ნინო სიფრაშვილი        

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა სკოლა, IV კურსი

 
     


                                      

                   ემირ  კუსტურიცას  მიწისქვეშეთი    

ევროპული პოსტმოდერნიზმი, ამერიკულისგან განსხვავებით უფრო მოდერნიზმის განვითარების შემდგომ ეტაპს უახლოვდება, ვიდრე მის უარყოფას. თითოეული რეჟისორი ევროპულ პოსტმოდერნიზმში მკვეთრი ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. ევროპელი კინემატოგრაფი ნაკლებად ემორჩილება სქემატიზაციისა და სისტემატიზაციის მცდელობას. აქ თითოეული ფილმი განსხვავებულია და ცალკე განხილვას მოითხოვს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში დავკონკრეტდებით ერთ-ერთ ფილმზე რომელიც ევროპული კინემატოგრაფიის დიდი გაუგებრობის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს.
მაყურებლისკენ შემობრუნება და მისი მოთხოვნების გათვალისწინება, ფილმის სამაყურებლო თვისებებისადმი ყურადღების გამახვილება არც ევროპული კინემატოგრაფიისათვის არის უცხო, თუმა მისი ხასიათი არ ატარებს მკვეთრად უტალიტარულ და ცინიკურ ხასიათს, როგორც ამერიკულ კინოში. ევროპული კინო გაცილებით მეტ პატივს სცემს თავის მაყურებელს; სივრცეს უტოვებს მის წარმოსახვას და ფანტასიას, ემოციური და გონებრივი პროცესების დამოუკიდებლობას. ევროპული ხელოვნებისათვის მაყურებელი თანამზახველია და არა ზემოქმედების ობიექტი. ესა თუ ის ფილმი თამაშში მონაწილეობის მისაღებად იხმობს აუდიტორიას, თვალს უკრავს მას მახვილგონივრული სვლისა თუ ირონიული ციტირების დროს.
განსხვავებული სახით წარმოგვიდგება ასევე ევროპული პოლიჟანრიზმი. აქ ხდება არა ჟანრის კანონების გაფართოება, არამედშინაგანიდან აფეთქება მასში დღემდე მიუღებელი ელემენტების ჩართვით. აქ ერთმანეთს ერწყმის თითქოს ურთიერთგამომრიცხავი ჟანრული პირობითობები. ლირიზმი და პაროდია, ტრაგიზმი და ფარსი, მელოდრამატიზმი და სარკაზმი... შედეგად მიიღება თვისებრივას ახალი ეკლექტიზმი. აქ ჟანრის ერთადერთი განსაზღვრება თითქმის შეუძლებელია... ის თანაბრად ექვემდებარება სრულიად სხვადასხვა ინტერპრეტაციებს... შეგვიძლია ვთქვათრა ჟანრშია გადაწყვეტილი ემირ კუსტურიცას მიწისქვეშეთი?... იქნებ იგი პოლიტიკური ფარსია ან ეპიკური ტრაგედია... ან იქნებ ისტორიული ფილმის პაროდიაა... თუ ეპიკური მელოდრამა... სულაც ყველაფერი ერთად.
ფილმისთვის ორგანულია მუსიკა. სასულე საკრავების ორკესტრი, რომელიც ფილმთან ერთად ტრიალებს. ფილმის გული . . . დილის შემდეგ . . . პოლიტიკური ტყუილის გამო ათეულობით წელი მიწისქვეშ მყოფი ადამიანი მზის სინათლეზე ამოდის... იგი ისევ იმ ადგილას ამოდის სადაც დაიბადა _ იუგოსლავიაში, თუმცა მას ეუბნებიან, რომ იუგოსლავია აღარ არსებობს. რეჟისორ კუსტურიცას მეტამორფული იგავი მშობლიური მიწის ტრაგიკული აღსასრულისა ფასდება შემდეგნაირად: არ არსებობს ომი, სანამ ძმა საკუთარ ძმას არ მოკლავს.
რეჟისორის უმთავრესი იდეა აჩვენოს პოლიტიკური ხრიკი, რომელიც ახერხებს მთელი საზოგადოების მოტყუებას. კორუფცია, რომელსაც საუკეთესო მეგობრის ხარჯზე ატრიალებენ.
1941 წ. უდიდესი მეგობრები ბლაქი და მარკო, რომლებიც კომუნისტური პარტიის გულითადი წევრები არიან. მათ ჩვეულებისამებრ ღამის გართობას უჩვეულო დილა მოსდევს. იბომბება მათი ქალაქი, იბომბება ზოოპარკიც . . . ეს ყველაფერი წინაპირობაა იმ უეცარი გაუგებრობისა, რაც მიწის ქვეშ უნდა დაიწყოს.
მარკო და ბლექი უერთდებიან ძალებს ნაცისტების წინააღმდეგ... ბლექის ცოლმა ვერამ იცის რატომ დაძვრება ბოლო დროს მისი ქმარი თეატრში...მშვენიერი მსახიობი ნატალია, რომელიც მეგობრებს შორის ეკალის ფუნქციას ითვისებს...
ენაბლუ და კოჭლი ივანე მარკოს ძმა... ის ზოოპარკში ცხოველებს უვლიდა ... ახლა რაღა ქნას? თავს დაიღრჩობს, მაგრამ მარკო ამის საშუალებას არ აძლევს ...ივანე თავის საყვარელ მაიმუნ სონისთან ერთად ისმენს ვერას უკანასკნელ სიტყვებს მიწისქვეშეთში, მაგრამ ვერამ ახალი სიცოცხლე დატოვა სამყაროს ქვემოთ . . .იოანე ბლაქის შვილი.
მიწისქვეშეთს მარკო მართავს... მუსიკა, რომელიც მიწისქვეშეთელებს აუწყებს, რომ ომი არ დამთავრებულა... ნატალიამ ყველაფერი იცის, მაგრამ რა ქნას თუკი მარკო ისე ლამაზად ტყუის.. მან ხომ მეგობარს მის გამო უთხრა ამხელა ტყუილი.
თვით ტიტოს დანაბარები ბლექისთან, მან უნდა მოითმინოს მიწისქვეშეთში და არაფერი მოიმოქმედოს... ტიტო იუგოსლავიის კომუნიზმის სულიჩამდგემი... მიწისქვეშეთის, როგორც ზოგადად იუგოსლავიის და ბლექის გმირი და უფალი. ტიტოს სიკვდილის შემდეგ იუგოსლავია იშლება. ის აერთიანებდა სერბების, ხორვატების, ბოსნიელების ... ა.შ მიერ შექმნილ ხელოვნურ იუგოსლავიას...
მიწისქვეშეთში დრო გადის, მაგრამ ვინ იცის რამდენი... იოვანე ცოლს ირთავს... არც ელენას უნახავს მზის შუქი. ნატალია გამუდმებით ღვინის ჭიქას დაეძებს... ფხიზელი თვალით როგორ უყუროს მეგობრებს, ან თავის თავს.
ფარსს ბოლოს მაიმუნი უღებს... არავინ მიაქცია მედუდუკე მოხუცის გაფრთხილებას ყურადღება... მაიმუნი ტანკში, თანაც ჭკვიანი მაიმუნი.. მიწისქვეშეთი ინგრევა... შეშფოთებული ადამიანები საყვარელ ადამიანებს უხმობენ: ივანე სონის, იოანე მამას და მამაც იოანეს... ნატალია მარკოს... თუმცა ამ დროს მარკო მეგობრის ღალატისთვის თავს ისჯის...
იოანე მზის შუქს ხედავს რა ლამაზი ყოფილა ეს სამყარო... ელენა მზის შუქს ვერ ხედავს... თუკი იოანე აღარაა, ზემოთაც არაა ცხოვრება... მაშინ ჭაში თავს დაიხრჩობს. ბლექი ნაცისტებს მისდევს... იოანე კი ზღვაშია თუმცა ცურვა არ იცის... თუმცა ზღვაში ელენაცაა, მაშინ ისინი ერთად წავლენ.
იუგოსლავია არ დაშლილა... ბლაქი ნაცისტებისგან იცავს თავის მიწას _ იუგოსლავიას. კიდევ თავს შვილს ეძებს _ იოანეს, სადღაც ზღვასთან რომ დაკარგა.
ივანე სიმართლეს იგებს... იუგოსლავია დაიშალა... რომელიც ხელოვნურად შექმნეს... მიწისქვეშეთიც დაიშალა, მისი ძმის ტყუილი... ღმერთი აპატიებს ივანეს მის მოკვლას... .მარკო კვდება და უკანასკნელ სიტყვებს ეუბნება ნატალიას არ არსებობს ომი, სანამ ძმა არ მოკლავს საკუთარ ძმას... ივანეც აისრულებს დიდი ხნის სურვილს და ყულფში გაყოფს თავს... და ახალი დასაწყისი... განბანილი გმირები ახალ მიწაზე ახალ სიცოცხლეს იწყებენ... ყველანი ერთად არიან... ჩვენი სასულე ორკესტრიც აბა მათ გარეშე როგორ დაიწყება სიცოცხლე... მწვანე მდელოებზე წითელსახურავიანი სახლებს აშენებენ, ფართო კარებით... ივანე აღარც კოჭლია და აღარც ენაბლუ. რაც მოხდა იმ ყველაფერს ზღაპრებად მოუყვებიან შვილებს. უხსოვარ დროს იყო ერთი ქვეყანა.


ბილა ჯედნომ ჯედნა ზემლჯა . . .
ფილმის დასასრული გარდა იმისა, რომ გვიჩვენებს ახალი სიცოცხლის დაწყების სურათს. ამავდროულად იგი ცხადად გვიჩვენებს იმ ისტორიულ ტრაგედიას, რაც იყო იუგოსლავიის დაშლა, ხოლო შემდეგ დიდი სერბეთის შექმნის ყოველგვარი მცდელობის კრახით დასრულებას. საბოლოოდ საბოლოოდ სერბეთი ყველაფერს კარგავს და სრულიად მარტო რჩება.
კუსტურიცას გმირები ხშირად სიკვდილთან განსაკუთრებულ სიახლოვეს განიცდიან... ივანეს გარდა, რომელიც გამუდმებით თავს იღრჩობს, იგივეს აკეთებს ბოშათა დროს გმირი ფერჰანი... რაც შეეხება არიზონული ოცნების გრეისს იგი საერთოდ არ მოკვდება... იგი ერთ მშვენიერ დღეს კუდ იქვეცა... კუ კი ყოველთვის ბედნიერია... თუმცა გრეისი ერთ მშვენიერი დღის დადგომას სიურპრისად აღარ ელოდება და ამ დღეს თვითონვე მოიყვანს...

რეჟისორის ფილმები სრულდება ძირითადად იდეით, რომ სიცოცხლე გრძლედება ამ სამყაროში იქნება ეს თუ სხვა სამყაროში... ამ სამყაროში მყოფებისთვის ჩვეულებრივი აბსურდი გრძელდება, ხოლო გმირები ვინც ტოვებენ მას ახალ სიცოცხლეს იწყებენ, ისეთ სიცოცხლეზე როგორზეც ოცნებობდნენ. რეჟისორის გმირთა უმრავლესობისათვის სიკვდილი მხოლოდ სიცოცხლის დასაწყისია, ამის შეგრძნება გმირებს, როგორც ყველაზე სუსტ, ისე ყველაზე ძლიერ არსებებად წარმოაჩენს.
ამგვარი გმირები სამყაროს, როგორც სხვა სამყაროს ყველაზე უკეთ ხედავენ.

index.htm


 

Используются технологии uCoz