეესაბამება ერთმანეთს. ეკლექტიური ჩაცმულობა და სინკრეტული რელიგია. მათ ყველაფერი სწამთ და ამავე დროს არაფერი. ეს კარგად ჩანს ქორწილის სცენაში: ცერემონია პროტესტანტულ ეკლესიაში იმართება, მაგრამ მას შივა ატარებს, იქით ბუდას მოურთხამს ფეხი და კიდევ მრავლადაა სხვადასხვა რელიგიისთვის დამახასიათებელი ელემენტები, განსაკუთრებით კი აღმოსვლური რელიგიებისთვის. აღმოსავლური ფილოსოფიის გავლენა ძალზე ძლიერი იყო ჰიპებში. ისმის კრიშნასა და რამასადმი მიძღვნილი საგალობელი.
ალბათ ასეთმა რელიგიურ-კულტურულმა სინკრეტიზმა თუ განაპირობა მათი ტოლერანტიზმი და პაციფიზმი. 1960იან წლებში, იმ დროს, როცა ამერიკაში ბრძოლა მიდიოდა შავკანიანი მოსახლეობისთვის სამოქალაქო უფლებების მისანიჭებლად, აფრო-ამერიკელი ჰად ჯონსონი მშვენივრად გრძნობს თავს ჰიპებს შორის და თავს მათ თანასწორად მიიჩნევს. აი, ასეთი ტოლერანტები იყვნენ ჰიპები. თავის მხრივ კი ტოლერანტიზმმა გამოიწვია სექსუალური რევოლუცია. ესეც კარგადაა ფილმში ნაჩვენები: ერთ-ერთი გმირი შვილს ელოდება, თუმცა არ არის გათხოვილი, მაგრამ ამის არ რცხვენია და კლოდსაც მოურიდებლად უცხადებს ამას. ასევე მოურიდებალდ და უცერემონიოდ ექაჩებიან ჰაშიშს. ნარკოტიკი, ძირითადად კი კანაფი ძალზე გავრცელებული იყო ჰიპებში. ესეც ნაწილობრივ აღმოსავლური კულტურის გავლენით შეგვიძლია რომ ავხსნათ, აღმოსავლური და ინდიელების კულტურის ზეგავლენით.
და ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივია ვინმე იფიქრებს, რომ ჰიპები ქუჩაში გაიზარდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სრულფასოვანი ოჯახი, მათი მშობლები გაყრილები იყვნენ, ან მამის ვინაობა არ იცოდნენ, არ ჰქონდათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, სახლი, განათლების მიღების შესაძლებლობა და დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდნენ, ერთი სიტყვით, ქუჩის მაწანწალა ბავშვებად იზრდებოდნენ, მაგრამ არა, ჰიპები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული ბავშვები იყვნენ. ამ დროს კი ამერიკაში 1920-იანი წლების შემდეგ პირველად იწყება აყვავება, ფროსფერითი და ბეიბი ბუმი. პირიქით, ამ ბავშვებს ყველაფერი გააჩნდათ, მთავრობა ყველას აკმაყოფილებდა საცხოვრებელი პირობებით სახლებით, რომლებიც ომის მერე სწრაფად გაშენდა ნიუ-იორკის გარშემო და ახალი უბნები ლევითაუნები შეიქმნა, ერთნაირი სახლებისგან შემდგარი უბანი, სადაც ბრწყინვალე საშუალო კლასის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. იმ ეპიზოდში, როცა ბერჯერი შინ მიდის, ვხედავთ მის ოჯახს, რომელიც ტრადიციული, კონსერვატიული ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბერჯერს ალბათ ყველაფერი ექნებოდა რომ მოენდომებინა, თუმცა შეიძლება სწორედ ამან გამოიწვია მისი პროტესტი, მზამზარეულმა და წინასწარ გაწერილმა ცხოვრებამ ჩამოყალიბებული იდეოლოგიით, ნორმებითა და დოგმებით. პროტესტი არამარტო ცხოვრების წესისადმი, არამედ ყველაფრისადმი: რელიგიის, კულტურის, იდეოლოგიისა და პოლიტიკის. ასე მკვეთრად და ასე მძაფარად არცერთ თაობას არ დაუფიქსირებია თავისი წინააღმდეგობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკისადმი, როგორც ჰიპებმა გამოხატეს პროტესტი ვიეტნამის ომისადმი. ბერჯერი, რომელიც ჰიპი იყო და თავისთავად პაციფისტიც, სწორედ ვიეტნამის ომში დაიღუპა. და სწორედ ბერჯერისნაირი ახალგაზრდების დაღუპვამ, რომელთაც მხოლოდ მშვიდობა და სიცოცხლით ტკბობა სწყუროდათ, გამოიწვია პროტესტის უდიდესი ტალღა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა აშშ-ის პოლიტიკაზე და ამის გამო საშინაო პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად გამოცხადდა.


URL:index.htm
Используются технологии uCoz